რას შე­ა­ფა­სებს სას­კო­ლო შე­ფა­სე­ბის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სის­ტე­მა – ინტერვიუ პრო­ექ­ტის მენეჯერთან, ეკა ჯელაძესთან

4658

რო­გორც ცნო­ბი­ლია, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი მუ­შა­ობს ახალ პრო­ექ­ტ­ზე „შე­ფა­სე­ბა გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის“, რო­მე­ლიც სას­კო­ლო შე­ფა­სე­ბის ელექ­ტ­რო­ნულ სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვ­ლით სრუ­ლი­ად ახალ მო­დელს და­ნერ­გავს. მსოფ­ლიო ბან­კის მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ხუთ­წ­ლი­ა­ნი პრო­ექ­ტი ქარ­თულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში პირ­ვე­ლად და­ამ­კ­ვიდ­რებს შე­ფა­სე­ბის ახალ სტან­დარტს, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად და­ფუძ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა არა გან­მ­საზღ­ვ­რელ, არა­მედ დი­აგ­ნოს­ტი­კურ შე­ფა­სე­ბებ­ზე, რო­მელ­მაც ერ­თ­გ­ვა­რი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა უნ­და მო­ახ­დი­ნოს, რა მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს მე­ოთხე, მე­ექ­ვ­სე და მე­ა­თეკ­ლა­სე­ლე­ბის წიგ­ნი­ე­რე­ბი­სა და რა­ო­დე­ნობ­რი­ვი წიგ­ნი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

2020 წელს პრო­ექ­ტი, მე-4 და მე-6 კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ებს, სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში, ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში (წიგ­ნი­ე­რე­ბა­ში) და მა­თე­მა­ტი­კა­ში (რა­ო­დე­ნობ­რივ წიგ­ნი­ე­რე­ბა­ში) შე­ა­ფა­სებს. მოს­წავ­ლე­თა რე­გის­ტრა­ცია და ტეს­ტი­რე­ბა სას­კო­ლო შე­ფა­სე­ბის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი პლატ­ფორ­მით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

რა შე­საძ­ლებ­ლო­ბებს აძ­ლევს პრო­ექ­ტი მოს­წავ­ლე­ებს, მშობ­ლებს, მას­წავ­ლებ­ლებ­სა და სკო­ლას, სა­ერ­თოდ, რას გუ­ლის­ხ­მობს შე­ფა­სე­ბის ამ­გ­ვა­რი სის­ტე­მა, დე­ტა­ლებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა პრო­ექ­ტის „სას­კო­ლო შე­ფა­სე­ბის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სის­ტე­მა – შე­ფა­სე­ბა გან­ვი­თა­რე­ბი­სთ­ვის“ მე­ნე­ჯე­რი ეკა ჯე­ლა­ძე.

√ ახა­ლი ტი­პის შე­ფა­სე­ბის და­ნერ­გ­ვის წი­ნა­პი­რო­ბა

ამ ტი­პის შე­ფა­სე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა იმი­ტომ გაჩ­ნ­და, რომ, პირ­ველ რიგ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ამ ტი­პის შე­ფა­სე­ბა არ გვაქვს. გა­უქ­მ­და არ­სე­ბუ­ლი გა­მოც­დე­ბიც, ე.წ. CAT-ის გა­მოც­დე­ბი, რო­მე­ლიც სკო­ლის მოს­წავ­ლეს, 12 წლის სწავ­ლის შემ­დეგ, სკო­ლის დამ­თავ­რე­ბი­სას ამოწ­მებ­და. ამ შე­ფა­სე­ბით ჩვენ მოს­წავ­ლეს ვე­უბ­ნე­ბო­დით, რომ მან ან იცის, ან არ იცის ესა თუ ის სა­გა­ნი. იმავ­დ­რო­უ­ლად, სკო­ლა­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში, არც ერთ სა­ფე­ხურ­ზე, არც ერთ ეტაპ­ზე, სა­ხელ­მ­წი­ფო დო­ნე­ზე, მოს­წავ­ლეს არ ვა­ფა­სებ­დით და არ ვა­კე­თებ­დით დი­აგ­ნოს­ტი­კას – რა შე­ეძ­ლო, სად უჭირ­და, სად ჰქონ­და კარ­გი მიღ­წე­ვა იმის­თ­ვის, რომ სკო­ლა­საც და მას­წავ­ლე­ბელ­საც ჰქო­ნო­და რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე იზ­რუ­ნებ­დ­ნენ – შე­სა­ბა­მი­სად და­გეგ­მავ­დ­ნენ სა­ჭი­რო ინ­ტერ­ვენ­ცი­ებს. ახ­ლა, ამ შე­ფა­სე­ბით, და­ბალ სა­ფე­ხუ­რებ­ზე ჩა­მო­ვე­დით. მოს­წავ­ლეს სა­ფე­ხუ­რე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დ­გომ ვა­ფა­სებთ, თუმ­ცა, დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რი გა­ყო­ფი­ლია ორ ნა­წი­ლად – მე­ოთხე და მე­ექ­ვ­სე კლა­სე­ბად, თი­თო­ე­უ­ლის დას­რუ­ლე­ბი­სას, შე­ვა­ფა­სებთ და ვეტყ­ვით მოს­წავ­ლე­საც, სკო­ლა­საც და მას­წავ­ლე­ბელ­საც, თუ რა ეტაპ­ზეა თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლე, რომ მი­ე­ცეს სკო­ლას და მას­წავ­ლე­ბელს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მოს­წავ­ლის შემ­დ­გო­მი გან­ვი­თა­რე­ბა ამ შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­გეგ­მოს. ასე­თი­ვე შე­ფა­სე­ბას გა­ვა­კე­თებთ მე­ექ­ვ­სე კლას­ში და კი­დევ ერ­თხელ ვეტყ­ვით მას­წავ­ლე­ბელს, რომ კონ­კ­რე­ტუ­ლი მოს­წავ­ლე ამა­ში კარ­გია, ამა­ში უფ­რო უჭირს…

შემ­დეგ უკ­ვე ამა­ვე მოს­წავ­ლე­ებს შე­ვა­ფა­სებთ მე­ა­თე კლას­ში, ვნა­ხავთ რო­გორ წა­რი­მარ­თა მა­თი გან­ვი­თა­რე­ბა. მე­ა­თე კლა­სი იმი­ტომ გა­დაწყ­და, რომ, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რი ათ­წ­ლი­ან სწავ­ლე­ბა­ზე უნ­და გა­და­ვი­დეს, ნაც­ვ­ლად ცხრა კლა­სი­სა (სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რი კი, ამ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით, არ გა­ნი­ხი­ლე­ბა). ამი­ტომ, გვინ­და, სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის დას­რუ­ლე­ბი­სას, ზუს­ტად ვი­ცო­დეთ, რო­მე­ლი მოს­წავ­ლე რა შე­დე­გით ას­რუ­ლებს სა­ფე­ხურს. ამ შე­ფა­სე­ბით სა­ფე­ხუ­რე­ბის ერ­თ­გ­ვარ შე­ჯა­მე­ბას ვა­კე­თებთ და ვქმნით, ასე ვთქვათ, თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის რუ­კას, რაც პრო­ექ­ტის მთა­ვარ მი­ზანს წარ­მო­ად­გენს.

ეს არის ამ ტი­პის შე­ფა­სე­ბის და­ნერ­გ­ვის პირ­ვე­ლი მი­ზე­ზი. მე­ო­რე მი­ზე­ზი ასე­თი ტი­პის შე­ფა­სე­ბე­ბის და­ნერ­გ­ვი­სა არის სკო­ლის და მოს­წავ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ვმო­ნა­წი­ლე­ობთ PIRLS-ში და TIMSS-ში, რა­შიც დი­დი რე­სურ­სი იხარ­ჯე­ბა. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, შენ ეროვ­ნულ დო­ნე­ზე აძ­ლევ შე­ფა­სე­ბას, მა­გა­ლი­თად, წიგ­ნე­რე­ბი­სა თუ სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის მი­ხედ­ვით.

სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ფა­სე­ბე­ბის დროს, სკო­ლა, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ არ მო­ნა­წი­ლე­ობს კვლე­ვა­ში, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, არც ით­ვა­ლის­წი­ნებს შე­დე­გებს. ფიქ­რობს, რომ მის გვერ­დით მდე­ბა­რე სკო­ლა შე­ფას­და, ის კი არა და მას მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი არ აქვს, ეს პრობ­ლე­მე­ბი მხო­ლოდ იმ სკო­ლას ეხე­ბა, რო­მე­ლიც შე­ფა­სე­ბა­შია ჩარ­თუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ეს ცუ­დი მო­ნა­ცე­მიც მხო­ლოდ მას და­უ­წე­რეს.

ვერც სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვებ­ში ჩარ­თუ­ლი/მო­ნა­წი­ლე სკო­ლა იღებს კონ­კ­რე­ტუ­ლად თა­ვის მო­ნა­ცემს, მან კი მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ ხე­დავს სა­ერ­თო მო­ნა­ცე­მებს. ამი­ტომ, ბუ­ნებ­რი­ვად გაჩ­ნ­და მსგავ­სი შე­ფა­სე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბაც – ერ­თი, რო­გორც გითხა­რით, აუცი­ლე­ბე­ლი იყო, და­ბალ კლა­სებ­ში გად­მოგ­ვე­ტა­ნა და სა­ფე­ხუ­რებ­რი­ვად სცოდ­ნო­და თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს თა­ვი­სი შე­ფა­სე­ბა და მე­ო­რე — სკო­ლე­ბის­თ­ვის მიგ­ვე­ცა მო­ნა­ცე­მე­ბი, რა­ზე ემუ­შა­ვათ მო­მა­ვალ­ში თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს­თან და კლას­თან, მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. ვახ­დენთ დი­ან­გოს­ტი­რე­ბას — რე­ა­ლურ სუ­რათს ვქმნით სად რა პრობ­ლე­მა აქვთ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ებს, რომ შემ­დეგ­ში, ამ შე­ფა­სე­ბა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, სკო­ლე­ბი მის გა­მოს­წო­რე­ბას ეცა­დონ.

√ შე­ფა­სე­ბის სპე­ცი­ფი­კა CAT-ის შემ­თხ­ვე­ვა­ში და გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბი­სას

ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში ძა­ლი­ან გარ­კ­ვე­ვი­თაა ხაზ­გას­მუ­ლი, რომ მოს­წავ­ლეს უნ­და ჰქონ­დეს მსჯე­ლო­ბი­სა და და­სა­ბუ­თე­ბის უნა­რი, ესგ გე­უბ­ნე­ბა, რომ ეს უნა­რე­ბი უნ­და გა­ნუ­ვი­თა­რო მოს­წავ­ლეს, ასე­ვე მას უნ­და შე­ეძ­ლოს ტექ­ს­ტის გამ­თ­ლი­ა­ნე­ბა, მი­სი ანა­ლი­ზი და ა.შ. არ­ჩე­ვით­პა­სუ­ხი­ა­ნი და­ვა­ლე­ბე­ბით კი, მსგავ­სი უნა­რე­ბის შე­მოწ­მე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ახა­ლი შე­ფა­სე­ბის სპე­ცი­ფი­კის შე­მუ­შა­ვე­ბი­სას, ბუ­ნებ­რი­ვია, გა­ვით­ვალ­სი­წი­ნეთ TIMSS-ის, PIRLS-ის და PIZA-ს გა­მოც­დი­ლე­ბა. სწო­რედ ამ სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ფა­სე­ბე­ბის შე­დე­გებს ეფუძ­ნე­ბა/ემ­ყა­რე­ბა გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა. პირ­ვე­ლი, რა­საც ვამ­ბობთ, ის არის, რომ ამ ტი­პის შე­ფა­სე­ბე­ბით, ჩვენ ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას­თან მი­მარ­თე­ბა­ში ვა­ფა­სებთ მოს­წავ­ლის შე­დე­გებს, ბუ­ნებ­რი­ვია, მი­სი ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

პრო­ექ­ტის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მი­ზა­ნიც სწო­რედ ეს არის – შე­ვა­ფა­სოთ მოს­წავ­ლის უნა­რე­ბი ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას­თან მი­მარ­თე­ბა­ში და მე­ო­რე, ასე­ვე მთა­ვა­რი მი­ზა­ნია ის, რომ სკო­ლას და მოს­წავ­ლეს და­ვა­ნა­ხოთ სა­კუ­თა­რი მო­ნა­ცე­მე­ბის შე­ფა­სე­ბე­ბი, რომ ზუს­ტად იცოდ­ნენ კონ­კ­რე­ტუ­ლი ჩა­ვარ­დ­ნე­ბი თუ მიღ­წე­ვე­ბი – სად უჭირთ და სად არა, რომ სკო­ლამ, მას­წავ­ლე­ბელ­მა და მოს­წავ­ლემ შეძ­ლონ მო­ნა­ცე­მებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა.

√ პრო­ექ­ტის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ხა­ზი

ბუ­ნებ­რი­ვია, პრო­ექ­ტ­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და ამი­ტომ ეს კომ­პო­ნენ­ტი ძლი­ე­რად შე­მო­დის. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ამ­დე­ნი მოს­წავ­ლის ტეს­ტის ფურ­ცელ­ზე მომ­ზა­დე­ბა, ყვე­ლა­ფერს რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, კო­ლო­სა­ლურ თან­ხებ­ზე გა­დის მი­სი ლო­ჯის­ტი­კა — ჯერ მარ­ტო 2000 სკო­ლის მოს­წავ­ლის­თ­ვის ამ­დე­ნი ტეს­ტის და­ბეჭ­დ­ვა და შემ­დეგ ად­გილ­ზე ჩა­ტა­ნა/შე­ნახ­ვა სა­ხელ­მ­წი­ფოს ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე სამ­ჯერ მე­ტი და­უჯ­დე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვი­ცაა, რად­გან 2000 სკო­ლა­ში ბევ­რი მე­ოთხე, მე­ექ­ვ­სე და მე­ა­თე კლა­სია, სა­ერ­თო ჯამ­ში, ათა­სო­ბით მოს­წავ­ლეა. ფი­ნან­სუ­რი ხარ­ჯე­ბის და­ზოგ­ვას რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი გვაძ­ლევს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, მოს­წავ­ლე­ებ­ში ისე­თი უნა­რე­ბი შე­ვა­ფა­სოთ, რის შე­ფა­სე­ბა­საც ფურ­ცელ­ზე, უბ­რა­ლოდ, ვერ შევ­ძ­ლებთ.

ამი­ტომ ამ შე­ფა­სე­ბის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბა ესეც არის — ყვე­ლა­ფე­რი ელექ­ტ­რო­ნულ ფორ­მატ­ში წა­რი­მარ­თე­ბა, რა­მაც ბევ­რი კითხ­ვა გა­ა­ჩი­ნა — შეძ­ლე­ბენ თუ არა ბავ­შ­ვე­ბი კომ­პი­უ­ტერ­თან მუ­შა­ო­ბას და ა.შ. პა­სუ­ხი ასე­თია: ჯერ ერ­თი, ჩვენ არ ვამ­ბობთ, რომ წელ­ს­ვე უნ­და დაჯ­დეს ყვე­ლა მოს­წავ­ლე კომ­პი­უ­ტერ­თან და გა­ი­ა­როს ტეს­ტი­რე­ბა, სკო­ლებს ამის­თ­ვის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პე­რი­ო­დი ეძ­ლე­ვათ. შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სი ეტა­პობ­რი­ვად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა — მო­მა­ვალ წელს უნ­და დავ­ფა­როთ რა­ღაც ეტა­პი, შემ­დეგ წელს კი­დევ მომ­დევ­ნო ეტა­პი, ორ-სამ­წ­ლი­ან პე­რი­ოდ­ში კი, სკო­ლებს შე­ფა­სე­ბის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ.

ტეს­ტი­რე­ბას, პირ­ველ ჯერ­ზე, მე­ოთხე და მე­ექ­ვ­სე კლა­სებ­ში ჩა­ვა­ტა­რებთ. რო­გორც ვი­ცით, სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან, საკ­მა­ოდ დი­დი თან­ხა იხარ­ჯე­ბა ბუ­კე­ბის შე­ძე­ნა-და­რი­გე­ბა­ზე. რად­გან ბუ­კე­ბის სის­ტე­მა წლე­ბია შე­მო­სუ­ლია, ვფიქ­რობთ, არას­წო­რია მუდ­მი­ვად იმა­ზე ლა­პა­რა­კი, რომ მოს­წავ­ლეს კომ­პი­უ­ტერ­თან ელე­მენ­ტა­რუ­ლი რა­მის გა­კე­თე­ბა არ შე­უძ­ლია.

ამის გარ­და, ვეყ­რ­დ­ნო­ბით რე­ა­ლურ ფაქ­ტებ­საც – შარ­შან, რო­ცა TIMSS-ის შე­ფა­სე­ბა ჩა­ტარ­და, და­ვა­ლე­ბე­ბის ნა­წი­ლი ფურ­ცელ­ზე შე­ას­რუ­ლეს, ნა­წი­ლი კი – ელექ­ტ­რო­ნუ­ლად. ბუ­ნებ­რი­ვია, მოხ­და შე­და­რე­ბა – ძა­ლი­ან დი­დი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ხომ არ იყო ელექ­ტ­რო­ნუ­ლად შეს­რუ­ლე­ბულ ტეს­ტებ­სა და ფურ­ც­ლებ­ზე და­წე­რილს შო­რის,   გვინ­დო­და გაგ­ვე­გო, ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს ისტ-ის ძა­ლი­ან და­ბა­ლი უნა­რე­ბი ხომ არ აქვთ. აღ­მოჩ­ნ­და, რომ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა მცი­რეა – მარ­თა­ლია, ფურ­ცელ­ზე უკე­თე­სი შე­დე­გე­ბი აქვთ, მაგ­რამ სხვა­ო­ბა მცი­რეა. ყუ­რად­სა­ღე­ბია ისიც, რომ ePIRLS შე­ფა­სე­ბა მხო­ლოდ თბი­ლის­ში არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა და მას­ში ჩარ­თუ­ლი იყ­ვ­ნენ სოფ­ლის სკო­ლე­ბიც, მცი­რე­კონ­ტი­გენ­ტი­ა­ნე­ბიც და ა.შ. ასე რომ, ეს გვაძ­ლევს იმის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ელექ­ტ­რო­ნულ ფორ­მატ­ში ტეს­ტი­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა პრობ­ლე­მა არ უნ­და იყოს. და­ბო­ლოს, იმა­ზეც ხომ უნ­და ვი­ფიქ­როთ, რომ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ეპო­ქა­ში ვცხოვ­რობთ. მუდ­მი­ვად იმით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა, რომ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის უნა­რე­ბი არ გვაქვს, უხერ­ხუ­ლია. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია რა­ღაც პრო­დუქ­ტი არ შექ­მ­ნა იმ არ­გუ­მენ­ტით, რომ მე­ოთხეკ­ლა­სელ­მა რა­ღაც არ იცის. სკო­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა სწო­რედ ეს არის — ას­წავ­ლოს ის, რაც არ იცის. აბ­სო­ლუ­ტუ­რად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ წლე­ბის შემ­დეგ, რო­ცა ეს მოს­წავ­ლე სკო­ლას და­ამ­თავ­რებს, რა­მე ღი­რე­ბუ­ლის გა­კე­თე­ბა შეძ­ლოს ცხოვ­რე­ბა­ში, თუ­კი ეს უნა­რე­ბი არ ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­და. ამი­ტომ გა­დაწყ­და, შე­ფა­სე­ბა მთლი­ა­ნად ტექ­ნო­ლო­გი­ურ პლატ­ფორ­მა­ზე იყოს და­ფუძ­ნე­ბუ­ლი.

√ რა­ში ფას­დე­ბა მოს­წავ­ლე

გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა, რა­ზეც ახ­ლა ვსა­უბ­რობთ, გან­კუთ­ვ­ნი­ლია მე­ოთხე, მე­ექ­ვ­სე და მე­ა­თე კლა­სე­ბის­თ­ვის. ამ ეტაპ­ზე კი, რო­გორც გითხა­რით, გათ­ვ­ლი­ლია ორი მი­მარ­თუ­ლე­ბა – წიგ­ნი­ე­რე­ბა და რა­ო­დე­ნობ­რი­ვი წიგ­ნი­ე­რე­ბა. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტე­ბი თან­ხ­მ­დე­ბი­ან, რომ თუ მოს­წავ­ლეს ეს ორი უნა­რი – წიგ­ნი­ე­რე­ბა და რა­ო­დე­ნობ­რი­ვი წიგ­ნი­ე­რე­ბა – გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი აქვს, ის ნე­ბის­მი­ე­რი საგ­ნის შეს­წავ­ლას შეძ­ლებს იოლად და მარ­ტი­ვად.

მსოფ­ლიო ბან­კის მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ხუთ­წ­ლი­ა­ნი პრო­ექ­ტის შემ­დ­გო­მი ეტა­პი იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა, რა ინ­ტე­რე­სე­ბი გაჩ­ნ­დე­ბა და რო­გორ ჩაჯ­დე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს სა­ერ­თო ხედ­ვა­სა და სტრა­ტე­გი­ა­ში. რო­ცა პრო­ექ­ტი სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა და კარ­გად და­ი­ნერ­გე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლოს.

და­ფარ­ვის გრა­ფი­კი

ბუ­ნებ­რი­ვია, შე­ფა­სე­ბებს პი­ლო­ტი­რე­ბის რე­ჟიმ­ში ვიწყებთ. თე­ბერ­ვალ­ში ჩა­ტარ­დე­ბა აპ­რო­ბა­ცი­ე­ბი. პირ­ველ რიგ­ში, თვი­თონ და­ვა­ლე­ბე­ბი უნ­და გა­მო­ი­ცა­დოს, უნ­და ვი­ცო­დეთ ზუს­ტად ზო­მავს თუ არა ტეს­ტი იმას, რი­სი გა­ზომ­ვაც გვინ­და ამ შე­ფა­სე­ბე­ბით. მე­ო­რე მხრივ, სის­ტე­მა, რაც ახ­ლა ავაწყ­ვეთ, ბუ­ნებ­რი­ვია, ჯერ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა­ზე უნ­და და­ი­ტეს­ტოს, და­ვი­ნა­ხოთ, რო­გორ იმუ­შა­ვებს და მე­რე ჩა­ვუშ­ვათ მას­შ­ტა­ბუ­რად. ძა­ლი­ან ბევ­რი ფაქ­ტო­რია გა­სათ­ვა­ლის­წი­ნებ­ელი, თუნ­დაც ის, რომ შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან კარ­გად იმუ­შა­ოს პა­ტა­რა ჯგუფ­ზე, მაგ­რამ ვერ იმუ­შა­ოს დიდ­ზე, მა­გა­ლი­თად, სის­ტე­მამ გა­ჭე­დოს და ა.შ. ამი­ტომ, თე­ბერ­ვალ­ში, გვექ­ნე­ბა აპ­რო­ბა­ცია, მა­ის­ში უკ­ვე პრო­ექ­ტის პი­ლო­ტი­რე­ბას ვგეგ­მავთ, ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, 300-მდე სკო­ლა ჩა­ერ­თ­ვე­ბა. ერ­თ­წ­ლი­ა­ნი გეგ­მა ასე­თია. ბუ­ნებ­რი­ვია, ამის შემ­დეგ გა­და­ი­ხე­დე­ბა შე­დე­გე­ბი და კი­დევ უფ­რო და­იხ­ვე­წე­ბა პრო­ცე­სი, და­ვა­ლე­ბე­ბი, ზო­გა­დად პრო­ექ­ტი. თუმ­ცა, რა მას­შ­ტაბ­ზე გა­ვალთ 2021 წელს, ამას ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ვამ­ბობთ, რად­გან, პირ­ველ რიგ­ში, უნ­და ვნა­ხოთ პი­ლო­ტის შე­დე­გე­ბი. ჩვენ მთლი­ა­ნად და­მო­კი­დე­ბუ­ლი ვართ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე, იმ სკო­ლა­ში, სა­დაც გა­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა ტექ­ნო­ლო­გია, შეგ­ვიძ­ლია ბავ­შ­ვი დავ­ს­ვათ კომ­პი­უ­ტერ­თან და გა­ვა­კე­თე­ბი­ნოთ ტეს­ტე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვია, ასეთ სკო­ლებს და­ვა­მა­ტებთ. პრო­ექ­ტის პირ­ვე­ლი რი­გის ამო­ცა­ნაც სწო­რედ სის­ტე­მის გა­მარ­თ­ვაა, ამი­ტომ ვამ­ბობთ, რომ შემ­დე­გი ეტა­პი მთლი­ა­ნად და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, 2021-2022 წლებ­ში, მოს­წავ­ლე­თა რამ­დენ პრო­ცენტს და­ვ­ფა­რავთ, ეს ჯერ კი­დევ მოკ­ვ­ლე­ვის პრო­ცეს­შია.

წელს პი­ლო­ტი ჩა­ტარ­დე­ბა მხო­ლოდ მე­ოთხე და მე­ექ­ვ­სე კლა­სებ­ში, ხო­ლო მე­ა­თე კლა­სის მოს­წავ­ლე­თა შე­ფა­სე­ბე­ბის დაწყე­ბას 2021 წლი­დან ვა­პი­რებთ. ეს, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვა­საც უკავ­შირ­დე­ბა, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, შეც­ვ­ლი­ლი ესგ კლა­სე­ბის მი­ხედ­ვით ემა­ტე­ბა, ამი­ტომ, ბუ­ნებ­რი­ვი­ცაა, ჯერ შეც­ვ­ლი­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა გა­ი­მარ­თოს და შემ­დეგ, მას­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, მო­ვამ­ზა­დოთ ტეს­ტი­რე­ბის­თ­ვის და­ვა­ლე­ბე­ბი.

ტეს­ტის სპე­ცი­ფი­კა

პრო­ექ­ტის­თ­ვის ავირ­ჩი­ეთ TAO Testing-ის პლატ­ფორ­მა, რო­მელ­საც, მა­გა­ლი­თად, PIZA იყე­ნებს ტეს­ტე­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად. ამ პლატ­ფორ­მით, მსგავ­სი და­ვა­ლე­ბე­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად, სარ­გებ­ლო­ბენ მთე­ლი რი­გი ქვეყ­ნე­ბის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მე­ბი — საფ­რან­გე­თის, იტა­ლი­ის, პორ­ტუ­გა­ლი­ის და ბევ­რი სხვა. პლატ­ფორ­მას გარ­კ­ვე­უ­ლი ფუნ­ქ­ცი­ო­ნა­ლი აქვს, რო­მელ­საც შენს სა­ჭი­რო­ე­ბებს მო­არ­გებ, და­უ­მა­ტებ ან მო­აკ­ლებ რა­მეს და ა.შ. რაც მთა­ვა­რია, ღია წვდო­მის პროგ­რა­მაა, რა­შიც ფულს არ ვიხ­დით, შეგ­ვიძ­ლია წა­მო­ვი­ღოთ და და­ვა­ყე­ნოთ ჩვენს სერ­ვე­რებ­ზე (გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს სერ­ვე­რებ­ზე), მე­რე უკ­ვე პროგ­რა­მის­ტებ­მა იმუ­შა­ონ ჩვენს სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე, ძი­რი­თა­დი პლატ­ფორ­მა კი, რო­გორც გითხა­რით, უფა­სოა.

რაც შე­ე­ხე­ბა ტეს­ტე­ბის სპე­ცი­ფი­კას, პლატ­ფორ­მა­ში­ვეა ჩა­შე­ნე­ბუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის და­ვა­ლე­ბე­ბის შექ­მ­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, იქ­ნე­ბა ეს არ­ჩე­ვით­პა­სუ­ხი­ა­ნი და­ვა­ლე­ბე­ბი, ღია ტი­პის, სა­დაც მოს­წავ­ლემ უნ­და ჩა­წე­როს და­სა­ბუ­თე­ბა და ა.შ., ან და­ვა­ლე­ბე­ბის თან­მიმ­დევ­რუ­ლად და­ლა­გე­ბა, ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად დაჯ­გუ­ფე­ბა თუ ინ­ტე­რაქ­ცი­უ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი… მოკ­ლედ, პლატ­ფორ­მა ყვე­ლა­ნა­ი­რი და­ვა­ლე­ბის შექ­მ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს. რე­ა­ლუ­რად, ყვე­ლა­ფე­რი უკ­ვე არ­სე­ბობს პლატ­ფორ­მა­ში, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ გვექ­ნე­ბა სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის და­ვა­ლე­ბე­ბი – რო­გორც და­ხუ­რუ­ლი, ისე ღია ტი­პის. და­ხუ­რულ­ში შე­დის არ­ჩე­ვით­პა­სუ­ხი­ა­ნი, თან­მიმ­დევ­რუ­ლად და­სა­ლა­გე­ბე­ლი, შე­სა­ბა­მი­სო­ბის ამომ­ც­ნო­ბი, გა­მო­ტო­ვე­ბულ ად­გი­ლებ­ში სწო­რი სიტყ­ვე­ბის ჩას­მა – რის გას­წო­რე­ბა­შიც უკ­ვე ფუ­ლიც აღარ და­ი­ხარ­ჯე­ბა, გამ­ს­წო­რე­ბე­ლი ამ ტი­პის და­ვა­ლე­ბებს აღარ სჭირ­დე­ბა, რად­გან თვი­თონ სის­ტე­მა აღიქ­ვამს სწორ პა­სუხს. თუმ­ცა, რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, მხო­ლოდ და­ხუ­რუ­ლი ტი­პის და­ვა­ლე­ბე­ბით ვერ შე­ა­ფა­სებ მოს­წავ­ლეს (ამა­ზე უკ­ვე ვი­სა­უბ­რეთ), ამი­ტომ, მან უნ­და შეძ­ლოს და­წე­რა, და­სა­ბუ­თე­ბა, მსჯე­ლო­ბა. მოს­წავ­ლემ მხო­ლოდ ამო­ცა­ნის პა­სუ­ხი კი არ უნ­და და­წე­როს, არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი მსჯე­ლო­ბით უნ­და ახ­ს­ნას სწორ პა­სუ­ხამ­დე მის­ვ­ლის გზე­ბი, ამის­თ­ვის კი, სა­ჭი­როა ღია ტი­პის და­ვა­ლე­ბე­ბი. პროგ­რა­მა იძ­ლე­ვა იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ მოს­წავ­ლემ ჩა­წე­როს სიტყ­ვი­ე­რი მსჯე­ლო­ბა თუ ეს­სე. ამ ტი­პის და­ვა­ლე­ბას სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა შე­ა­მოწ­მებს, გამ­ს­წო­რე­ბელ­თან ერ­თად.

რო­გო­რი თა­ნა­ფარ­დო­ბით იქ­ნე­ბა ღია და და­ხუ­რუ­ლი ტი­პის დავ­ალე­ბე­ბი, ეს სა­გან­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. აქაც TIMSS-ისა და PIZA-ს გა­მოც­დი­ლე­ბას ვეყ­რ­დ­ნო­ბით, რად­გან იქაც, და­ახ­ლო­ე­ბით, ასე­თი თა­ნა­ფარ­დო­ბაა.

შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი – ბა­რი­ე­რე­ბი თუ ქუ­ლე­ბი

ბა­რი­ე­რე­ბი და ქუ­ლე­ბი არ გვაქვს, რად­გან მე­ოთხე და და მე­ექ­ვ­სეკ­ლა­სე­ლებ­ზე ვსა­უბ­რობთ (ვი­ცით, რომ მე­ოთხე კლას­ში ქუ­ლით შე­ფა­სე­ბა სა­ერ­თოდ არ შე­იძ­ლე­ბა). ამ შე­ფა­სე­ბით ჩვენ დი­აგ­ნოს­ტი­კას ვახ­დენთ. მა­გა­ლი­თად, ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში მა­თე­მა­ტი­კა ოთხ მი­მარ­თუ­ლე­ბა­დაა ჩაშ­ლი­ლი (ალ­გებ­რა, გე­ო­მეტ­რია, რიცხ­ვე­ბი, სტა­ტის­ტი­კა), შე­ფა­სე­ბით მოს­წავ­ლეს ვე­უბ­ნე­ბით, რომ მას, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, მა­გა­ლი­თად, ალ­გებ­რა­ში ამ­დე­ნი და­ვა­ლე­ბა ჰქონ­და მი­ცე­მუ­ლი, აქე­დან ამ­დე­ნი შე­ას­რუ­ლა, ამ­დე­ნი ვერ შე­ას­რუ­ლა. ამას­თან ერ­თად, თი­თო­ე­უ­ლი და­ვა­ლე­ბის ში­ნა­არსს ვაძ­ლევთ, რომ მშობ­ლის­თ­ვის უფ­რო გა­სა­გე­ბი გავ­ხა­დოთ, მის შვილს რა უნ­და გა­ე­კე­თე­ბი­ნა და რას ვერ გა­არ­თ­ვა თა­ვი ან პი­რი­ქით. მა­გა­ლი­თად, უნ­და შე­ეკ­რი­ბა ათ­წი­ლა­დე­ბი და ეს ვერ მო­ა­ხერ­ხა — გვინ­და, მშობ­ლის­თ­ვის გა­სა­გე­ბი გავ­ხა­დოთ, რა შე­უძ­ლია ან არ შე­უძ­ლია მის შვილს კონ­კ­რე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით. მშო­ბელ­საც და მას­წავ­ლე­ბელ­საც ვაძ­ლევთ ამ ტი­პის ინ­ფორ­მა­ცი­ას, მაგ­რამ ამ შე­ფა­სე­ბით არ ვე­უბ­ნე­ბით.

ამ შე­ფა­სე­ბა­ში არ იქ­ნე­ბა ქუ­ლე­ბი, რად­გან ჩვენ ქუ­ლე­ბით არ ვა­ფა­სებთ, ვახ­დენთ დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბას, რა იცის და რა არ იცის. თა­ვის­თა­ვად, ეს შე­ფა­სე­ბა არც სკო­ლის შე­მა­ჯა­მე­ბელ ქუ­ლებ­ზე აისა­ხე­ბა. ამ შე­ფა­სე­ბით, სკო­ლას ვაძ­ლევთ ინ­ს­ტ­რუ­მენტს, უნი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ტეს­ტით შე­ა­ფა­სოს რა არის მოს­წავ­ლის ძლი­ე­რი ან სუს­ტი მხა­რე და შემ­დეგ, ამ შე­ფა­სე­ბა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, იმუ­შა­ოს.

დიგ­ნოს­ტი­კის სუ­რათ­ზე წვდო­მა

სის­ტე­მა­ში ცალ­კე მო­დუ­ლია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი – რე­პორ­ტი/ან­გა­რიშ­გე­ბის­თ­ვის.

მშო­ბე­ლი /მოს­წავ­ლე

რე­პორ­ტის სის­ტე­მა­ში ბავ­შ­ვი შე­დის თა­ვი­სი ექა­უნ­თით/ან­გარ­შით და ძა­ლი­ან იოლად აღ­საქ­მე­ლად, მის­თ­ვის გა­სა­გე­ბად ხვდე­ბა ინ­ფორ­მა­ცია – ხე­დავს თა­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მო­ნა­ცე­მებს, მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით ჩაშ­ლილს. მა­გა­ლი­თად, ამ­დე­ნი ამოვ­ხ­სე­ნი და ამ­დე­ნი ვე­რა, ამ და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა ეს იყო, ეს უნ­და გა­მე­კე­თე­ბი­ნა და გა­ვა­კე­თე ან ვერ გა­ვა­კე­თე. ამას ხე­დავს მშო­ბე­ლიც.

მას­წავ­ლე­ბე­ლი

მას­წავ­ლე­ბელს ცალ­კე რე­პორ­ტი ექ­ნე­ბა გე­ნე­რი­რე­ბუ­ლი, რომ­ლი­თაც და­ი­ნა­ხავს, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, რო­მელ მოს­წავ­ლეს სად უჭირს, ასე­ვე შე­დე­გე­ბი გე­ნე­რი­რე­ბუ­ლია მთლი­ა­ნად კლა­სის მას­შ­ტა­ბით. მა­გა­ლი­თად, კლას­ში ბავ­შ­ვე­ბის ამ ჯგუფ­მა ეს ვერ გა­ა­კე­თა, ამ ჯგუფ­მა ეს გა­ა­კე­თა, ამის შე­სა­ბა­მი­სად, ის გეგ­მავს რა ტი­პის ინ­ტერ­ვენ­ცია, მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი ჩა­რე­ვა მო­ახ­დი­ნოს პრობ­ლე­მის და­საძ­ლე­ვად. მა­გა­ლი­თად, კლა­სის უმე­ტეს ნა­წილს თუ შეკ­რე­ბა-გა­მოკ­ლე­ბა უჭირს, თა­ვის­თა­ვად, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში, შემ­დ­გომ­ში, სწო­რედ ამ მი­მარ­თ­ლე­ბით იმუ­შა­ვებს.

სკო­ლა

სკო­ლა ცალ­კე რე­პორტს მი­ი­ღებს, სა­დაც არა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მოს­წავ­ლის, არა­მედ გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ შე­დე­გებს მი­ვა­წო­დებთ კლა­სე­ბი­სა და სა­ფე­ხუ­რე­ბის მი­ხედ­ვით. სკო­ლა და­ი­ნა­ხავს, თუ რა სი­ტუ­ა­ციაა კონ­კ­რე­ტულ მე­ოთხე კლას­ში, ასე­ვე, მე­ოთხე კლა­სის დო­ნე­ზე არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­საც. ეს და­ეხ­მა­რე­ბა და­ი­ნა­ხოს სად უჭირს მას­წავ­ლე­ბელს, რომ შემ­დეგ მი­სი პრო­ფე­სი­უ­ლი გაძ­ლი­ე­რე­ბის­თ­ვის და­გეგ­მოს აქ­ტი­ვო­ბე­ბი – მა­გა­ლი­თად, მი­ა­კითხოს მას­წავ­ლებ­ლის სახლს, რომ მის­მა პე­და­გოგ­მა გა­ი­ა­როს ტრე­ნინ­გი და ა.შ.

რე­ა­ლუ­რად, ჩვენ სკო­ლას ვაძ­ლევთ შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენტს, რო­მე­ლიც შემ­დ­გომ მან აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­მო­ი­ყე­ნოს. გვე­კითხე­ბი­ან ხოლ­მე, თუ არ გა­ით­ვა­ლი­სი­წი­ნა, ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში რა მოხ­დე­ბა? სკო­ლა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ერ­თე­უ­ლია და თვი­თონ უნ­და მო­ახ­დი­ნოს რე­ა­გი­რე­ბა არა მხო­ლოდ ამ შე­ფა­სე­ბა­ზე, არა­მედ ნე­ბის­მი­ერ რა­მე­ზე, რაც მის მოს­წავ­ლეს და მას­წავ­ლე­ბელს ეხე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენ ვერ მი­ვუ­თი­თებთ, რა უნ­და გა­ა­კე­თოს, ეს არც პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში მო­ი­აზ­რე­ბა. ჩვენ ვაძ­ლევთ სრულ სუ­რათს, თა­ვი­სი მიღ­წე­ვე­ბი­თა და პრობ­ლე­მე­ბით — ვე­უბ­ნე­ბით რა უჭირს კონ­კ­რე­ტულ მოს­წავ­ლეს, კონ­კ­რე­ტულ კლასს და რა პრობ­ლე­მა დგას სკო­ლის დო­ნე­ზე, შემ­დეგ მი­სი გა­და­საწყ­ვე­ტია, რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნებს ამ მო­ნა­ცე­მებს

შე­ფა­სე­ბის ჩა­ტა­რე­ბის დრო

სა­პი­ლო­ტე შე­ფა­სე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და­გეგ­მი­ლია სას­წავ­ლო წლის ბო­ლოს, თუმ­ცა, შემ­დ­გომ­ში შე­ფა­სე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბის დროდ სას­წავ­ლო წლის და­საწყი­სიც გა­ნი­ხი­ლე­ბა. შეხ­ვედ­რე­ბი გვქონ­და სკო­ლის დი­რექ­ტო­რებ­თა­ნაც და მას­წავ­ლებ­ლებ­თა­ნაც, მათ შო­რი­საც გა­ი­ყო აზ­რი, ნა­წი­ლი ამობს, რომ შე­ფა­სე­ბა უმ­ჯო­ბე­სია წლის ბო­ლოს ჩა­ტარ­დეს, ნა­წი­ლი კი მი­იჩ­ნევს – წლის და­საწყის­ში. სა­ბო­ლოო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ამ სა­კითხ­ზე ჯერ არ მიგ­ვი­ღია. შე­იძ­ლე­ბა ისე მოხ­დეს, რო­ცა პრო­ექ­ტის სა­ბო­ლოო დი­ზა­ი­ნი ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა, სკო­ლამ თვი­თონ შეძ­ლოს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა – რო­დის ურ­ჩევ­ნია შე­ფა­სე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში თუ და­სას­რულს.

სკო­ლე­ბის შერ­ჩე­ვა

სა­პი­ლო­ტე შე­ფა­სე­ბის­თ­ვის სკო­ლე­ბი მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით შე­ირ­ჩე­ვი­ან. რად­გან პი­ლო­ტია, ჩვენ გვა­ინ­ტე­რე­სებს, პრო­ექ­ტის ყვე­ლა დე­ტა­ლი ყვე­ლა ტი­პის სკო­ლა­ში გა­მო­ი­ცა­დოს. თუნ­დაც, დავ­ტეს­ტოთ ტექ­ნი­კუ­რი სა­ხის პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სის დროს წარ­მო­იშ­ვას. ამ კუთხით, ძა­ლი­ან ვართ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მივ­ყ­ვე­ბით ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რას და არა ისე­თი სკო­ლე­ბის არ­ჩე­ვას, რომ­ლებ­მაც უკე­თე­სი ან უარე­სი შე­დე­გი უნ­და აჩ­ვე­ნონ. თა­ვის­თა­ვად, პი­ლო­ტის პრო­ცეს­ში მოხ­ვ­დე­ბი­ან „ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­ში“ ჩარ­თუ­ლი სკო­ლე­ბიც, რად­გან იქ ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა უკ­ვე მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია, თუმ­ცა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არა ყვე­ლა.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

დატოვეთ კომენტარი