სასწავლო პროცესი მსხვილ ქალაქებში 1 ოქტომბრამდე გადაიდო

586

გიორგი გახარია: მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისევე, როგორც ბათუმში, სასწავლო პროცესი ორი კვირით გადაიდოს , 1 ოქტომბრამდე, ოღონდ მხოლოდ მსხვილ ქალაქებში, როგორიც არის: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ზუგდიდი და ფოთი. ამ ქალაქებში, სასწავლო პროცესი ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში ისევე, როგორც სკოლებში დაიწყება 1 ოქტომბრიდან. ეს საჭიროა უბრალოდ იმისთვის, რომ სწორად შევაფასოთ დღევანდელი მიმდინარე რისკები და ამისთვის ჩვენ, ეპიდემიოლოგებთან ერთად, გვჭირდება ორი კვირა და ამის შემდგომ უკვე დამატებით გადაწყვეტილებებს მივიღებთ, ბავშვებთან მიმართებაში.

ეკატერინე ტიკარაძე: დიდ ქალაქებში სწავლის გადადება განპირობებულია დიდი მობილობით. აქ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ინტერნეტიზაციიდან გამომდინარე, სწავლა ჰიბრიდული მეთოდით დავიწყოთ, რომ სასწავლო პროცესი არ შეყოვნდეს. ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მუშაობას განათლების სამინისტროსთან.

დატოვეთ კომენტარი