სპეციალური კონკურსები „ჰორიზონტი 2020“-ის პროგრამის ფარგლებში

494

„ჰორიზონტი 2020“-ის პროგრამის ფარგლებში, COVID-19-თან დაკავშირებით, მე-2 სპეციალური კონკურსი გამოცხადდა. განათლების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა მეცნიერებსა და მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს, ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაზე, კონკურსის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, ასევე, განიხილეს COVID-19-თან დაკავშირებული ეროვნული სამეცნიერო პლატფორმის შექმნის საკითხი.

ევროკომისიის მე-2 სპეციალური კონკურსის ფარგლებში 5 თემატური მიმართულებაა, რომელთა შესახებაც, ონლაინ შეხვედრაზე,  საინფორმაციო ხასიათის პრეზენტაციები გამართეს საქართველოში „ჰორიზონტი 2020“ პროგრამის ეროვნულმა კოორდინატორმა, ნათია გაბიტაშვილმა, ინოვაციური მედიცინის მიმართულების ეროვნულმა საკონტაქტო პირმა, მაია რუხაძემ და ჯანმრთელობის მიმართულების ეროვნულმა საკონტაქტო პირმა, მაია ოკუჯავამ.

„მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად შექმნილმა ვითარებამ თვალსაჩინო გახადა მეცნიერებისა და ინოვაციების მნიშვნელობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ევროკომისიამ 122 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური სახსრების მობილიზება მოახდინა, რომელიც, სამეცნიერო-კვლევითი თუ ინოვაციური გადაწყვეტილებებით, აღნიშნული კრიზისის დაძლევის გზების კვლევას მოხმარდება. შედეგად, ევროკომისიამ „ჰორიზონტი 2020“ პროგრამის ფარგლებში, COVID-19-თან დაკავშირებული მე-2 სპეციალური კონკურსი 5 თემატური მიმართულებით გამოაცხადა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, როგორც „ჰორიზონტი 2020“ პროგრამის კოორდინატორი უწყება, ზემოაღნიშნულ სპეციალურ კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს.“ – განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

მინისტრის მოადგილემ იმ გარემოებასაც გაუსვა ხაზი, რომ საქართველო დასახელებულია კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავების ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად. ამ პროცესში მონაწილე მეცნიერებისა და მედიცინის სფეროს წარმომადგენლების ევროპულ ქსელში ჩართვა, კორონავირუსის დიაგნოსტიკის, მკურნალობის, ვაქცინის შემუშავებისა და პანდემიის ქცევითი, სოციალური და ეკონომიკური ზეგავლენის საკითხებზე სამუშაოდ, საქართველოს წარმოჩენას უფრო მეტად შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე მხარეებმა COVID-19-ის შესახებ ეროვნული სამეცნიერო პლატფორმის შექმნის საკითხზეც იმსჯელეს.

ევროკომისიის მიერ ჰორიზონტი 2020 პროგრამის ფარგლებში COVID-19-თან დაკავშირებით მე-2 სპეციალური კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულებზე:

 26 მაისს, ევროკომისიის ორგანიზებით, კვლევებისა და ინოვაციების მიმართულებით გამართულ ვიდეოკონფერენციაზე, რომელშიც მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი მონაწილეობდა, ევროკავშირისა და „ჰორიზონტი 2020“ პროგრამის ასოცირებულ ქვეყნებს შორის საუკეთესო სამეცნიერო ჯგუფების თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილეს, ასევე, ლოკალურ დონეზე, ეროვნული სამეცნიერო პლატფორმის ჩამოყალიბების შესაძლებლობებზეც იმსჯელეს.

დატოვეთ კომენტარი