საპენსიო ასაკის პედაგოგებთან დაკავშირებული საბიუჯეტო ცვლილებები  კანონში ზაფხულში აისახება

742

 

მინისტრის განმარტებით, ამ ეტაპზე საპენსიო ჯილდოს მიღების სურვილი 5000-მდე პედაგოგს აქვს დაფიქსირებული. პირველი მონაცემები მაისის ბოლოს შეგროვდება და საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი პარლამენტს წარედგინება.

„მაისის ბოლოს მოხდება მონაცემების შეგროვება, გავიგებთ რა რაოდენობის პედაგოგი გადაწყვეტს სისტემიდან გასვლას და ამის შემდეგ, ზაფხულში, წარვადგენთ საბიუჯეტო ცვლილებებს, რომ უკვე საფინანსო კანონში აისახოს რაოდენობა. ზაფხულის განმავლობაში მიღებული იქნება ეს ცვლილება და ძალიან სწრაფად მოხდება ამ ადამინების ანაზღაურებით უზრუნველყოფა“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი