რო­გორ იცავს სა­ხელ­მ­წი­ფო მას­წავ­ლებ­ლებს კო­ვიდ საფ­რ­თხე­ე­ბის­გან

511

და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი კვი­რაა, მთლი­ა­ნად დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე გა­და­ვი­და ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის 32-ვე სკო­ლა, რომ­ლე­ბიც ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში 24 ნო­ემ­ბ­რამ­დე იქ­ნე­ბი­ან, მე­რე კი ეპი­დე­მი­უ­რი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად იმოქ­მე­დე­ბენ. ამ ფაქტს წინ უს­წ­რებ­და ანა­ლო­გი­უ­რი ნა­ბი­ჯი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ორ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, ერ­თ­მა­ნე­თის მე­ზობ­ლად მდე­ბა­რე სოფ­ლებ­ში — ზე­მო­ხეთ­სა და კოხ­ნარ­ში, რომ­ლე­ბიც ერთ დღეს გა­და­იყ­ვა­ნეს დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე. მი­ზე­ზი ერთ-ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლია, რო­მელ­საც კო­რო­ნა­ვი­რუ­სი და­უ­დას­ტურ­და. ის სო­ფელ კოხ­ნარ­ში ცხოვ­რობს და ორი­ვე სკო­ლა­ში მუ­შა­ობს.

ზე­მო­ხე­თის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მი­სი სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბი ორ დღე­ზეა გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი. ბო­ლოს იქ 5 ნო­ემ­ბერს იყო, ვი­რუ­სის პირ­ვე­ლი ნი­შა­ნი – და­ბა­ლი სიცხე კი – მე­ოთხე დღეს გა­მო­უვ­ლინ­და, რაც, სა­ბო­ლო­ოდ, კო­ვი­დის დი­აგ­ნო­ზით დას­რულ­და.

ბუ­ნებ­რი­ვია, ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის სექ­ტო­რის სა­თა­ნა­დო რგოლ­მაც გა­ი­გო, რო­მე­ლიც მყი­სი­ე­რად და­უ­კავ­შირ­და ზე­მო­ხე­თის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ცი­ას და მის­ცა რე­კო­მენ­და­ცია, სკო­ლა დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე, პერ­სო­ნა­ლი კი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­და­სუ­ლი­ყო. რე­კო­მენ­და­ცი­ით, დის­ტან­ცი­უ­რი რე­ჟი­მი 12 დღე უნ­და გაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლი­ყო. ეს ვა­და 17 ნო­ემ­ბერს ამო­ი­წუ­რა, თუმ­ცა ამა­სო­ბა­ში სხვა ბრძა­ნე­ბამ მო­უს­წ­რო, სა­ყო­ველ­თაო დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის შე­სა­ხებ.

სექ­ტემ­ბერ­ში, სას­წავ­ლო სე­ზო­ნის დაწყე­ბი­სას, უკ­ვე ვწერ­დით ამ სკო­ლის შე­სა­ხებ, რომ ის მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვ­და სწავ­ლის დაწყე­ბას – მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა დრო­უ­ლად მო­ა­მა­რა­გა სკო­ლა დე­ზო­ბა­რი­ე­რე­ბით, სა­ნი­ტა­ი­ზე­რე­ბით, სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რე­ბით, თერ­მო­მეტ­რე­ბით თუ სხვა აუცი­ლე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, რომ­ლე­ბიც დრო­უ­ლად გან­თავ­ს­და კონ­კ­რე­ტულ ად­გი­ლებ­ში. თა­ვად სკო­ლამ სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბით შე­ი­ძი­ნა სადე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რის და­მა­ტე­ბი­თი მა­რა­გი, პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნის დაც­ვის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და სხვა რე­კო­მენ­და­ცი­ებ­საც ზედ­მი­წევ­ნით იცა­ვენ: დი­ლით ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი თუ მოს­წავ­ლე გა­დის თერ­მოს­კ­რი­ნინგს, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, შე­ნო­ბა­შიც და ეზო­შიც, პირ­ბა­დით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან და სხვა.

სამ­წუ­ხა­როდ, ქვე­ყა­ნა­ში ვი­რუ­სის ში­და­ გავ­რ­ცე­ლე­ბა უკ­ვე ისეთ მას­შ­ტაბ­ზეა, დას­ნე­ბოვ­ნე­ბის წყა­როს ძებ­ნამ ჯერ კი­დევ 3-4 თვის წინ და­კარ­გა აზ­რი. ამი­ტომ ვერც იმ მას­წავ­ლებ­ლის პირ­ველ­წყა­რო­ზე გეტყ­ვით რა­ი­მეს, რო­მე­ლიც, სხვა­თა შო­რის, ორი მცი­რეწ­ლო­ვა­ნი ბავ­შ­ვის დე­დაა. წყა­როს იქ­ნებ დი­დი ძებ­ნა არც სჭირ­დე­ბა, რად­გან თა­ვად კოხ­ნა­რი, ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ცხე­ლი წერ­ტი­ლია ვი­რუ­სის გავ­რ­ცე­ლე­ბის აღ­მა­ვა­ლი დი­ნა­მი­კით. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ის მას­წავ­ლე­ბე­ლი სა­ჯა­რო სივ­რ­ცე­ში ზედ­მი­წევ­ნით იცავ­და პრე­ვენ­ცი­ის­თ­ვის სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბებს და სკო­ლის შე­ნო­ბა­ში პირ­ბა­დით იმ­ყო­ფე­ბო­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, ზე­მო­ხეთ­ში ამან გა­და­არ­ჩი­ნა მას­თან კონ­ტაქ­ტ­ში მყო­ფი პი­რე­ბიც და არა­ვის – არც მას­წავ­ლე­ბელს და არც მოს­წავ­ლეს არა­ნა­ი­რი გარ­თუ­ლე­ბა არ ჰქო­ნია. თუმ­ცა, ცხა­დია, ამ ფაქ­ტ­მა სო­ფე­ლი ნამ­დ­ვი­ლად შე­აშ­ფო­თა. ზე­მო­ხეთ­მა ანა­ლო­გი­უ­რი მღელ­ვა­რე­ბა ივ­ლის­შიც გა­ნი­ცა­და, რო­ცა ბა­თუ­მი­დან ამო­სულ სტუ­მარს კო­ვიდ-ვი­რუ­სი აღ­მო­აჩ­ნ­და, ოღონდ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, მას­თან კონ­ტაქ­ტ­ში მყო­ფი პი­რე­ბი გა­დარ­ჩ­ნენ. მა­შინ იმათ ტეს­ტე­ბი აუღეს –  15-მდე კა­ცი შე­ა­მოწ­მეს, ამ­ჯე­რად კი მსგავ­სი არა­ფე­რი მომ­ხ­და­რა, რაც ცო­ტა უც­ნა­უ­რი ჩანს –  პრო­ტო­კო­ლის მი­ხედ­ვით, ვინ­მეს თუ რა­მე სიმ­პ­ტო­მი აღ­მო­აჩ­ნ­დე­ბა, მე­რე შე­ვა­მოწ­მებ­თო! ვა­ი­და, შე­მოწ­მე­ბამ­დე იმან სხვას გა­და­დო? სამ­წუ­ხა­როდ, ამის ფაქ­ტე­ბიც ბლო­მა­დაა და ხომ არ აჯო­ბებს, წი­ნას­წარ­ვე და­ვი­ჭი­როთ თა­და­რი­გი, თუ უკ­ვე გა­დატ­ვირ­თულ სა­მე­დი­ცი­ნო სექ­ტორს ამის რე­სურ­სი აღარ გა­აჩ­ნია?

უც­ნა­უ­რია ისიც, რომ მოთხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, სკო­ლა­ში დღემ­დე არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. დი­რექ­ცია ახ­ლა ამას სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით აპი­რებს.

გვეს­მის, რომ მთავ­რო­ბა მოგ­ვი­წო­დებს, ვი­რუს­თან თა­ნაცხოვ­რე­ბა ვის­წავ­ლო­თო; გვეს­მის, რომ ქვე­ყა­ნა შვე­დუ­რი მო­დე­ლი­სა და ე.წ.  ჯო­გუ­რი იმუ­ნი­ტე­ტის­კენ გა­და­ი­ხა­რა, მაგ­რამ ეს გა­მო­სა­ვალ­ზე მე­ტად თა­ვის მარ­თ­ლე­ბა და შეც­დო­მე­ბის გა­და­ფარ­ვის მცდე­ლო­ბა ხომ არაა? შვე­დე­ბი თა­ვად აღი­ა­რე­ბენ, რომ მა­თი მიდ­გო­მა ბო­ლომ­დე მარ­თე­ბუ­ლი არ აღ­მოჩ­ნ­და, თუმ­ცა იმათ გა­მარ­თუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო სექ­ტო­რი აქვთ, ჩვენ­თან კი უკ­ვე ისეა გა­დატ­ვირ­თუ­ლი, თა­ვად ექი­მე­ბიც ამ­ბო­ბენ, სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ებ­ში ად­გი­ლე­ბი არ გვაქ­ვ­სო; სას­წ­რა­ფოს ეკი­პა­ჟე­ბი გა­მო­ძა­ხე­ბებ­ზე ვერ მი­დი­ან და ექი­მე­ბი თუნ­დაც ონ­ლა­ინ-კონ­სულ­ტა­ცი­ებს ვერ აუდი­ან. ან ბავ­შ­ვებს მა­ინც რა­ტომ ვაქ­ცევთ ამ ჯო­გის ნა­წი­ლად –  გა­ნა მა­თი დაც­ვა უპირ­ვე­ლე­სი პრი­ო­რი­ტე­ტი არ უნ­და იყოს? ისე­თი ჩა­კეტ­ვა და სრუ­ლი კა­რან­ტი­ნი, რაც გა­ზაფხულ­ზე იყო, ნამ­დ­ვი­ლად არაა გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი, მაგ­რამ სკო­ლე­ბის და უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ზე გა­დაყ­ვა­ნა ხომ შე­იძ­ლე­ბა, რა­ტომ ჯი­უ­ტობს ამა­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა? ამ ფონ­ზე კი­დევ უფ­რო გა­უ­გე­ბა­რია სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში სწავ­ლის დაწყე­ბა, რაც დიდ ქა­ლა­ქებ­ში უკ­ვე შეწყ­ვი­ტეს – გვეს­მის, რომ წი­ნა თუ ახ­ლან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბის მი­ერ ნა­შე­ნი ასო­ბით სა­წარ­მოს გუ­გუ­ნის ჩახ­შო­ბა არ გინ­დათ და ამის წი­ნა­აღ­მ­დე­გი არა ვართ, მაგ­რამ სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი რო­მე­ლი პრო­დუქ­ცი­ის შემქ­მ­ნე­ლია, მის­მა გა­ჩე­რე­ბამ ეკო­ნო­მი­კა რომ ჩა­მო­შა­ლოს? თუმ­ცა, თა­ვად ეს მიდ­გო­მაც – შეზღუდ­ვე­ბით ეკო­ნო­მი­კა თავ­ზე დაგ­ვენ­გ­რე­ვაო, არას­წო­რი გვგო­ნია. მხო­ლოდ ორი­ოდ მა­გა­ლითს შე­გახ­სე­ნებთ: ცო­ტა ხნის წინ „აჭა­რა­ტექ­ს­ტი­ლი“ გა­ჩერ­და, რად­გან ერ­თ­ბა­შად 130-ზე მეტ თა­ნამ­შ­რო­მელს აღ­მო­აჩ­ნ­და ვი­რუ­სი, თუმ­ცა პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვე­ბი­სას, ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­ზე­ზით, არ გა­ა­ჩე­რეს, ბო­ლოს კი მა­თი კონ­ტაქ­ტე­ბი გუ­რია-სა­მეგ­რე­ლო­შიც და­ფიქ­სირ­და, რად­გან ამ რე­გი­ო­ნე­ბი­დან ბევ­რი თა­ნამ­შ­რო­მე­ლი ჰყავ­დათ; ორი­ოდ დღის წინ „საქ­ნახ­ში­რიც“ გა­ჩერ­და, სა­დაც 144 თა­ნამ­შ­რო­მე­ლი აღ­მოჩ­ნ­და ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი! რო­გორც ვხე­დავთ, ვი­რუ­სის ფარ­თოდ გავ­რ­ცე­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ეკო­ნო­მი­კის კონ­კ­რე­ტუ­ლი სუ­ბი­ექ­ტე­ბი მა­ინც იკე­ტე­ბა და ბა­რემ ეს პრო­ცე­სი ისე წა­რი­მარ­თოს, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­საც გა­ვუფ­რ­თხილ­დეთ და რა­ღაც დო­ნე­ზე წარ­მო­ე­ბაც შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ, დის­ტან­ცი­უ­რი მუ­შა­ო­ბით თუ სხვა მიდ­გო­მე­ბით.

ვი­რუ­სის გავ­რ­ცე­ლე­ბა სა­დაც არაა იმ­დე­ნად ფარ­თო (თუმ­ცა ასე­თი ად­გი­ლი დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ნაკ­ლე­ბად გვე­გუ­ლე­ბა), სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს იქ თუ არ გა­და­იყ­ვა­ნენ დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე, კოხ­ნა­რის მსგავს აქ­ტი­ურ ზო­ნებ­ში ხომ შე­იძ­ლე­ბა ამის გა­კე­თე­ბა და რა­ტომ ვე­ლო­დე­ბით მა­ინ­ც­და­მა­ინც ვი­რუ­სის და­ფიქ­სი­რე­ბას? კოხ­ნა­რის სკო­ლა რომ დის­ტან­ცი­ურ­ზე ყო­ფი­ლი­ყო და მას­წავ­ლებ­ლე­ბი – თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში, მა­შინ არც ის მას­წავ­ლე­ბე­ლი ამო­ვი­დო­და ზე­მო­ხეთ­ში. რო­ცა რო­მე­ლი­მე სო­ფელ­ში ასე აქ­ტი­უ­რად ვრცელ­დე­ბა ვი­რუ­სი, ხომ შე­იძ­ლე­ბა, მხო­ლოდ იქ გამ­კაც­რ­დეს ზო­მე­ბი – თუნ­დაც ში­და გა­და­ად­გი­ლე­ბა, სა­რი­ტუ­ა­ლო სუფ­რე­ბი და ასე შემ­დეგ? არა­და, მო­ა­რუ­ლი ხმე­ბით, კოხ­ნარ­ში ვი­რუ­სის ასე გავ­რ­ცე­ლე­ბას იმა­საც მი­ა­წე­რენ, რომ ერთ-ერთ პირ­ველ ინ­ფი­ცი­რე­ბულს ბევ­რი კონ­ტაქ­ტი ჰქო­ნია, მათ შორის, თვით სა­რი­ტუ­ა­ლო სუფ­რა­ზე ყოფ­ნით. კოხ­ნა­რი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბით, ყვე­ლა­ზე დი­დი საკ­რე­ბუ­ლოა, ხო­ლო ამ ხე­ო­ბის სა­მი საკ­რე­ბუ­ლო­დან ერ­თა­დერ­თია, სა­დაც ჯერ­ჯე­რო­ბით ვი­რუ­სია გა­მოვ­ლე­ნი­ლი. ვფიქ­რობთ, სწო­რედ ასეთ ად­გი­ლებ­შია გა­სა­ტა­რე­ბე­ლი „წერ­ტი­ლო­ვა­ნი შეზღუდ­ვე­ბი“, რაც აქ ჯერ არ ჩანს. იქ­ნებ სწო­რედ მსგავ­სი მიდ­გო­მე­ბის გა­მოა, რომ ამ ერ­თი ცი­და ქვე­ყა­ნამ, რო­მე­ლიც გა­ზაფხულ­ზე აკ­რ­ძალ­ვა-ჩა­კეტ­ვე­ბით მარ­თ­ლაც წარ­მა­ტე­ბით გა­უმ­კ­ლავ­და ვი­რუ­სის გავ­რ­ცე­ლე­ბას, 18 ნო­ემ­ბ­რის მდგო­მა­რე­ო­ბით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ოდე­ნო­ბით უკ­ვე კო­ვიდ-19-ის სამ­შობ­ლოს, 1.5-მი­ლი­არ­დი­ან ჩი­ნეთ­საც გა­და­უს­წ­რო?

ან მას­წავ­ლებ­ლე­ბი და სკო­ლის პერ­სო­ნა­ლი რა­ტომ არ შე­დის იმ კა­ტე­გო­რი­ა­ში, რომ­ლის პე­რი­ო­დუ­ლი ტეს­ტი­რე­ბაც სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, რო­გორც ექი­მე­ბის, პო­ლი­ცი­ის და რი­გი სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რე­ბი­სა? მით უფ­რო – დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზეც თუ არ გა­დაგ­ვყავს. პე­და­გო­გე­ბი არ შე­დი­ან რისკ-ჯგუფ­ში თუ მა­სობ­რი­ვად ხალ­ხ­მ­რა­ვალ ად­გი­ლებ­ში არ უწევთ ყოფ­ნა?

ექი­მებს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვად ევა­ლე­ბათ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­თან კონ­ტაქ­ტი, ანუ მა­თი რისკ-ფაქ­ტო­რი ვე­რა­ნა­ი­რად ვერ შემ­ცირ­დე­ბა, პე­და­გო­გებს კი ეს არ ევა­ლე­ბათ და რა­ტომ ვწი­რავთ ამ ხალხს? რო­გორც და­ვად­გი­ნეთ, პერ­სო­ნა­ლის მხო­ლოდ 20 პრო­ცენ­ტ­ზეა ტეს­ტი­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო, თუმ­ცა ზე­მო­ხე­თის სკო­ლა­ში ის 20 პრო­ცენ­ტიც დღემ­დე არა­ვის შე­უ­მოწ­მე­ბია. არა­და, მათ შო­რის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე, ანუ რისკ-ჯგუფ­ში შე­მა­ვა­ლი პერ­სო­ნაც არის. ისე, ასე­თი და­ყო­ფაც არ გვგო­ნია სწო­რი: ვა­ი­და, პერ­სო­ნალ­ში 20 პრო­ცენ­ტ­ზე მე­ტია რისკ-ჯგუფ­ში შე­მა­ვალ­თა ოდე­ნო­ბა, სკო­ლამ მათ შო­რის არ­ჩე­ვა­ნი რო­გორ უნ­და გა­ა­კე­თოს? სა­ხელ­მ­წი­ფოს გა­და­სა­ხადს ხომ ყვე­ლა ერ­თ­ნა­ი­რად უხ­დის და ის რა­ტომ მო­ითხოვს ასეთ დი­ფე­რენ­ცი­რე­ბას?

რო­გო­რია ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ამა­ზე ად­გი­ლობ­რი­ვი რე­სურსცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი შო­რე­ნა სი­ხა­რუ­ლი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა, მან სხვა სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტე­ბიც ახ­სე­ნა სკო­ლე­ბის ინ­ტერ­ნე­ტი­ზა­ცი­ას­თან და ბავ­შ­ვე­ბის მი­ერ პირ­ბა­დე­ე­ბის ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით:

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს ბრძა­ნე­ბით, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის 32-ვე სკო­ლა – 31 სა­ჯა­რო და 1 კერ­ძო, სამ­რევ­ლო სკო­ლა, 24 ნო­ემ­ბ­რამ­დე, გა­და­სუ­ლია დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე, რაც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბით. ვფიქ­რობ, დრო­უ­ლად გა­და­ვე­დით, რად­გან მე­ო­რე დღეს­ვე 5 ისეთ სკო­ლა­ში და­ფიქ­სირ­და ვი­რუ­სი, სა­დაც მა­ნამ­დე არ იყო გა­მოვ­ლე­ნი­ლი. იმ სკო­ლებ­ში ვი­რუ­სი გა­მო­უვ­ლინ­და რო­გორც მას­წავ­ლე­ბელს, ასე­ვე მოს­წავ­ლე­სა და მშო­ბელს.

დღე­ი­სათ­ვის ვი­რუ­სის გავ­რ­ცე­ლე­ბის დი­ნა­მი­კა კვლავ აღ­მა­ვა­ლია, იზ­რ­დე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რიცხ­ვი, თუმ­ცა სკო­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ში ჯერ­ჯე­რო­ბით არ ყო­ფი­ლა ახა­ლი შემ­თხ­ვე­ვე­ბი. ამი­ტომ ვი­მე­დოვ­ნებ, რომ 24 ნო­ემ­ბ­რის­თ­ვის მო­ხერ­ხ­დე­ბა ვი­თა­რე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა და შევ­ძ­ლებთ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში აღ­დ­გე­ნას. სამ­წუ­ხა­როდ, ახ­ლან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, ანუ ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის რე­ჟი­მი, გარ­კ­ვე­ულ სკო­ლებ­ში პრობ­ლე­მებს გვიქ­მ­ნის – მა­ღალ­მ­თი­ან სოფ­ლებ­ში ინ­ტერ­ნე­ტი სა­ერ­თოდ არ გვაქვს და ასეთ სკო­ლებ­ში სხვაგ­ვა­რი მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს მოს­წავ­ლე­ებ­თან.

⇒ თუ ტარ­დე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­ყო­ველ­თაო ტეს­ტი­რე­ბა ?

ჩე­მი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ყო­ველ­თაო ტეს­ტი­რე­ბა არ ტარ­დე­ბა, თუმ­ცა მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან კონ­ტაქ­ტ­ში მყო­ფი ყვე­ლა მას­წავ­ლებ­ლის, მოს­წავ­ლი­სა და მშობ­ლის შე­მოწ­მე­ბა. მათ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ჯან­დაც­ვა უფ­რო მეტ ყუ­რადღე­ბას იჩენს – მათ აქვთ სა­კუ­თა­რი პრო­ტო­კო­ლი, რო­დი­საა ეს ვი­რუ­სი გა­დამ­დე­ბი და ასე შემ­დეგ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არც ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი,  მოს­წავ­ლე და მშო­ბე­ლი არ დარ­ჩე­ნი­ლა უყუ­რადღე­ბოდ, რა­თა დრო­უ­ლად აღ­მო­უ­ჩი­ნონ დახ­მა­რე­ბა. თუმ­ცა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, სკო­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვი­რუ­სის გა­და­დე­ბის შემ­თხ­ვე­ვე­ბი თით­ქ­მის არ გვაქვს, რაც იმე­დით მავ­სებს, რომ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვა ძა­ლი­ან შვე­ლის პრე­ვენ­ცი­ას. პე­და­გო­გე­ბიც ზედ­მი­წევ­ნით იცა­ვენ ამ რე­გუ­ლა­ცი­ებს, ოღონდ არის ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი უხერ­ხუ­ლო­ბა: ბავ­შ­ვებს არ ევა­ლე­ბათ პირ­ბა­დის ტა­რე­ბა, რაც, ცხა­დია, მოს­წავ­ლე­ებს შო­რის გა­და­დე­ბის საფ­რ­თხეს ქმნის. მარ­თა­ლია, თვი­თონ საკ­ლა­სო ოთახ­ში დის­ტან­ცია და­ცუ­ლი გვაქვს, მაგ­რამ მის გა­რეთ ამის გა­კონ­ტ­რო­ლე­ბა ცო­ტა ძნე­ლია. მარ­თა­ლია, მცი­რეხ­ნი­ა­ნი შეს­ვე­ნე­ბე­ბი გვაქვს, მაგ­რამ ამ დროს მოს­წავ­ლე­ებს შო­რის კონ­ტაქ­ტი მა­ინც არის.

უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვებ­ში, ჩვენ­თან ბავ­შ­ვე­ბის და­ა­ვა­დე­ბის წყა­როს მა­თი მშობ­ლე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ –  ზო­გი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­ს­პორ­ტის მძღო­ლია, ზო­გი სხვა რე­გი­ონ­ში მუ­შა­ობს, ზოგს მი­მოს­ვ­ლა უწევ­და დიდ ქა­ლა­ქებ­ში… მას­წავ­ლე­ბელ­თა და­ა­ვა­დე­ბის წყა­რო­ე­ბიც უმე­ტე­სად მა­თი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან, თუმ­ცა, რო­გორც ზე­მოთ გითხა­რით, ჯერ სკო­ლა­ში ში­და გა­და­დე­ბის შემ­თხ­ვე­ვე­ბი არ გვაქვს.

⇒  თუმ­ცა, რო­გორც ვი­ცი, ზე­მო­ხე­თის სკო­ლა­ში არც სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტა­რე­ბუ­ლა და არც იმ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის კონ­ტაქ­ტე­ბი შე­უ­მოწ­მე­ბი­ათ. იმ მას­წავ­ლე­ბელ­საც მე­უღ­ლის­გან გა­და­ე­დო, რომელიც მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლია. ორი­ვე სოფ­ლის სკო­ლა მა­შინ­ვე გა­და­ვიყ­ვა­ნეთ დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე – ბევ­რად უფ­რო ად­რე, ვიდ­რე მთელ რა­ი­ონ­ში გა­მოცხად­დე­ბო­და ანა­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, არ ვი­ცი, ჩა­უ­ტარ­და თუ არა დე­ზინ­ფექ­ცია ზე­მო­ხე­თის სკო­ლას, მაგ­რამ სწავ­ლის დაწყე­ბამ­დე აუცი­ლებ­ლად ჩა­უ­ტარ­დე­ბა, ამის გა­კე­თე­ბა სკო­ლა­საც შე­უძ­ლია სა­კუ­თა­რი ძალე­ბით, რად­გან ხსნა­რი ყვე­ლას და­უ­რიგ­და, მაგ­რამ, ეტყო­ბა, ურ­ჩევ­ნი­ათ, ეს სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა გა­ა­კე­თონ სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­მაფ­რ­ქ­ვე­ვე­ლი აპა­რა­ტუ­რით. არც ერ­თი სკო­ლა არ დარ­ჩე­ბა დე­ზინ­ფექ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის გა­რე­შე, თუმ­ცა ამას ად­გი­ლობ­რი­ვი პერ­სო­ნა­ლი ისე­დაც აკე­თებ­და ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში. ამ მიზ­ნით, იმა­ვე ზე­მო­ხე­თის სკო­ლა­ში, სწავ­ლის დაწყე­ბის წინ, სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბიც მო­წეს­რიგ­და, რად­გან არ იყო სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე.

ირაკ­ლი თა­ვა­ძე

დატოვეთ კომენტარი