უფასო ფაკულტეტების არსებული დაფინანსების მოდელი უქმდება

326

 

მიხეილ ბატიაშვილმა უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელის ცვლილებაზე საუბრისას განაცხადა, რომ უფასო ფაკულტეტების მოდელი არაფრის მომცემი აღმოჩნდა და ამიტომ, ეს სისტემა გაუქმდება:

„უფასო დაფინანსების მოდელი არაფრის მომცემია და არანაირ შედეგზე არ არის ორიენტირებული. მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ, რაზე უნდა იყოს ეს სისტემა დაფუძნებული. ინტენსიურად მიდიოდა კვლევა და მსოფლიო ბანკი უკვე ასრულებს ამაზე მუშაობას. მომავალ წელს ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უფასო ფაკულტეტები აღარ იყოს და პირდაპირ გადავიდეთ ახალ მოდელზე.

მისი განცხადებით, რჩება ვაუჩერული სისტემა, რომელიც სტუდენტს მიჰყვება პირდაპირ, მაგრამ მეორე მოდელი – რესურსი, რომელიც მიედინებოდა  უნიერსიტეტებში უფასო ფაკულტეტების მიმართულებით, იმ შეფასებით მაჩვენებლებზე გადანაწილდება, რის მიხედვითაც უნდა მოხდეს უნივესიტეტების სტიმულირება. „ეს გამოსასწორებელი იყო და ერთ თვეში დავასრულებთ ამაზე მუშაობას,” – განაცხადა მინისტრმა.

მისივე განცხადებით, დაფინანასების ახალი მოდელი, საუნივერსიტეტო განათლებისთვის იქნება უფრო მეტად მასტიმულირებელი, ვიდრე წინა სისტემა, რომელმაც სამწუხაროდ შედეგი ვერ მოგვიტანა.

დატოვეთ კომენტარი