სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ევ­რო­პულ ასო­ცი­ა­ცი­ა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პრო­ცე­სი დას­რულ­და

351

ერე­ვან­ში გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ევ­რო­პუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის – ENQA-ს რიგით მე-10 გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბ­ლეა გა­ი­მარ­თა, სა­დაც სა­ქარ­თ­ვე­ლო, რო­გორც ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი ქვე­ყა­ნა, ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­რად­გი­ნეს. ევ­რო­პის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტო­ე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის (ENQA) პრე­ზი­დი­უმ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის წევ­რო­ბის შე­სა­ხებ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე წლის 25 აპ­რილს, ეს­ტო­ნეთ­ში, ტა­ლინ­ში გა­მარ­თულ, რი­გით მე-9 ყო­ველ­წ­ლი­ურ ასამბლეაზე მი­ი­ღო. პრო­ცე­დუ­რის მი­ხედ­ვით, ცენ­ტ­რი ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რად, ოფი­ცი­ა­ლუ­რად, სწო­რედ რიგით მე-10 ასამ­ბ­ლე­ა­ზე გა­მო­აცხა­დეს, რასაც ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

„ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სივ­რ­ცე­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბას გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბ­ლე­ა­ზე ერ­თხ­მად და­უ­ჭი­რეს მხა­რი და სა­ქარ­თ­ვე­ლოს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ENQA-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პრო­ცე­სი დას­რულ­და. კი­დევ ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი მიღ­წე­ვა, წელს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის კვლე­ვე­ბი­სა და ინო­ვა­ცი­ე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო­თა­შო­რი­სი ორ­გა­ნი­ზა­ცია EURAXESS-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა იყო და იმე­დი მაქვს, ჩვე­ნი მეც­ნი­ე­რე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი ისარ­გებ­ლე­ბენ ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით“ – გა­ნაცხა­და სომ­ხე­თის დე­და­ქა­ლაქ ერე­ვან­ში სა­მუ­შაო ვი­ზი­ტით მყოფ­მა მი­ხე­ილ ბა­ტი­ა­შვილ­მა.

EQAR-ის პრე­ზი­დენ­ტ­მა, კარლ დიტ­რიხ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს EQAR-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას ქვეყ­ნის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი უწო­და: „ქარ­თუ­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის ეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დღეა, რად­გან ევ­რო­პის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტო­ე­ბის ასო­ცი­ა­ცია ENQA-სა და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბის ევ­რო­პულ რე­ეს­ტ­რ­ში, EQAR-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ თქვენ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ანუ ევ­რო­პის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სივ­რ­ცის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რი ხართ. ეს უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. ეს ნიშ­ნავს ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბას, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას და სფე­როს ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტით გან­ვი­თა­რე­ბას. ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რო­ბა დიდ შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლოს, ასე­ვე ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებ­საც.“

გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბ­ლე­ის ფორ­მატ­ში ასე­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და პა­ნე­ლუ­რი დის­კუ­სია, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­კითხებ­ში ევ­რო­პუ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბას რე­გი­ო­ნუ­ლი პერ­ს­პექ­ტი­ვი­დან. პა­ნე­ლურ დის­კუ­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი ეკა­ტე­რი­ნე ბა­ღიშ­ვი­ლი.

გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბ­ლე­ის თე­მა­ტუ­რი პოს­ტე­რე­ბის სე­სი­ა­ზე პრე­ზენ­ტა­ცი­ით წარ­დ­გა ცენ­ტ­რის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ლა­შა მარ­გიშ­ვი­ლი. პოს­ტე­რი ეხე­ბო­და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­სა და პროგ­რა­მუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცი­ე­ბის ავ­ტო­მა­ტი­ზა­ცი­ას ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სის­ტე­მის სა­შუ­ა­ლე­ბით. მის­მა გა­მოს­ვ­ლამ ევ­რო­პე­ლი კო­ლე­გე­ბის დი­დი მო­წო­ნე­ბა და და­ინ­ტე­რე­სე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

ENQA-ში გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის გა­წევ­რი­ა­ნე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად უწყობს ხელს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მი­ნი­ჭე­ბუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბი­სა და გა­ცე­მუ­ლი დიპ­ლო­მე­ბის აღი­ა­რე­ბას ევ­რო­პა­ში; სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოქ­მე­დი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მი­სად­მი სან­დო­ო­ბის მა­ღალ დო­ნეს; უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო პარ­ტ­ნი­ო­რო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას ევ­რო­პულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­სა და სა­მეც­ნი­ე­რო ინ­ს­ტი­ტუ­ტებ­თან; სტუ­დენ­ტე­ბი­სა და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ბი­ლო­ბის ხელ­შეწყო­ბას.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხ­მე­ბით, ქვე­ყა­ნამ იკის­რა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა, ეტა­პობ­რი­ვად, და­უ­ახ­ლოვ­დეს „ევ­რო­პის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სივ­რ­ცეს“. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ევ­რო­პუ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბი­სა და სტან­დარ­ტე­ბის და­ნერ­გ­ვა. ეს ამო­ცა­ნა უკ­ვე შეს­რულ­და და დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოქ­მე­დებს „ევ­რო­პუ­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სივ­რ­ცის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სტან­დარ­ტებ­სა და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო პრინ­ცი­პებ­თან“ (ESG-2015) ჰარ­მო­ნი­ზე­ბუ­ლი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­სა და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბი და პრო­ცე­დუ­რე­ბი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ 2019 წლის 27 ივ­ნისს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბის ევ­რო­პულ რე­ეს­ტ­რ­შიც (EQAR -The European Quality Assurance Register for Higher Education) და­რე­გის­ტ­რირ­და – https://www.eqar.eu/register/agencies/agency/?id=59

EQAR – ევ­რო­პის სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბის მთავ­რო­ბე­ბი­სა და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის მი­ერ ერ­თობ­ლი­ვად და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ც­ვე­ლი ევ­რო­პუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია მხარს უჭერს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბას და ნდო­ბის ამაღ­ლე­ბას, ასე­ვე ევ­რო­პის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სივ­რ­ცე­ში გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბას.

დატოვეთ კომენტარი