სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი – გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა

804

ამ პა­ტა­რა ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის, რო­მელ­თაც სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნედ მო­ვიხ­სე­ნი­ებთ, პირ­ველ­კ­ლა­სე­ლო­ბა კი­დევ ერ­თი და ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რთუ­ლი ეტა­პია. მის გა­და­ლახ­ვა­ში თა­ნად­გო­მა, პრო­ფე­სი­უ­ლი დახ­მა­რე­ბა აუცი­ლე­ბე­ლია მა­თი სწო­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თ­ვის. მზად არი­ან თუ არა ჩვე­ნი სკო­ლე­ბი ამ მომ­სა­ხუ­რე­ბის სრულ­ფა­სოვ­ნად გა­წე­ვის­თ­ვის, ამა­ზე ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პა­სუ­ხი არ მაქვს, თუმ­ცა იმის თქმა ნამ­დ­ვი­ლად შე­იძ­ლე­ბა, რომ წლი­დან წლამ­დე, თუნ­დაც მცი­რე­დით, მაგ­რამ რა­ღაც მა­ინც უმ­ჯო­ბეს­დე­ბა ამ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, პირ­ველ რიგ­ში, მიმ­ღებ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით, რაც 6 წლის (და არა მარ­ტო) სსსმ მოს­წავ­ლის­თ­ვის სა­სი­ცოცხ­ლოდ აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა. გა­ვიხ­სე­ნოთ სულ რა­ღაც 10-12 წლის წი­ნან­დე­ლი გან­წყო­ბები, როცა კლა­სე­ბი იცლებოდა მშობლების პროტესტის გამო. მა­შინ რი­გი­ა­ნად პა­სუ­­ხის გამ­ცე­მი და მშობ­ლის­თ­ვის ახ­ს­ნა-გან­მარ­ტე­ბის მიმ­ცე­მი ძა­ლი­ან ცო­ტა ვინ­მე თუ იყო, სა­თა­ნა­დო ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის არ­ქო­ნის გა­მო. დღეს ეს ეტა­პი გავ­ლი­ლია, ბევრ სკო­ლა­ში გა­რე­მოც ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია, მეტ-ნაკ­ლე­ბად შე­სა­ბა­მი­სი კად­რი­თაც, სპეც­მას­წავ­ლებ­ლე­ბი­თაც უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია, მაგ­რამ სწო­რედ ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი, სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, დღემ­დე რჩე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბულ პრობ­ლე­მად. საქ­მე ისაა, რომ ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი იყო თა­ვი­სი პე­და­გო­გი­უ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სკო­ლე­ბის (რა­საც გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა ამ სფე­რო­ში) დი­დი ტრა­დი­ცი­ე­ბით, სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­და­გო­გი­კა სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობ­და. მეც­ნი­ე­რე­ბის ეს დარ­გი მხო­ლოდ ახ­ლა ვი­თარ­დე­ბა ჩვენ­ში.

სტა­ტის­ტი­კა გვიჩ­ვე­ნებს, რომ 1300 სპეც­პე­და­გო­გი უკ­ვე მუ­შა­ობს სის­ტე­მა­ში, მაგ­რამ მა­თი დი­დი ნა­წი­ლი – სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის გა­რე­შე, სხვა­დას­ხ­ვა ტრე­ნინ­გ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნით, უკე­თეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი 120-სა­ა­თი­ა­ნი სწავ­ლე­ბით, რაც ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ბა­ზი­სო, აკა­დე­მი­ურ ცოდ­ნად ვერ ჩა­ით­ვ­ლე­ბა. ვფიქ­რობ, არას­წო­რი იყო, თა­ვის დრო­ზე, ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, სა­ბა­კა­ლავ­რო კურ­სი­დან სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის პროგ­რა­მის ამო­ღე­ბის თა­ო­ბა­ზე. შემ­დეგ, 2013 წელს კი მი­ი­ღო პროგ­რა­მამ აკ­რე­დი­ტა­ცია, მაგ­რამ ამ­ჟა­მად, 80 მსურ­ვე­ლის­გან შერ­ჩე­უ­ლი მხო­ლოდ 20 სტუ­დენ­ტი ეუფ­ლე­ბა სპეც­პე­და­გო­გის პრო­ფე­სი­ას, თუმ­ცა არა­ვინ იცის რამ­დე­ნი გა­აგ­რ­ძე­ლებს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას. გა­მოც­დი­ლე­ბით, ძალ­ზე მცი­რე. ფაქ­ტი ისაა, რომ მო­მა­ვა­ლი პე­და­გო­გი ისე ამ­თავ­რებს უნი­ვერ­სი­ტეტს, ამ სა­გან­ში არ­ც ერ­თი ლექ­ცია არ უტარ­დე­ბა! უცხო­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რია, მაგ­რამ ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის III კურ­სი (II კურ­ს­ზე ზო­გად პე­და­გო­გი­კას გა­დი­ან), მთე­ლი წე­ლი, ყვე­ლა სა­ფე­ხუ­რის მო­მა­ვა­ლი პე­და­გო­გის­თ­ვის, სწო­რედ სპე­ცი­ა­ლურ პე­და­გო­გი­კას ეთ­მო­ბა. ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­ცა სკო­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში 5, 10, 15 სსსმ მოს­წავ­ლე გვყავს და სპეც­პე­და­გო­გე­ბის დე­ფი­ცი­ტი გვაქვს, არ მგო­ნია, ბევ­რი ფიქ­რი­სა და კა­მა­თის დრო გვქონ­დეს იმის გა­სარ­კ­ვე­ვად, სა­ჭი­როა თუ არა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ბა­კა­ლავ­რი­ატ­ში იღებ­დეს ყვე­ლა მო­მა­ვა­ლი პე­და­გო­გი, გან­სა­კუთ­რე­ბით დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის, სა­ფუძ­ვ­ლი­ან ცოდ­ნას სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­და­გო­გი­კის დარ­გ­ში. დი­ახ, სა­ჭი­როა, ასე­თია ილი­ა­უ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის თა­ნა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის აზ­რიც, თუმ­ცა, გა­მოც­დი­ლე­ბით ვი­ცი, იმ­დე­ნი ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი ბა­რი­ე­რი შეხ­ვ­დე­ბა ამ სა­კითხის მოგ­ვა­რე­ბას, თა­ვი­სი სა­გა­ზაფხუ­ლო და სა­შე­მოდ­გო­მო სე­სი­ე­ბით, ათას­გ­ვა­რი ქა­ღალ­დო­მა­ნი­ით, კი­დევ რამ­დე­ნი­მე თა­ო­ბა გვე­ყო­ლე­ბა მხო­ლოდ ტრე­ნინ­გ­გავ­ლი­ლი ან უბ­რა­ლოდ გუ­ლის­ხ­მი­ე­რი ენ­თუ­ზი­ას­ტე­ბის იმედ­ზე, აბა სხვა რა შე­იძ­ლე­ბა უწო­დო ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ასეთ კო­ლო­სა­ლურ შრო­მას ეწე­ვა 300-400 ლა­რი­ა­ნი ხელ­ფა­სით?!

ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი კი, სა­ბედ­ნი­ე­როდ, მარ­თ­ლაც გვყავს. ნი­ნო ქარ­ჩა­ვა (ბა­თუ­მი) დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის პე­და­გო­გია, წელს პირ­ველ კლას­ში აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის მოს­წავ­ლე ჰყავს, ოჯახ­საც წი­ნას­წარ გა­ეც­ნო და ფსი­ქო­ლოგ­თან და ასის­ტენ­ტ­თა­ნაც ჰქონ­და კონ­სულ­ტა­ცია, გარ­კ­ვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია შე­აგ­რო­ვა და 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გეგ­მაც და­წე­რა. „რაც არ უნ­და დე­ტა­ლუ­რად აღ­გი­წე­როს მშო­ბელ­მა შვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა, გაკ­ვე­თილ­ზე მა­ინც შე­იძ­ლე­ბა რა­ი­მე მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა გა­მოჩ­ნ­დეს, რა მე­თო­დიც უნ­და გი­კარ­ნა­ხონ, შენ მა­ინც გი­წევს სა­კუ­თა­რის მიგ­ნე­ბა, ნელ-ნე­ლა, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ხვდე­ბი რო­დის, რო­გორ მი­უდ­გე. შენ მი­ერ და­წე­რილ გეგ­მა­შიც თან­და­თან შე­გაქვს შეს­წო­რე­ბე­ბი (სა­ერ­თო­დაც 2 კვი­რა ცო­ტა მგო­ნია გეგ­მის შე­სად­გე­ნად). ეს ერ­თი მხა­რეა, რაც თა­ვად ბავშვს ეხე­ბა, მე­ო­რე და არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია კლა­სი, რო­მელ­მაც უნ­და მი­ი­ღოს მის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, უთა­ნაგ­რ­ძ­ნოს და იზ­რუ­ნოს მას­ზე. ბევ­რი ახ­ს­ნა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­უბ­რე­ბი არ მჭირ­დე­ბა, ამის­თ­ვის სა­დამ­რი­გებ­ლო სა­ათ­საც ვი­ყე­ნებთ, ბავ­შ­ვე­ბი ზედ­მეტ პრობ­ლე­მას არ ქმნი­ან ამის გა­მო, თუმ­ცა პა­ტა­რე­ბი არი­ან და თავ­შე­კა­ვე­ბულ ინ­ტე­რესს იჩე­ნენ ხოლ­მე“ – გვე­უბ­ნე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი ნი­ნო.

თა­ნაკ­ლა­სელ­თა ფაქ­ტორ­ზე სა­უბ­რი­სას, სხვა მას­წავ­ლებ­ლე­ბიც იმა­ვეს ამ­ბო­ბენ – ისი­ნი არა­სო­დეს ავ­ლე­ნენ აგ­რე­სი­ას, მხო­ლოდ ინ­ტე­რესს, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბას. რამ­დე­ნად დე­ლი­კა­ტუ­რად და მათ­თ­ვის გა­სა­გებ ენა­ზე აუხ­ს­ნი, რო­გორ მო­ა­ხერ­ხებ მათ­ში თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის (და არა სიბ­რა­ლუ­ლის) გა­მოწ­ვე­ვას, ეს მას­წავ­ლებ­ლის ხე­ლოვ­ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ერ­თ­მა პე­და­გოგ­მა გვითხ­რა, რო­ცა ამის სა­ჭი­რო­ე­ბაა და კლა­სი­დან გამ­ყავს ბავ­შ­ვი, დას­ვე­ნე­ბა­ზე, ხი­ლი­თა და ფუნ­თუ­შე­უ­ლით ივ­სე­ბა რე­სურ­სო­თა­ხიო. ასე გა­მო­ხა­ტა­ვენ პა­ტა­რე­ბი თა­ვი­ანთ თა­ნაკ­ლა­სელ­ზე ზრუნ­ვას, რაც მის­თ­ვის ნე­ბის­მი­ერ თე­რა­პი­ა­ზე უკე­თე­სი შე­დე­გის მომ­ტა­ნი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს.

წე­რი­ლის მომ­ზა­დე­ბი­სას ამ სა­კითხ­ზე მო­მუ­შა­ვე სა­მეგ­რე­ლო-ზე­მო სვა­ნე­თის მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დის წევრს ფა­ტი ახა­ლა­ი­ას ვე­სა­უბ­რე, რო­მელ­მაც მითხ­რა, რომ წელს, ამ რე­გი­ონ­ში, რო­მე­ლიც 9 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს აერ­თი­ა­ნებს, 26 სსს მქო­ნე პირ­ველ­კ­ლა­სე­ლი ჰყავთ, მარ­თა­ლია მათ­თან მო­მუ­შა­ვე სპეც­პე­და­გო­გებს მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ში არ აქვთ ეს კურ­სი გავ­ლი­ლი, მაგ­რამ ძა­ლი­ან გა­მოც­დი­ლი და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი არი­ან.

ორ მათ­განს ვე­სა­უბ­რე – მი­მი სარ­ჩი­მე­ლი­ას, ზუგ­დი­დი­დან და თე­ო­ნა სხვი­ტა­რი­ას, ფო­თი­დან. ქალ­ბა­ტონ მი­მის პე­და­გო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის ოც­წ­ლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, ჯერ კი­დევ სპეც­ს­კო­ლი­დან დაწყე­ბუ­ლი, პე­და­გო­გი­კა-ფსი­ქო­ლო­გი­ის გა­ნათ­ლე­ბით 11 წე­ლია სპეც­პე­და­გო­გად მუ­შა­ობს; წელს სკო­ლას 6 სსსმ მოს­წავ­ლე ჰყავს – ერ­თი პირ­ველ კლას­ში, აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის მქო­ნე. ამ­ბობს, რომ თა­ნა­ტო­ლე­ბის მხრი­დან, მიმ­ღებ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით, არც მას აქვს პრობ­ლე­მა, თუმ­ცა ეს დიდ­წი­ლა­დაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმა­ზე, რო­გორ წა­რად­გენ მას თა­ნა­ტო­ლე­ბის წი­ნა­შე. „ამის აღი­ა­რე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბი არ­სე­ბობს და წარ­მ­დ­გენ­მა ეს აუცი­ლებ­ლად უნ­და იცო­დეს, ნას­წავ­ლი უნ­და ჰქონ­დეს, მაგ­რამ პი­როვ­ნულ უნარ­სა და გა­მოც­დი­ლე­ბა­საც აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა“,  გვე­უბ­ნე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი მი­მი.

რაც შე­ე­ხე­ბა თე­ო­ნა სხვი­ტა­რი­ას, ამ­ბობს, რომ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლად 2007 წელს და­ინ­ტე­რეს­და, რო­ცა გერ­მა­ნი­ა­ში, სა­მა­გის­ტ­რო ნაშ­რომ­ზე მუ­შა­ობ­და (გერ­მა­ნუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლია). „გერ­მა­ნი­ა­ში ეს თე­მა ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო და მეც და­ვინ­ტე­რეს­დი. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა რამ­დე­ნი­მე სა­ხის ტრე­ნინ­გი გა­ვი­ა­რე, ბო­ლოს მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი 120-სა­ა­თი­ა­ნი სწავ­ლე­ბაც. გა­ვი­ა­რეთ ექ­ვ­სი­ვე მო­დუ­ლი რო­გორც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, ისე სა­მე­დი­ცი­ნო კუთხით, ვი­მუ­შა­ვეთ კონ­კ­რე­ტულ მა­გა­ლი­თებ­ზე – მას­წავ­ლებ­ლის და მშობ­ლის, მას­წავ­ლებ­ლი­სა და მოს­წავ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, გა­ვე­ცა­ნით მე­თო­დებს, რო­გორ და­ვაკ­ვირ­დეთ სხვა­დას­ხ­ვა დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე ბავ­შ­ვებს და ბო­ლოს საკ­მა­ოდ მკაც­რი გა­მოც­დაც ჩა­ვა­ბა­რე. და­ვიმ­სა­ხუ­რე სპეც­მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი. 6-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს პე­და­გო­გი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბის ის სფე­როა, სა­დაც რწმე­ნის, კო­ლო­სა­ლუ­რი შრო­მის, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოთ­მი­ნე­ბი­სა და გა­მორ­ჩე­უ­ლი პი­როვ­ნუ­ლი უნა­რე­ბის გა­რე­შე ვე­რა­ფერს გახ­დე­ბი. გარ­და იმი­სა, რაც მას­წავ­ლეს, ბევ­რი რამ და­მო­უ­კი­დებ­ლად ვის­წავ­ლე, ხში­რად დავ­დი­ო­დი გო­ე­თეს ინ­ს­ტი­ტუტ­ში და ვეც­ნო­ბო­დი სპე­ცი­ა­ლურ ლი­ტე­რა­ტუ­რას გერ­მა­ნულ ენა­ზე, რაც ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა. ძა­ლი­ან რთუ­ლი გზაა, მაგ­რამ შე­დე­გი ღირს ამად. აბა, რა და­მა­ვიწყებს იმ ემო­ცი­ას, რაც ჩემ­მა ყო­ფილ­მა სსსმ მოს­წავ­ლემ გან­მაც­დე­ვი­ნა, რო­ცა ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე უარი თქვა ასის­ტენ­ტის დახ­მა­რე­ბა­ზე და 100%-იანი და­ფი­ნან­სე­ბით სა­მე­დი­ცი­ნო­ზე მო­ეწყო. შე­საძ­ლოა მსგავ­სი მა­გა­ლი­თე­ბი გა­მო­ნაკ­ლი­სია, მაგ­რამ რო­გო­რი სტი­მუ­ლია! ახ­ლაც მყავს მოს­წავ­ლე, რო­მელ­საც, და­საწყის­ში, ჩე­მი და­ნახ­ვაც არ უნ­დო­და, მე­რე მხო­ლოდ 2-3 წუ­თით ვა­ხერ­ხებ­დი ურ­თი­ერ­თო­ბას, ახ­ლა სა­მი გაკ­ვე­თი­ლი ისე გა­დის, ვერც მე ვი­გებ და ვერც ის. აუცი­ლებ­ლად უნ­და ით­ქ­ვას დამ­რი­გებ­ლის როლ­ზეც. ჩემ შემ­თხ­ვე­ვა­ში იგი ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას ერ­თად ვუმ­კ­ლავ­დე­ბით პრობ­ლე­მებს.“

***

მარ­თა გო­ნი­ე­რი და ხა­ლი­სი­ა­ნი გო­გოა. შარ­შან დი­ა­ბე­ტის საკ­მა­ოდ მძი­მე ფორ­მა აღ­მო­აჩ­ნ­და. წელს პირ­ველ კლას­ში წა­ვი­და. მის სკო­ლას ეს გა­მოც­დი­ლე­ბა არ აქვს და არც სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი ჰყავთ, მაგ­რამ მარ­თას ჰყავს დამ­რი­გე­ბე­ლი, რო­მელ­მაც მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად, მთე­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო, მათ შო­რის, თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის გათ­ვით­ც­ნო­ბი­ე­რე­ბაც. ამ­ბობს, რომ ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად გა­დაწყ­ვი­ტა ეს სა­კითხი – შეგ­ნე­ბუ­ლად კლას­ში, ყვე­ლას თვალ­წინ უზო­მავ­და შა­ქარს სპე­ცი­ა­ლუ­რი აპა­რა­ტით (არა ნემ­სით), რა­მაც ბუ­ნებ­რი­ვად გა­მო­იწ­ვია ბავ­შ­ვე­ბის ინ­ტე­რე­სი, რას უკე­თებს, თით­ქ­მის ყო­ველ გაკ­ვე­თილ­ზე, მა­რი­კა მას­წავ­ლე­ბე­ლი მარ­თას? მა­ნაც, სხვა­თა შო­რის, თით­ქოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლიც არა­ფე­რია, უპა­სუ­ხა, რომ უზო­მავს შა­ქარს, ისე­ვე, რო­გორც მშობ­ლე­ბი უზო­მა­ვენ მათ სიცხეს, რო­ცა გა­ცი­ე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

გა­ი­გეს, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ახ­ლა ეს საკ­მა­რი­სია, გა­იზ­რ­დე­ბი­ან და უფ­რო მეტ­საც გა­ი­გე­ბენ. მთა­ვა­რია, ერ­თ­ნა­ი­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, ერ­თ­ნა­ი­რად ერ­თო­ბი­ან დას­ვე­ნე­ბებ­ზე. და­ძა­ბუ­ლი მხო­ლოდ მა­რი­კა მას­წავ­ლე­ბე­ლია, მარ­თა გა­მუდ­მე­ბუ­ლად მი­სი თვალ­თა­ხედ­ვის არე­შია, იშ­ვი­ა­თად მი­ნა­ხავს ემ­პა­თი­ის ასე­თი უნა­რით ადა­მი­ა­ნი, ასე­თი მხო­ლოდ მო­ვა­ლე­ო­ბის გა­მო ვერ იქ­ნე­ბი, არც მშო­ბელ­თან შეტყო­ბი­ნე­ბე­ბის გაგ­ზავ­ნას აყოვ­ნებს, არც სხვა ბავ­შ­ვებ­სა და მათ მშობ­ლებს აკ­ლებს ყუ­რადღე­ბას. „მად­ლო­ბა? რის­თ­ვის, მეც ხომ მყავს შვი­ლე­ბი, უკე­თესს რას გა­ვა­კე­თებ“ – გე­უბ­ნე­ბა და მშვიდ­დე­ბი, რომ აქ ნამ­დ­ვი­ლად გა­უ­მარ­თ­ლა მარ­თას.

დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სხვაც ბევ­რია მა­რი­კა მას­წავ­ლე­ბ­ლის მსგავ­სი, მაგ­რამ მხო­ლოდ ცალ­კე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის იმედ­ზე, რა­გინდ გუ­ლის­ხ­მი­ე­რე­ბი და ენ­თუ­ზი­აზ­მით სავ­სე­ნიც იყ­ვ­ნენ, სის­ტე­მა ვერ გან­ვი­თარ­დე­ბა. ჩვენს სკო­ლებს სჭირ­დე­ბათ თა­ნა­მედ­რო­ვე ცოდ­ნით აღ­ჭურ­ვი­ლი პე­და­გო­გე­ბი, რომ­ლე­ბიც სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის გა­ნათ­ლე­ბა­სა და ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე იზ­რუ­ნე­ბენ. მა­თი სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო მომ­ზა­დე­ბაა სა­ჭი­რო და ამის­თ­ვის სა­ხელ­მ­წი­ფომ, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად, უნ­და იპო­ვოს ოპ­ტი­მა­ლუ­რი, ეფექ­ტუ­რი გზა.

ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

 

დატოვეთ კომენტარი