სტატუსშეცვლილმა პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა საშემოდგომო გამოცდის რეგისტრაციის საფასური უნდა გადაიხადონ

292

2019 წლის ნოემბერში დანიშნულ ტესტირებაზე დარეგისტრირებულნი არიან პრაქტიკოსი მასწავლებლები. არაერთ მათგანს რეგისტრაციის პერიოდში (2019 წლის 10 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით) შეეცვალა სტატუსი (ან ამ ცვლილების შესახებ ინფორმაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ადმინისტრირებულ ბაზაში განახლდა რეგისტრაციის დაწყების შემდეგ). ამიტომ ეს პირები არ თავისუფლდებიან რეგისტრაციის გადასახადისაგან.

რეგისტრაციისათვის გათვალისწინებული საფასური მათ უნდა გადაიხადონ მიმდინარე წლის 25 სექტემბრის 10:00 საათიდან 7 ოქტომბრის 18:00 საათის ჩათვლით.

თუ ამ ვადაში აღნიშნული პირები არ გადაიხდიან დაწესებულ თანხას, მათი რეგისტრაცია გაუქმდება და ისინი ტესტირებაზე არ დაიშვებიან.

ბრძანება იხილეთ ბმულზე https://naec.ge/uploads/postData/PED-2019/178-19.pdf

 

დატოვეთ კომენტარი