რატომ არ არის მოსწავლეებისათვის პირბადის ტარება სავალდებულო

330

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით: „დასაშვებია, რომ კარგად განიავებულ საკლასო ოთახში, დისტანციის დაცვის პირობებში, ბავშვები იყვნენ პირბადის გარეშე.“

რატომ არ არის მოსწავლეებისათვის პირბადის ტარება სავალდებულო, ამის შესახებს მინისტრის მოადგილემ ვრცელი კომეტარი გააკეთა:

თამარ გაბუნია: „სკოლაში, მოსწავლეების გარდა, ყველა იქ მყოფი ადამიანისთვის, პირბადის ტარება არის სავალდებულო. რა თქმა უნდა, მოსწავლეებსაც შეუძლიათ პირბადის გამოყენება, მაგრამ იმის გამო, რომ პირბადის გამოყენებას აქვს თავისი წესი და ხშირად ბავშვმა შეიძლება ვერ დაიცვას ზედმიწევნით ზუსტად ის ჰიგიენური ნორმები, რაც პირბადეს უკავშირდება – მოიხსნას, არასწორ ადგილზე დადოს, ან არასწორად გაიკეთოს. ამიტომ, უმჯობესია, ბავშვი იყოს პირბადის გარეშე, თუმცა ყველა სხვა დანარჩენ პირს უნდა ეკეთოს პირბადე.

პირბადის მოხმარების წესების დაცვიდან გამომდინარე მოსწავლეებისთვის პირბადის გამოყენება დიფერენცირებულად – გაიკეთოს ოთახში და არ გაიკეთოს გარეთ ან პირიქით – გარკვეულ დაბნეულობას გამოიწვევს. ამ დროს შეიძლება დაირღვეს პირბადის გამოყენების წესი. ამდენად, ვინაიდან მეცნიერები და ექიმები ამბობენ, რომ ბავშვი ინფექციის ნაკლებად გადამცემია, დასაშვებია, რომ კარგად განიავებულ საკლასო ოთახში, დისტანციის დაცვის პირობებში, ბავშვები იყვნენ პირბადის გარეშე.“

 

 

 

დატოვეთ კომენტარი