საერთაშორისო ჟურნალისტის პროფესია საშუალებას მომცემს, საქართველო უკეთ გავაცნო მსოფლიოს

168

რუბრიკის “ქართველი სტუდენტები უცხოეთში” სტუმარია ლიკა ჭიპაშვილიმონტენის სახელობის ბორდოს უნივერსიტეტის სტუდენტისაქართველოს ახალგაზრდა ელჩი საფრანგეთში

🔶ლიკათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის წითელ დიპლომზე დამთავრების შემდეგარჩევანს უცხოეთზე აკეთებრატომ აირჩიე განათლების მისაღებად ქალაქი ბორდო?

პროფესიული არჩევანი ჯერ კიდევ ბავშვობაში გავაკეთე, ერთადერთი რაც მომწონდა, მხოლოდ ჟურნალისტიკა იყო. ვფიქრობ, არ არსებობს სხვა პროფესია უფრო სიცოცხლისუნარიანი, სიახლის მქონე, საინტერესო და ჰუმანური, ვიდრე ჟურნალისტიკაა. თსუ-ს ჟურნალისტიკის სპეციალობაზე სწავლისას გატარებულმა ოთხმა წელმა გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია ჩემი პიროვნულობის ჩამოყალიბებაში. ეს იყო საკუთარი თავის აღმოჩენის, ცხოვრებისეული მიზნებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის პერიოდი, გაცნობიერებული მე-ს საწყისი და საფუძველი. წლები, როდესაც შევიძინე უძვირფასესი მეგობრები, თანაკურსელებისა და პროფესორ-მასწავლებლების სახით. მათგან ვისწავლე ადამიანური ურთიერთობები და, იქ შეძენილი უმაღლესი საბაზისო განათლების საფუძველზე, დავიწყე დანარჩენი სამყაროს შეცნობა.

ამის შემდეგ იყო ოსლოს უნივერსიტეტის საზაფხულო საერთაშორისო აკადემიურ სკოლაში გატარებული დაუვიწყარი მცირე პერიოდი. ამაყი ვარ, რომ ამ სკოლაში სწავლის შესაძლებლობა ორჯერ მომეცა, რადგან, ჩემი აზრით, ეს საუკეთესო ადგილია, სადაც ადამიანს შეუძლია აღმოაჩინოს მსოფლიო. იქ შევხვდი ასი სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტს და მათი კულტურისა და ტრადიციების გაცნობით დავინახე, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე მსოფლიო. ვიტყოდი, რომ ეს სკოლა კეთილი მინი-სამყაროა, სადაც სხვადასხვა კულტურის, ერის, რასისა თუ რელიგიის მქონე ადამიანები არიან აბსოლუტურად თანასწორნი, ტოლერანტულნი და ერთმანეთის შემავსებელნი. ჩემთვის სწორედ, აი, ეს არის სიმბოლო იმისა, თუ როგორი უნდა იყოს დღეს მსოფლიო.

რაც შეეხება საფრანგეთს, ფრანგული ენითა და კულტურით გატაცებული ბავშვობიდან ვიყავი. აქედან გამომდინარე, მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ სასწავლებლად აუცილებლად საფრანგეთში წავიდოდი. ფრანგული ენა კი, საფუძვლიანად ფრანგულ ინსტიტუტში შევისწავლე, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩემს მასწავლებელს, საქართველოში ფრანგული ენის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სპეციალისტს, ბატონ თორნიკე ერისთავს. ქალაქ ბორდოზე არჩევანი იმ სამაგისტრო პროგრამის გამო შევაჩერე, რომელზედაც გავაკეთე განაცხადი. კერძოდ, 2010 წელს, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდე, სწავლა გავაგრძელე ინფორმაციისა და კომუნიკაციის კვლევითი მაგისტრატურის პირველ კურსზე მონტენის სახელობის ბორდოს უნივერსიტეტში. თუმცა, იმ წელს აღმოვაჩინე, რომ კვლევითი მაგისტრატურა, სალექციო კურსის თვალსაზრისით, დატვირთული არ არის, რადგან ძირითადად სტუდენტის ინდივიდუალურ კვლევით სამუშაოზეა ორიენტირებული. იმის გათვალისწინებით, რომ ბაკალავრიატში ოთხი წელი ისეთ აქტიურ პროფესიას ვეუფლებოდი, როგორიც ჟურნალისტიკაა, ეს ჩემთვის ცოტათი მოსაწყენი იყო. ამიტომაც გადავწყვიტე, პარალელურად, სხვა სამაგისტრო პროგრამაზეც მესწავლა და არჩევანი მონტესკიეს სახელობის ბორდოს უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესიულ მაგისტრატურაზე შევაჩერე, სადაც პირდაპირ მე-2 კურსზე ჩამრიცხეს. შედეგად, 2012 წელს, მოვიპოვე მაგისტრის ორი ხარისხი: ინფორმაცია-კომუნიკაციის სპეციალობით – მონტენის სახ. ბორდოს უნივერსიტეტში და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით – მონტესკიეს სახ. ბორდოს უნივერსიტეტში. ამჟამად კი, ისევ მონტენის სახ. ბორდოს უნივერსიტეტში ვსწავლობ “მეცნიერებების ისტორიის, ფილოსოფიისა და მათი გაშუქების” სამაგისტრო პროგრამაზე. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში სამეცნიერო ჟურნალისტიკა განვითარებული არ არის, ჩემთვის ეს საინტერესო და სრულიად ახალი გამოცდილებაა.

🔶მიამბე ბორდოს უნივერსიტეტის ისტორია, რამდენწლიანია და რა ღირს სწავლა?

ბორდოს უნივერსიტეტი საკმაოდ ძველია – 1441 წელს პაპის ევგენი VI-ის მიერ იქნა დაარსებული ოთხი ფაკულტეტის ბაზაზე.XX საუკუნის შუა პერიოდში ბორდოს უნივერსიტეტი, სტუდენტთა რაოდენობით, პარიზის შემდეგ, ფრანგულ უნივერსიტეტებში მეორე ადგილს იკავებდა. 2014 წლამდე იგი მოიცავდა: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტს – ბორდო 1-ის უნივერსიტეტში, სამედიცინო ფაკულუტეტს – ვიქტორ სეგალენის სახ. ბორდო 2-ის უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს – მიშელ დე მონტენის სახ. ბორდო 3-ის უნივერსიტეტში; იურიდიულ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს – მონტესკიეს სახელობის ბორდო4-ის უნივერსიტეტში. 2014 წელს კი, ბორდო 1, 2 და 4 უნივერსიტეტების გაერთიანების საფუძველზე, ჩამოყალიბდა ერთი – ბორდოს უნივერსიტეტი, სადაც დღეს45 000სტუდენტი სწავლობს და საფრანგეთის უნივერსიტეტებში მე-9ადგილზეა, ხოლო მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების შანხაის კლასიფიკაციაში კი 208-ე პოზიციას იკავებს. რაც შეეხება მიშელ დე მონტენის სახელობის ბორდო 3-ის უნივერსიტეტს, მან დამოუკიდებლობა შეინარჩუნა და მონტენის სახ. ბორდოს უნივერსიტეტის სახელი მიიღო. მისი პოლიტიკა მიშელ დე მონტენის დღემდე აქტუალურ იდეებს ეფუძნება და უდიდეს ინსპირაციულ როლს თამაშობს უნივერსიტეტის თანამედროვე მოდელის შექმნაში. უნივერსიტეტი ცდილობს იყოს ჰუმანური, ახლის აღმომჩენი, პოლიგლოტი, მოქალაქეობრივი, შემოქმედებითი და ციფრულ სამყაროზე ადაპტირებული. უნივერსიტეტში 15 500 სტუდენტი სწავლობს, რომელთაგან 11,5% უცხოელია.

ზოგადად, ქალაქი ბორდო,2014 წლის მონაცემებით, საფრანგეთის ქალაქების ტოპ ხუთეულში შევიდა სტუდენტთათვის ხელსაყრელი პირობებისა და სწავლების კომფორტის თვალსაზრისით. ბორდოს 235-ჰექტარიანი სტუდენტური ქალაქი კი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდია. რაც შეეხება სწავლის საფასურს, საფრანგეთის სახელმწიფო ყოველწლიურად თავად იხდის, დაახლოებით, 10 000 ევროს თითოეულ სტუდენტზე. აქედან გამომდინარე, სწავლების პირველ საფეხურზე – ბაკალავრიატზე სტუდენტი მხოლოდ 189 ევროს იხდის; მეორე საფეხურზე, მაგისტრატურაზე – 261 ევროს, ხოლო  დოქტორანტურაზე – 396 ევროს. რაც შეეხება კერძო სასწავლებლებს, საფრანგეთში მათი ყოველწლიური გადასახადი, საშუალოდ, 3000 ევროდან 10 000 ევრომდე მერყეობს.

🔶სხვადასხვა დროს, შენ იყავი ევრაზიის ფონდის, კავკასიური პროექტის და პრეზიდენტის სტიპენდიანტი. როგორ ხდება სტიპენდიების და გრანტების მოპოვება უცხოელი სტუდენტებისთვის, რა პრივილეგიებით სარგებლობენ წარჩინებული სტუდენტები, არის თუ არ ამათთვის რაიმე შეღავათები?

თქვენ მიერ აღნიშნული სტიპენდიები საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე სწავლებისას მაღალი აკადემიური მოსწრების საფუძველზე მოვიპოვე. რაც შეეხება საფრანგეთში სტიპენდიების საკითხს, აქ მრავალი სტიპენდია არსებობს, მაგრამ მათგან ყველაზე მასშტაბური სოციალური კრიტერიუმების საფუძველზე გაცემული სტიპენდიაა – Boursesur des critères sociaux, რომელიც განკუთვნილია არა მხოლოდ ეროვნებით ფრანგ, არამედ ევროკავშირის მოქალაქეობის მქონე ყველა სტუდენტზე. თუმცა, იმისთვის, რომ აღნიშნული სტიპენდია, საფრანგეთში სწავლების პერიოდში, არაევროკავშირის ქვეყნების სტუდენტებმაც მიიღონ, დღეს აქტიურად იბრძვის საფრანგეთში ყველაზე დიდი სტუდენტური ასოციაცია – საფრანგეთის სტუდენტთა ეროვნული გაერთიანება (UNEF), რომლის აქტიური მხარდამჭერი ვარ. გარდა სოციალური სტიპენდიისა, რა თქმა უნდა, არსებობს ასევე მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტთათვის სპეციალურად განკუთვნილი სტიპენდიები, მაგრამ, ძირითადად, მხოლოდ მაგისტრატურისა და დოქტურანტურის საფეხურებზე.

🔶რა შეგიძლია გვიამბო სასწავლო პროგრამებისა და ლექციების შესახებ?

იქიდან გამომდინარე, რომ ბორდოს უნივერსიტეტისგანგანსხვავებით, მონტენის სახელობისბორდოს უნივერსიტეტი უფრო მეტად ცნობილია,როგორც საერთაშორისო უნივერსიტეტი,ამ შემთხვევაში, მის სასწავლო პროგრამებზეგიამბობთ. მონტენის სახელობისბორდოს უნივერსიტეტი, სასწავლოპროგრამების თვალსაზრისით, მართლაცგამორჩეულია -138 საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამასმოიცავს ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების,ხელოვნების, უცხო ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტებზე. პროგრამებზესწავლების ფორმატიც მრავალფეროვანია.კერძოდ, არსებობს: დასწრებული,დაუსწრებელი, დისტანციური სწავლებისადა alternance (სასწავლოპროგრამის მთლიანი ნაწილიმოიცავს სტაჟირების პერიოდს)ტიპები. უნივერსიტეტი,ყოველწლიურად, 450 უცხოელ სტუდენტსიღებს, ხოლო 300 სტუდენტი, გაცვლითი პროგრამებისსაშუალებით, 269 პარტნიორ უნივერსიტეტშიმიემგზავრება, მსოფლიო მასშტაბით.ასევე აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტში სტუდენტებს 22 უცხოურიენის შესწავლის შესაძლებლობააქვთ.

 

🔶რა როლი უჭირავს საფრანგეთშიკერძოდ ქალაქ ბორდოშისაუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებს?

ქალაქი ბორდო 62 საუნივერსიტეტობიბლიოთეკას ითვლის ერთ მილიონზე მეტი რეფერანსით, რომელთადიდი ნაწილი ხელმისაწვდომიაასევე დისტანციურად. ბიბლიოთეკებშისპეციალიზებული ოთახებია ჯგუფურიმუშაობისთვის, სტუდენტებისთვის შესაძლებელიაასევე პერსონალური კომპიუტერებისთხოვებაც. როგორც მომავალიჟურნალისტისა და მედიამკვლევარისთვის, ჩემთვის განსაკუთრებითსაინტერესო აღმოჩენა იყო პრესის უდიდესიონლაინარქივი, სადაც შეგვიძლიამოვიძიოთ ნებისმიერი ფრანგულითუ უცხოური მედიისმიერ ამა თუ იმ საკითხზე გამოქვეყნებული ჟურნალისტურიმასალა.

🔶როგორ ფიქრობქართულთან შედარებითრა უპირატესობა აქვს ევროპულ მოწინავე უმაღლეს სასწავლებლებს?

ქართულთან შედარებით,ევროპული მოწინავე უმაღლესისასწავლებლების პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი,ანუ ხარისხიანი განათლებისმიღების საბაზისო უპირატესობატექსტური თუ აუდიო-ვიდეო სახისსასწავლო მასალის უდიდესირაოდენობაა, რომლის დეფიციტიქართული უმაღლესი სასწავლებლებისაქილევსის ქუსლია. აუცილებელიამსოფლიო სამეცნიერო ლიტერატურისდიდი რაოდენობის თარგმნაქართულ ენაზე. ასევექართველ სტუდენტთა უნარებისკიდევ უფრო გაუმჯობესება უცხოურ ენებში. ეს ხელს შეუწყობსსაერთაშორისო აღიარებას, რაც ევროპული უნივერსიტეტებისდიდი უპირატესობაა (იგულისხმებასტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა აქტიურიმიმოსვლა ევროპის სხვადასხვაქვეყნების უნივერსიტეტებში). მაგალითად,პოლიტიკურ მეცნიერებათა სამაგისტროპროგრამაზე სწავლებისას, ყოველკვირეულად,მოწვეული გვყავდა პროფესორებიგერმანიიდან, ბელგიიდან, ჩეხეთიდან,ჩინეთიდან. ვფიქრობ, ქართულმასახელმწიფომ, გარდა იმისა,რომ მეტად უნდა შეუწყოს ხელი ქართველ სტუდენტებსსაზღვარგარეთ განათლების მიღებაში,ასევე უმნიშვნელოვანესია, ევროპაშიქართული უმაღლესი სასწავლებლებისპოპულარიზაცია და წამყვანი ევროპული სასწავლებლებისპროფესორთა აქტიურად მოწვევასაქართველოში. ასევე ზოგადიმაჩვენებლით, ქართულ უნივერსიტეტებშისამეცნიერო ლიტერატურის კითხვადობასტუდენტთა მხრიდან ძალიანდაბალია, რადგან, ძირითადად,ნებისმიერი სალექციო კურსისშეფასება, უმეტესწილად, ამ სალექციო კურსისშუალედური და ფინალური გამოცდებით შემოიფარგლება. ხოლო ევროპულ უმაღლეს სასწავლებლებშიკი, გარდა სალექციოკურსისა, უდიდესი ყურადღებაეთმობა შესაბამის სფეროშიარსებული სამეცნიერო ლიტერატურისაქტიურ გაცნობას.

🔶ლიკა, პოფესიული თვალსაზრისით საკმაოდ სერიოზული გამოცდილება გაქვსმუშაობდი ევროკომისიის რადიოში, ფრანგულ ფირმაში “Info Presse”, საქართველოს საელჩოში საფრანგეთში. რა იყო შენი, სტაჟიორის, ფუნქცია და უფლებამოვალეობები?

2014 წლის სექტემბრისმონაცემებით, საფრანგეთში სწავლისპარალელურად, სტუდენტთა 70% სრული ან ნაწილობრივი დატვირთვით მუშაობს. ამიტომაც, აქ არსებობს სწავლებისორი ტიპი: დასწრებული და დაუსწრებელი, რომელიც სწორედიმ სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი,ვინც მუშაობს. სწავლებისტიპის შესაბამისად, შეფასებისადა ლექციებზე დასწრებისსისტემა განსხვავებულია. სწავლისპარალელურად, პირადად მეც, აქტიურად ვმუშაობდიRomotion-ის მიმართულებით. რაც შეეხება საფრანგეთში საქართველოსსაელჩოში შეძენილ სამუშაოგამოცდილებას, ჩემი, როგორც სტაჟიორის, ფუნქცია-მოვალეობები იყო: ფრანგული პრესის მიმოხილვადა მიმდინარე ახალ ამბებზე ყოველდღიურიმოხსენებების შედგენა, ასევესაელჩოსა და საკონსულოს ადმინისტრაციულ საქმიანობაშიმონაწილეობა და მოქალაქეთა ინფორმირება შესაბამისპროცედურებზე. ასევე, ვიყავიბორდოს უნივერსიტეტებში ფრანგულიფირმის “InfoPresse” წარმომადგენელი, ანუ სტუდენტთა მრჩეველი პრესისსაკითხებში. ჩემს მოვალეობაში შედიოდა სხვადასხვადისციპლინის სტუდენტების ინფორმირებაშესაბამის სასწავლო სფეროშიარსებული სპეციალიზებული და სამეცნიერო პრესისშესახებ.

🔶თავის დროზესაქართველოშისტუდენტური სასწავლო გაზეთის “ანარეკლი” საზოგადოებისა და განათლების რუბრიკების რედაქტორი იყავი,მოგვიანებითუცხოეთშისაფრანგეთის საელჩოშიმოგიწია სტაჟიორად მუშაობა ფრანგული მედიის მიმომხილველადრა პარალელს გაავლებდი ქართულ და ფრანგულ მედიას შორის და რა აღმოაჩინე ფრანგულ მედიაში ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებულირისი დანერგვაც ღირს ქართულ მედიაში?

ყველაზე ღირებულიდა მნიშვნელოვანი, რაც ფრანგულ მედიასახასიათებს, პროფესიონალიზმია. ქართულიმედიისგან განსხვავებით, ფრანგულიმედია ვიწრო სპეციალიზაციითგამოირჩევა. მაგალითად, საერთაშორისოსაკითხებზე მომუშავე ჟურნალისტსსპეციალური განათლება აქვს მიღებული საერთაშორისოჟურნალისტიკაში, სამეცნიერო საკითხებისჟურნალისტს – სამეცნიერო ჟურნალისტიკაში და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ვიწრო სპეციალიზაციასაფრანგეთში არსებული ჟურნალისტურიგანათლების მრავალფეროვნებითაა განპირობებული.არსებობს სპეციალური სამაგისტროპროგრამები საერთაშორისო, სამეცნიერო,კულტურის, ეკონომიკის ჟურნალისტიკაში,რაც შემდგომში აღნიშნულისფეროების პროფესიულად გაშუქებისგარანტია. კარგი იქნება,თუკი საქართველოშიც ჩამოყალიბდებამსგავსი სახის ტენდენციადა ჟურნალისტიკაში ასეთისპეციალიზებული სამაგისტრო პროგრამებიშეიქმნება. გარდა ამისა,ვისურვებდი, რომ ქართულ მედიაში არსებობდეს,მინიმუმ, ერთი მედიასაშუალება მაინც, რომელიცმხოლოდ მსოფლიო ახალ ამბებს გააშუქებს და მსოფლიოპუბლიკაზე იქნება ორიენტირებული.მაგალითად, როგორიც არის: საფრანგეთის საერთაშორისო რადიო,France24, TV5  და ა.შ. ეს ხელს შეუწყობსქართული მედიის თვითგანვითარებასდა ნელ-ნელა შეამცირებს ეროვნულპოლიტიკურ ახალ ამბებზე გადაჭარბებულ ორიენტირებას,რაც, ხშირ შემთხვევაში, ქართული საზოგადოებისთვისისტერიულ ხასიათს იძენს.ასევე მოხდება ქართულიმედიის პოპულარიზება მსოფლიოში,ისევე როგორც საქართველოსადა ქართული კულტურის

🔶პროექტისიყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი” თანახმადაგირჩიეს საფრანგეთის ახალგაზრდა ელჩად.  რა შედის შენს მოვალეობებშირა გეგმები გაქვსკერძოდ,როგორ აპირებ საქართველოს პოპულარიზებას საფრანგეთში?

ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზესასიამოვნო გამარჯვებაა. ალბათ,შემდგომში, რა დიდ წარმატებასაც არ უნდა მივაღწიო,ეს დარჩება ყველაზედიდად, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე. შესაძლებლობა-ემსახურო სამშობლოს – დიდი ფუფუნებაა და ყველას, ვისაცაქვს ამბიცია იმისა,რომ ჩვენს ქვეყანასემსახუროს, ვუსურვებ, მიეცესამის საშუალება. ორმაგდატვირთვას იძენს, ასევე,პერიოდიც – როდესაც შესაძლებლობაგეძლევა ახალგაზრდობაში, ამის მნიშვნელობა, ვფიქრობ, შეუფასებელია.ალბათ, არ არსებობს იმაზე დიდი სიამოვნება, როცა იაზრებ, რომ ახალგაზრდობის პერიოდში (რომელიცზოგადად ყველაზე სასიამოვნოაცხოვრების ყველა პერიოდთანშედარებით) მოგეცა შესაძლებლობა,აკეთო კარგი საქმეშენი ქვეყნისთვის და შეგნებულად გამოიყენოახალგაზრდობა, რომლის ყოველიწუთი უმნიშვნელოვანესია. ამიტომაც,ამ პროექტში გამარჯვებაჩემთვის ყველაზე ძვირფასია.რაც შეეხება მოვალეობებს,ჩემი, როგორც ახალგაზრდაელჩის მოვალეობა, 2015 წლის განმავლობაში, იქნება: საფრანგეთშიმცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებთანაქტიური ურთიერთობა და, მათი დახმარებითადა მონაწილეობით, ფრანგახალგაზრდებში საქართველოსა და ქართული კულტურისპოპულარიზაცია. კერძოდ, ახალგაზრდაელჩის ერთწლიანი სამოქმედოგეგმა მოიცავს სამ ძირითად პროექტს:კონფერენციათა ციკლს (შვიდისექცია: პოლიტიკური მეცნიერებები,საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკადა ბიზნესი, ქართულიმეცნიერება, ქართული ლიტერატურა,არქეოლოგია და მეღვინეობა), გაცნობითი ხასიათისშეკრებებს ფრანგი და ქართველი ახალგაზრდებისდაახლოებისთვის და ქართველ ახალგაზრდებთან შეხვედრებს,სადაც შევეცდები, დეტალურადგამოვიკვლიო საფრანგეთში ქართველსტუდენტთა ადაპტაციის პერიოდისსირთულეები, შემდგომში შესაბამისიდაწესებულების ინფორმირებისა და მათი პრევენციისმიზნით. გარდა ამისა,დაგეგმილი მაქვს ქართულიფილმების ჩვენება, ინტელექტუალურითამაშის ჩატარება და ქართული ბიბლიოთეკისშექმნისთვის ქართული ლეტერატურისაქტიური შეგროვება. ეს ყველაფერი 2015 წლის იანვრიდან ერთი წლის განმავლობაში განხორციელდებასაფრანგეთის ათ ყველაზე დიდ სტუდენტურ ქალაქში: ბორდო,ტულუზა, ლიონი, მარსელი,მონპელიე, ნანტი, ნიცა, სტრასბურგი, ლილი და პარიზი.პროექტი, ძირითადად,  ენთუზიაზმსა და მოხალისეობრიობაზეა დაფუძნებული. ამიტომაც,საფრანგეთში მცხოვრები ქართველიახალგაზრდების აქტიურობას პროგრამისწარმატებით განხორციელებისთვის გადამწყვეტიმნიშვნელობა ექნება.

🔶სად და როგორ ატარებ თავისუფალ დროსმიამბეროგორ ცხოვრობენ ფრანგი ახალგაზრდებირა არის მათთვის პრიორიტეტული?

ფრანგ ახალგაზრდებსძალიან უყვართ გასართობისაღამოები, ხშირად კოსტიუმირებული,რაც კიდევ უფრო სახალისოს ხდის საღამოს. რა თქმა უნდა, აქ ახალგაზრდები,მსგავსად ევროპის სხვა ქვეყნებისა, მხოლოდპარასკევ და შაბათ საღამოს ერთობიან.იქიდან გამომდინარე, რომ უკვე მეოთხეწელია საერთაშორისო სტუდენტურსაცხოვრებელში ვცხოვრობ, ჩემი თავისუფალი დროც, ძირითადად, მსგავსისახის საღამოების აქტიურორგანიზებას ეძღვნება. ჩემთვის ეს, გართობასთან ერთად, სხვადასხვაკულტურის გაცნობის საუკეთესოსაშუალებაა. ასევე ცნობილიაფრანგების განსაკუთრებული დამოკიდებულებაკინოსადმი, შესაბამისად ახალგაზრდებსძალიან უყვართ კინოშისიარული. ეს ჩემთვისაც ერთ-ერთი საყვარელი პროცესია,ცეკვასთან ერთად, ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, მხოლოდ მოყვარულთადონეზე.

 

🔶მომავალი როგორ გესახებასად აპირებ დამკვიდრებასროგორ ფიქრობსაზღვარგარეთ მიღებული განათლება და დიპლომი საქართველოში დასაქმებაში ითამაშებს თუ არა გადამწყვეტ როლს?

ჩემი მრავალპროფილიანიგანათლებიდან გამომდინარე, პროფესიულიმომავლის შესახებ ეტაპობრივადვიცვლიდი მოსაზრებას. თავდაპირველად,აუცილებლად და მხოლოდ, ტელეჟურნალისტობა მინდოდა საქართველოში.შემდგომში, მედიაში კვლევითმასფერომ გამიტაცა, მოგვიანებით- საერთაშორისოჟურნალისტიკამ, ასევე დიპლომატიამ,ბოლოს კი – სამეცნიეროჟურნალისტიკამ. მიუხედავად აზრთაცვალებადობისა, რაც მრავალპროფილიანი სწავლებისთვის დამახასიათებელიბუნებრივი ნიშნულია, ალბათ,მაინც საერთაშორისო ჟურნალისტისპროფესიას ავირჩევ, რაც შესაძლებლობას მომცემს, საქართველოუკეთ გავაცნო მსოფლიოს.რაც შეეხება უცხოურდიპლომებს, იქიდან გამომდინარე,რომ საქართველოში დასაქმებისსისტემას საკმაოდ დიდი ნაკლოვანებები აქვს, ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ჩემი დასაქმების პროცესშიმხოლოდ უცხოეთში მიღებული განათლებაითამაშებს გადამწყვეტ როლს.

🔶საერთაშორისო განათლების სამყაროში შესვლა ქართველი ახალგაზრდებისთვის სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებაეს არც ისე ადვილიასწორი არჩევანის გაკეთებასაჭირო გამოცდილებისა და ცოდნის გარეშეძნელიარას ურჩევ ახალგაზრდებსრომლებსაც საზღვარგარეთ ცოდნის გაღრმავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სურვილი აქვთ.

გეთანხმებით, საზღვარგარეთ სასწავლებლადწასვლა გარკვეულ სირთულეებსუკავშირდება. ამ პერიოდში ადამიანი საკმაოდდიდ ფსიქოლოგიურ ბრძოლასიწყებს საკუთარ თავთან,ცდილობს საკუთარი პიროვნებისშეცნობას, სწავლობს ფიქრსდა მანამდე მასშიარსებული ღირებულებების შეფასება-გადაფასებას. ამ პერიოდში ადამიანი, შემიძლიავთქვა, რომ გადის ბეწვის ხიდზედა, უცხო კულტურის გაცნობისას, საკუთარიიდენტობისა და რომელიმე ერის, კულტურისა თუ რელიგიის მიკუთვნებულობისადმი ეჭვისთვალით ყურებას იწყებს.ამ ურთულეს ფსიქოლოგიურბრძოლაში გადამწყვეტი მნიშვნელობაენიჭება შესაბამისი იდენტობისმდგრადობასა და თვითშეფასების ხარისხს. ამიტომაც,ვფიქრობ, ადამიანმა უმაღლესისასწავლო განათლების სამი საფეხურიდან ერთ-ერთი, სრულად ან ნაწილობრივ მაინც,უნდა გაიაროს სამშობლოში.თუკი არ გვეცოდინება საკუთარი ქვეყნისადა ერის წარმოშობის, არჩეული დარგისსაქართველოში განვითარების ისტორია,თუკი არ შევიგრძნობთ ქვეყნის პრობლემებსპრაქტიკაში, ვფიქრობ, სწავლისდასრულების შემდგომ სწორიპიროვნული და პროფესიული განვითარება საკმაოდ რთული იქნება.ახალგაზრდებს, რომელთაც საზღვარგარეთცოდნის გაღრმავება სურთ, ვურჩევ, კარგადგაიაზრონ, რისთვის მიდიანდა, წასვლამდე, კარგადშეისწავლონ სამშობლო და ქართული კულტურა,თავისი ღირსებებითა და ნაკლოვანებებით, რათა შემდგომში, უცხოელებთან ურთიერთობისას,ჯანსაღნი და ბუნებრივნი იყვენენ. როგორცმიშელ დე მონტენმა თქვა, მხოლოდ მას, ვინც საკუთარ თავს შეიცნობს, შეუძლიაშეიცნოს სხვები.

🔶როცა საქართველოდან ასე შორს ხარრა გენატრება ყველაზე მეტად?

ყველაზე მეტადუნივერსიტეტის ბაღი და ჩემს მეგობრებთან ერთად იქ ყოფნა მენატრება,ასევე ქართული კერძებიც.

🔶დაბოლოსროცა ადამიანი საზღვარგარეთ ცხოვრობსალბათ მეტს და ღრმად ფიქრობს სამშობლოზესაზღვარგარეთ გატარებულ მცირე პერიოდშიც კიადამიანი სხვანაირად აფასებს საკუთარ ღირებულებებსროგორ ფიქრობმიგვიღებს ევროპა ისეთებსროგორებიც ვართ თუ ძალიან ბევრი რამის გადახედვა და გადაფასება მოგვიწევსრა არის ისრაც საფრანგეთში გატარებულმა პერიოდმა მოგცაშენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული?

იმისათვის, რომ ევროპამ მიგვიღოს, პირველ რიგში, უფრო ტოლერანტულები უნდა ვიყოთ. მაგალითად, ევროპაში არც ერთი ერის წარმომადგენელზე არ ძალადობენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რასაც საქართველოში, ბოლო პერიოდში, რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი ფერადკანიანთა მიმართ. ასევე ევროპაში ნაგავს ქუჩაში არ ყრიან და ა.შ. გარდა სახელმწიფო ინსტიტუციების გარდაუვალი დემოკრატიული ტრანზიციისა, ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ ინდივიდუალურად იბრძოლოს ევროპული ღირებულებების გაძლიერებისთვის ქართულ საზოგადოებაში და ეს ბრძოლა, პირველ რიგში, საკუთარ თავთან ბრძოლით უნდა დავიწყოთ. ასევე, მნიშვნელოვანია,  გარდა იმ სიკეთეებით სარგებლობისადმი სწრაფვისა, რასაც დღეს ევროკავშირი თავისი წევრი ქვეყნების მოქალაქეებს სთავაზობს, იმაზეც ვიფიქროთ, ჩვენ რას შევთვაზებთ ისეთ სპეციფიკურს და ახლის მქონეს, რის გამოც სიხარულით მიგვიღებენ თავიანთ ოჯახში, იმ ოჯახში, რომლის შექმნისა თუ განვითარების პროცესში, თითოეულ წევრ ქვეყანას თავისი წვლილი აქვს შეტანილი. ამიტომაც, ქართულმა სახელმწიფომ, ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების დამკვიდრების გარდა, აუცილებლად უნდა შესთავაზოს რაღაც ისეთი უნიკალური და სპეციფიკური ქართული, რაც მრავალფეროვან ევროპას კიდევ უფრო გაამდიდრებს და ჩვენით ნამდვილად დააინტერესებს.

ესაუბრა მაკა ყიფიანი

 

 

დატოვეთ კომენტარი