რა დარ­ღ­ვე­ვე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა აუდიტ­მა

619

სა­ხელ­მ­წი­ფო აუდი­ტის სამ­სა­ხურ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა უსაფ­რ­თხო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­რე­მოს ეფექ­ტი­ა­ნო­ბის აუდი­ტის ან­გა­რი­ში (მო­ი­ცავს 2016-2018 წლე­ბის პე­რი­ოდს), სა­დაც წარ­მოდ­გე­ნი­ლია ინ­ფორ­მა­ცია (მი­მო­ხილ­ვა) და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რამ­დე­ნა­დაა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მოს­წავ­ლე­თა უს­ფ­რ­თხო ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ფი­ზი­კუ­რი გა­რე­მო. მი­მო­ხი­ლუ­ლია, ასე­ვე, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ, ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის კუთხით, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, 2018 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, სკო­ლებ­ში პრობ­ლე­მე­ბი სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მოვ­ლინ­და. კერ­ძოდ, და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის დი­დი ნა­წი­ლი არ არის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტ­რე­ბით, ნა­ხე­ვარ­ში კი არ არის და­ცუ­ლი უსაფ­რ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი, რაც, უდა­ვოდ, უარ­ყო­ფით ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს სის­ტე­მის პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბა­სა და ეფექ­ტი­ა­ნო­ბა­ზე. მა­გა­ლი­თად, 2018 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მხო­ლოდ 21% იყო უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი მან­და­ტუ­რით, სკო­ლე­ბის 44% — ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი. ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, 1 161 (50%) სკო­ლაა დარ­ჩე­ნი­ლი მან­და­ტუ­რის გა­რე­შე, შე­სა­ბა­მი­სად, არც მოს­წავ­ლე­თა უსაფ­რ­თხო­ე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი პი­რი არ­სე­ბობს და არც ვი­დე­ო­კა­მე­რით ფიქ­სირ­დე­ბა დარ­ღ­ვე­ვე­ბი.

ამა­ვე მო­ნა­ცე­მე­ბით, არც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტ­რე­ბია ყვე­ლა რე­გი­ონ­ში, რაც სე­რი­ო­ზუ­ლად აფერ­ხებს ამ სერ­ვი­სებ­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას. „მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა კი, რო­მელ­საც ფლობს მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი, არ მო­ი­ცავს ისეთ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­გო­რი­ცაა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტ­რის მი­ერ მოს­წავ­ლი­სათ­ვის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის თა­რი­ღი, შემ­თხ­ვე­ვის დას­რუ­ლე­ბის პე­რი­ო­დი და მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, შე­უძ­ლე­ბე­ლია მო­ნა­ცე­მე­ბის სრუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბა და ანა­ლი­ზი შე­დე­გე­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად, აგ­რეთ­ვე, გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­სა­გეგ­მად.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა ფა­რავს უსაფ­რ­თხო­ე­ბის, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხებს, რომ­ლე­ბიც მე-3 კლა­სი­დან სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნობ­რივ ჭრილ­ში ის­წავ­ლე­ბა, ერ­თი და იმა­ვე საგ­ნის სხვა­დას­ხ­ვა გა­მო­ცე­მის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში გან­სახ­ვა­ვე­ბუ­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბით არის გან­ხი­ლუ­ლი ისე­თი სა­კითხე­ბი, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბის კონ­ვენ­ცია, მოს­წავ­ლის უფ­ლე­ბე­ბი და ა.შ. ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით, მოს­წავ­ლე­ებს მე-7 კლა­სამ­დე არ მი­ე­წო­დე­ბათ ინ­ფორ­მა­ცია ბუ­ლინ­გის შე­სა­ხებ.“ — ვკითხუ­ლობთ დო­კუ­მენ­ტ­ში.

გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ დო­კუ­მენ­ტ­ში, სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ მოს­წავ­ლე­თა და მშო­ბელ­თა ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი არა­საკ­მა­რი­სა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი. ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და უსაფ­რ­თხო­ე­ბის სა­კითხებ­ზე კი, მას­წავ­ლე­ბელ­თა მხო­ლოდ 13%-ს აქვს გავ­ლი­ლი ტრე­ნინ­გი. აუდი­ტის გან­მარ­ტე­ბით, ტრე­ნინ­გი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია და მას­წავ­ლებ­ლებს მი­სი გავ­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ აქვთ.

2018 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა აკა­დე­მი­ამ ჩა­ა­ტა­რა კვლე­ვა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სწავ­ლე­ბი­სა და სას­წავ­ლო გა­რე­მოს შე­სა­ხებ ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ნაკ­ლე­ბი დრო ეთ­მო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ გა­ნათ­ლე­ბას. შე­დე­გად, მოს­წავ­ლე­თა ცოდ­ნა, ამ მხრივ, უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, ზე­და­პი­რუ­ლია. რაც, შე­საძ­ლოა, გა­ნა­პი­რო­ბებ­დეს არ­სე­ბულ სას­კო­ლო გა­რე­მოს, სა­დაც სხვა­დას­ხ­ვა სა­ფუძ­ველ­ზე მოს­წავ­ლე­ებს შო­რის ძა­ლა­დო­ბა საკ­მა­ოდ გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბაა.

ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბი­სა და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თ­ვის ერთ-ერთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ფაქ­ტო­რად, ან­გა­რიშ­ში, სკო­ლა­ში ძა­ლა­დო­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი, უსაფ­რ­თხო და პო­ზი­ტი­უ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­რე­მოს შექ­მ­ნა სა­ხელ­დე­ბა. თუმ­ცა, იქ­ვე გან­მარ­ტე­ბუ­ლია, რომ სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­თა უსაფ­რ­თხო­ე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ისევ აქ­ტუ­ა­ლურ პრობ­ლე­მად რჩე­ბა. ამას სკო­ლებ­ში დარ­ღ­ვე­ვე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბიც ადას­ტუ­რებს, მა­გა­ლი­თად, 2016 წელს და­ფიქ­სირ­და 143 978 დარ­ღ­ვე­ვის შემ­თხ­ვე­ვა, 2017 წელს — 135 814, 2018 წელს — 133,033 დარ­ღ­ვე­ვა, ხო­ლო 2019 წლის 6 თვის მო­ნა­ცე­მე­ბით — 387 434.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ, 2016-2018 წლებ­ში, უსაფ­რ­თხო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, გა­ხარ­ჯუ­ლია 36 981 020 ლა­რი. ამის ფონ­ზე კი, არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მი­ერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა, წლე­ბის მი­ხედ­ვით, უფ­რო და უფ­რო იზ­რ­დე­ბა — 2018 წელს, 2017 წელ­თან შე­და­რე­ბით, 38%-ით გა­ი­ზარ­და. ამას­თა­ნა­ვე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თ­ლოს მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, მზარ­დია არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი მსჯავ­რ­დე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც, მა­გა­ლი­თად, 2017 წელს, 2016 წელ­თან შე­და­რე­ბით, გაზ­რ­დი­ლია 35%-ით, ხო­ლო 2018 წელს — 7%-ით.

ან­გა­რიშ­ში ვკითხუ­ლობთ იმა­საც, რომ მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი სა­თა­ნა­დოდ არ თა­ნამ­შ­რომ­ლობს სხვა­დას­ხ­ვა სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბას­თან. მა­გა­ლი­თად, არ არის შეს­წავ­ლი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს და გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბი არას­რულ­წ­ლო­ვან­თა ინ­ცი­დენ­ტე­ბის შე­სა­ხებ. სა­ქარ­თ­ვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2016 წლი­დან 2019 წლის მა­ი­სის ჩათ­ვ­ლით, არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მი­მართ გან­რი­დე­ბის 36 1 531 შემ­თხ­ვე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და, ხო­ლო დევ­ნა დაწყე­ბუ­ლია 1 671 შემ­თხ­ვე­ვა­ზე. მო­ცე­მუ­ლი დარ­ღ­ვე­ვე­ბის 69% მო­დის ქურ­დო­ბა­ზე. და­ნა­შა­უ­ლის სტა­ტის­ტი­კა მზარ­დია წლე­ბის მი­ხედ­ვით. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ანა­ლი­ზის შე­დე­გად, მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურს ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­მო­ავ­ლი­ნოს ეს მოს­წავ­ლე­ე­ბი და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი შემ­თხ­ვე­ვე­ბის სა­ხე­ო­ბე­ბი, მან­და­ტუ­რე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბი­სას.

სხვა ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებს შო­რის, აუდი­ტი დიდ ად­გილს უთ­მობს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებ­საც. სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში, 2016-2018 წლებ­ში, რე­ფე­რი­რე­ბუ­ლია 914 შემ­თხ­ვე­ვა.

2018 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, მან­და­ტუ­რის სა­მა­სა­ხუ­რის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის 8 ცენ­ტ­რი წარ­მოდ­გე­ნი­ლია 7 ქა­ლაქ­ში: თბი­ლი­სი, ქუ­თა­ი­სი, თე­ლა­ვი, ბა­თუ­მი, ფო­თი, გო­რი, რუს­თა­ვი. ფსი­ქო­ლო­გი­ური მომ­სა­ხუ­რე­ბის აღ­ნიშ­ნულ ცენ­ტ­რებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლია 39 ფსი­ქო­ლო­გი, 11 სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი, 2 ფსი­ქი­ატ­რი და ერ­თი კო­ორ­დი­ნა­ტო­რი. 2019 წლი­დან ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტ­რე­ბი ზუგ­დიდ­სა და ახალ­ცი­ხე­ში და­ე­მა­ტა.

ან­გა­რიშ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ფიქ­სირ­დე­ბა შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც მოს­წავ­ლე გა­და­მი­სა­მარ­თე­ბუ­ლია ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად, თუმ­ცა მო­ცე­მულ რე­გი­ონ­ში ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტ­რი არ ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბა მე­ზო­ბელ რე­გი­ო­ნებ­ში არ­სე­ბულ ცენ­ტ­რებ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა. გუ­რი­ის რე­გი­ონს აჭა­რის ცენ­ტ­რი ემ­სა­ხუ­რე­ბა, რა­ჭა-ლეჩხუ­მის და ქვე­მო სვა­ნე­თის რე­გი­ონს — სა­მეგ­რე­ლო-ზე­მო სვა­ნე­თის და მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის რე­გი­ონს — თბი­ლი­სის. ამავ­დ­რო­უ­ლად, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტ­რებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ლის გა­ნა­წი­ლე­ბა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა მათ დატ­ვირ­თ­ვას: იქ, სა­დაც მა­ღა­ლია მოს­წავ­ლე­თა მი­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბა, ნაკ­ლე­ბი ფსი­ქო­ლო­გია და­საქ­მე­ბუ­ლი იმ ცენ­ტ­რ­თან შე­და­რე­ბით, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­ბა­ლია.

მოს­წავ­ლე­თა მი­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბა გაზ­რ­დი­ლია წლე­ბის მი­ხედ­ვით: 2017 წელს, 2016 წელ­თან შე­და­რე­ბით, 61%-ით გა­ი­ზარ­და, ხო­ლო 2018 წელს, 2017 წელ­თან შე­და­რე­ბით — 17%-ით. 2019 წლის 6 თვე­ში ცენ­ტ­რ­ში შე­სუ­ლი შეტყო­ბი­ნე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 1,932 ერ­თე­უ­ლი შე­ად­გი­ნა.

მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტ­რებ­ში შე­სუ­ლი შემ­თხ­ვე­ვე­ბის 72% რე­ფე­რი­რე­ბუ­ლია სკო­ლი­დან, თვით­დი­ნე­ბით მი­მარ­თ­ვა კი მხო­ლოდ 28%-ია, რაც შე­საძ­ლოა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს მშობ­ლე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის და­ბა­ლი დო­ნი­თა და მოს­წავ­ლე­თა სა­ჭი­რო­ე­ბის არა­სა­თა­ნა­დო შე­ფა­სე­ბით.

აუდი­ტის ჯგუფ­მა, შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბის პრინ­ცი­პით, შე­არ­ჩია და შე­ის­წავ­ლა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტ­რის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ 76 ფაქ­ტ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია. 76 მოთხოვ­ნი­ლი შემ­თხ­ვე­ვი­დან, 14 მათ­გან­თან (18%) და­კავ­ში­რე­ბით ვერ მო­ხერ­ხ­და დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა, 26 შემ­თხ­ვე­ვა­ში (34%) მოს­წავ­ლის მხრი­დან ით­ქ­ვა უარი ფსი­ქო­ლო­გის მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბა­ზე, ხო­ლო 36 შემ­თხ­ვე­ვა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ბა­რა­თე­ბი. დო­კუ­მენ­ტა­ცია სრუ­ლად არ არის შევ­სე­ბუ­ლი და, უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვერ ხერ­ხ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა, რა სა­ხის სა­მუ­შაო ჩა­ტარ­და ბე­ნე­ფი­ცი­არ­თან, რო­გორ მოხ­და პრობ­ლე­მის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და რა შე­დე­გე­ბი მი­ი­ღო მოს­წავ­ლემ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შე­დე­გად. წარ­მოდ­გე­ნილ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ში, ძი­რი­თა­დად, არც ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ჩანს. დო­კუ­მენ­ტა­ცი­ი­დან ირ­კ­ვე­ვა, რომ 36 შემ­თხ­ვე­ვი­დან, 17 შემ­თხ­ვე­ვა­ში (47%) მოს­წავ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და.

გა­მო­კითხუ­ლი მან­და­ტუ­რე­ბის 44% მი­იჩ­ნევს, რომ უსაფ­რ­თხო­ე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თ­ვის სკო­ლამ მე­ტი უნ­და იმუ­შა­ოს მშობ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის და მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბი (სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია, მოს­წავ­ლის მშობ­ლე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი) კომ­პ­ლექ­სუ­რად უნ­და მუ­შა­ობ­დ­ნენ უსაფ­რ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოს­წავ­ლე­თა ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის­თ­ვის. სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ მა­სობ­რი­ვი სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია, სკო­ლებ­ში ბუ­ლინ­გი­სა და ინ­ცი­დენ­ტე­ბის აღ­მოფხ­ვ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით, არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა, ამას­თა­ნა­ვე, არ არის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბი­სა და სკო­ლის ერ­თობ­ლი­ვი აქ­ტი­ვო­ბე­ბი პრობ­ლე­მის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბი­სა და გა­დაჭ­რის გზე­ბის ძი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. გარ­და ამი­სა, სა­მი­ნის­ტ­რო არ ფლობს დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ყვე­ლა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ, არც დე­ტა­ლუ­რი ინ­დი­კა­ტო­რე­ბი აქვს გა­წე­რი­ლი, არ ხდე­ბა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­დე­გე­ბის გა­ზომ­ვა და შე­დე­გე­ბის შე­ფა­სე­ბა.

 

აუდი­ტის სამ­სა­ხუ­რის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი სა­მი­ნის­ტ­როს:

♦   ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ მოს­წავ­ლე­თა ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით, მოხ­დეს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უსაფ­რ­თხო­ე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი და­ნერ­გ­ვა და, სკო­ლე­ბის მი­ხედ­ვით, თა­ნა­ბა­რი სწავ­ლე­ბა გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა სა­ფე­ხურ­ზე.
♦  ბუ­ლინ­გის, უსაფ­რ­თხო­ე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოს­წავ­ლე­ე­ბის, მა­თი მშობ­ლე­ბი­სა და სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით, და­ი­გეგ­მოს და გან­ხორ­ცი­ელ­დეს ქმე­დი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, სა­დაც გან­საზღ­ვ­რუ­ლი იქ­ნე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, მი­საღ­წე­ვი შე­დე­გე­ბი და პროგ­რე­სის შე­ფა­სე­ბის ინ­დი­კა­ტო­რე­ბი.
♦  უსაფ­რ­თხო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, მას­წავ­ლე­ბელ­თა სრუ­ლი კონ­ტინ­გენ­ტის უსაფ­რ­თხო­ე­ბი­სა და სა­მ ო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ეტა­პობ­რი­ვი გა­დამ­ზა­დე­ბის მიზ­ნით, სა­მოქ­მე­დო გეგ­მის  შე­მუ­შა­ვე­ბა და კონ­კ­რე­ტუ­ლი ვა­დე­ბის გან­საზღ­ვ­რა.

დატოვეთ კომენტარი