რა ცვლილებებს გეგმავს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრი

1940

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე აცხადებს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტების შემუშავების პერიოდში, შესაძლოა, ცენტრმა გაითვალისწინოს შექმნილი ვითარება და მეორე სემესტრის პროგრამული მასალა ნაკლებად გამოიყენოს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები ივლისის თვეში იმართება, ამ ეტაპზე, განსაკუთრებულ ცვლილებებზე არ ვფიქრობთ, თუმცა, თუკი ამის საჭიროება იქნება შეიძლება ცვლილებებზე   იყოს საუბარი.

ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ შესაძლოა საგამოცდო ტესტი არ დაიტვირთოს იმ პროგრამული მასალით, რომელიც მეორე სემესტრშია დასაძლევი.

ზოგადად, როცა ტესტს ვადგენთ, ვცდილობთ, ფაქტობრივ მასალაზე ორიენტაცია ნაკლები იყოს და წელს განსაკუთრებით მივაქცევთ ამას ყურადღებას“, – განაცხადა სოფიო გორგოძემ.

ამ ეტაპზე, ერთიანი ეროვნული გამოცდების გადადება არ განიხილება, მაგრამ ეროვნული ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ უწყებაში ერთიანი ერონული გამოცდების ჩატარების ალტერნატიულ მოდელს განიხილავენ.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში ვითარება გამოსწორდება. მიუხედავად ამისა, თუ აღმოჩნდება, რომ გამოცდების დროისთვისაც მასობრივმა თავშეყრამ და ტესტირებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჩვენს ახალგაზრდებს, მთავრობა ამ რისკზე არანაირად არ წავა. ჯანმრთელობა უპირველესი საზრუნავია, შესაბამისად, ალტერნატიულ გზებზეც ვიფიქრებთ, თუმცა, დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ალტერნატიული გზა არ დაგვჭირდება“, – აცხადებს სოფიო გორგოძე.

დატოვეთ კომენტარი