პრო­ფე­სი­უ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი და კომ­პა­ნი­ის ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რი — ორი უმ­თავ­რე­სი ფი­გუ­რა პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში

970

პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მა ყვე­ლა ეტაპ­ზე სი­ახ­ლეს გვთა­ვა­ზობს. დღეს ერთ-ერ­თი მათ­გა­ნის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა ნი­ნო ელ­ბა­ქი­ძე, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და დი­რექ­ტო­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო პროგ­რა­მის მე­ნე­ჯე­რი.

— ძა­ლი­ან ბევ­რი გვეს­მის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ ამ ბო­ლო დროს. რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ და­ი­სა­ხა სა­ხელ­მ­წი­ფომ ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტად და რა არის მი­სი მთა­ვა­რი ხიბ­ლი?

— გა­ნათ­ლე­ბა რომ ქვეყ­ნის ნო­მერ პირ­ვე­ლი პრი­ო­რი­ტე­ტია, ამის შე­სა­ხებ მთავ­რო­ბამ უკ­ვე გა­ნაცხა­და და, ბუ­ნებ­რი­ვია, ეს შემ­თხ­ვე­ვი­თი არ არის. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სიტყ­ვა, რო­მე­ლიც მან წი­ნამ­ძღ­ვ­რი­ან­თ­კა­რის სას­წავ­ლებ­ლის გახ­ს­ნა­ზე წარ­მოთ­ქ­ვა, საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა იმის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად, თუ რა­ტომ არის ასე სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ქვეყ­ნი­სათ­ვის ცოდ­ნა, იგი­ვე გა­ნათ­ლე­ბა: „ცოდ­ნა ისე­თი რა­მეა, რა­საც ყველ­გან თან წა­ი­ღებ, ვერც ვე­რა­ვინ მოგ­პა­რავს ან წა­გარ­თ­მევს. დღე­ვან­დელ დრო­ში ცოდ­ნა ყვე­ლა­ფე­რია. ფულ­ზე უფ­რო დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, ხმალ­ზე მე­ტად ჭრის და ზარ­ბა­ზა­ნი­ვით უფ­რო ძლი­ე­რია“. ქვეყ­ნის სიძ­ლი­ე­რი­სათ­ვის და და­ცუ­ლო­ბი­სათ­ვის მთა­ვა­რი იარა­ღი არის გა­ნათ­ლე­ბა. ამა­ზე უფ­რო სა­ი­მე­დო დაც­ვი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის იარა­ღი კა­ცობ­რი­ო­ბას ჯერ არ გა­მო­უ­გო­ნე­ბია.

რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას — ეს გა­ნათ­ლე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფორ­მაა და სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, გა­მო­ი­ყე­ნოს და გა­მო­ავ­ლი­ნოს სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბი და შე­სა­ძლებ­ლო­ბე­ბი და გახ­დეს კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი შრო­მის ბა­ზარ­ზე. ფაქ­ტობ­რი­ვად, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს ორ­მ­ხ­რი­ვი ინ­ტე­რე­სია: ერ­თი მხრივ, ახალ­გაზ­რ­და პო­უ­ლობს მის­თ­ვის შე­სა­ფერ სა­მუ­შაო ად­გილს, რაც გა­ნა­პი­რო­ბებს უმუ­შევ­რო­ბის შემ­ცი­რე­ბას და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ კე­თილ­დღე­ო­ბას; მე­ო­რე მხრივ, სა­მუ­შაო ბა­ზა­რი აღ­ჭურ­ვი­ლია კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბით, რაც დი­დი ფუ­ფუ­ნე­ბაა ნე­ბის­მი­ე­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის­თ­ვის თუ სა­წარ­მოს­თ­ვის. რო­დე­საც სა­ხელ­მ­წი­ფო პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას პრი­ო­რი­ტე­ტად აცხა­დებს, სრუ­ლად აქვს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, რა არის ქვეყ­ნის კე­თილ­დღე­ო­ბის მთა­ვა­რი გა­სა­ღე­ბი.

— რა არის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მთა­ვა­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა და რო­გო­რია მი­სი ში­და სტრუქ­ტუ­რა?

— პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბას­თა­ნაა პირ­და­პირ კავ­შირ­ში, რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნე და მი­სი ში­და სტრუქ­ტუ­რა გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სხვა სა­ფე­ხუ­რე­ბის­გან, მა­გა­ლი­თად, ზო­გა­დი ან უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის­გან. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის და­გეგ­მ­ვი­სას გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია მი­სი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო წარ­მა­ტე­ბუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბი, და­ბო­ლოს, ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ულ-კულ­ტუ­რუ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი. სა­კუთ­რივ ქარ­თუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის არ­სე­ბო­ბა გა­დამ­წყ­ვე­ტი ფაქ­ტო­რია, რო­მე­ლიც უნი­კა­ლუ­რია და სა­ერ­თა­შო­რი­სო ტენ­დენ­ცი­ებს არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მთა­ვა­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა ის გახ­ლავთ, რომ კერ­ძო სექ­ტო­რის გა­რე­შე უბ­რა­ლოდ არ არ­სე­ბობს. სხვა­გ­ვა­რად რომ ვთქვათ, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი სა­წარ­მო­ში, რე­ა­ლურ სა­მუ­შაო გა­რე­მო­ში ხდე­ბა. ეს იგი­ვეა, რა­საც ჩვენ ად­რე პრაქ­ტი­კას ვუ­წო­დებ­დით. დღე­ვან­დელ სის­ტე­მა­ში ეს პრაქ­ტი­კა უფ­რო სტრუქ­ტუ­რი­რე­ბუ­ლია და უფ­რო მე­ტად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ვიდ­რე ეს ად­რე იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი.

დღეს კერ­ძო სექ­ტო­რი სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით არის ჩარ­თუ­ლი პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში, კერ­ძოდ: მო­ნა­წი­ლე­ობს პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში; სა­წარ­მო­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს სტუ­დენ­ტ­თა პრაქ­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა; დუ­ა­ლუ­რი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სწავ­ლე­ბის, მი­ნი­მუმ, 50% რე­ა­ლურ სა­მუ­შაო გა­რე­მო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. რომ შე­ვა­ჯა­მოთ — კერ­ძო სექ­ტო­რი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი და უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­წი­ლი გახ­და. სწო­რედ შრო­მის ბა­ზა­რი, კერ­ძო სექ­ტო­რი, უკ­ვე­თავს სა­ხელ­მ­წი­ფოს, რო­მე­ლი პრო­ფე­სი­ის და რო­გო­რი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი კად­რი ესა­ჭი­რო­ე­ბა, სა­ხელ­მ­წი­ფოც ამ დაკ­ვე­თის სა­ფუძ­ველ­ზე ამ­ზა­დებს შე­სა­ბა­მის კად­რებს. კერ­ძო სექ­ტო­რი ჩარ­თუ­ლია არა მხო­ლოდ დაკ­ვე­თის პრო­ცეს­ში, არა­მედ ის ინა­წი­ლებს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას მო­მა­ვა­ლი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ზე, რო­დე­საც პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი­სთ­ვის სა­წარ­მოს კარს აღებს. პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას თა­ვად გა­ნათ­ლე­ბა გა­აქვს ფარ­გ­ლებს გა­რეთ და თავს უყ­რის სა­ხელ­მ­წი­ფო­სა და ეკო­ნო­მი­კის მოთხოვ­ნებ­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას.

— რა რო­ლი აქვს პრო­ფე­სი­ულ მას­წავ­ლე­ბელს ამ პრო­ცე­სე­ბის მარ­თ­ვა­ში?

— ერ­თი სიტყ­ვით რომ ვთქვათ — გა­დამ­წყ­ვე­ტი. სა­ერ­თოდ, გა­ნათ­ლე­ბის ნე­ბის­მი­ერ სა­ფე­ხურ­ზე, მას­წავ­ლე­ბელს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლი აქვს ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას. მა­გა­ლი­თად, დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე, მას­წავ­ლე­ბელ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გო­რი გან­წყო­ბა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­უჩ­ნ­დე­ბა მოს­წავ­ლეს, ზო­გა­დად, სწავ­ლის მი­მართ. შემ­დ­გომ სა­ფე­ხუ­რებ­ზე მას­წავ­ლე­ბელ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, უყ­ვარს თუ არა მოს­წავ­ლეს რო­მე­ლი­მე სა­გა­ნი. მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია, სა­გა­ნი სა­ინ­ტე­რე­სო და საყ­ვა­რე­ლი გა­ხა­დოს მოს­წავ­ლი­სათ­ვის და პი­რი­ქით. ამი­ტო­მაც არის ამ­ხე­ლა ყუ­რადღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ზე და მის ეთი­კურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე.

პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით დღეს­დღე­ო­ბით, რო­დე­საც კომ­პ­ლექ­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა ასეთ აქ­ტი­ურ ფა­ზა­შია შე­სუ­ლი, მას­წავ­ლებ­ლის რო­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით მიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და, რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნე, გა­დამ­წყ­ვე­ტი. დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლის წი­ნა­შე დგას, ასე­ვე დგას სა­ხელ­მ­წი­ფოს წი­ნა­შე, რა­თა მოხ­დეს მას­წავ­ლებ­ლის მხარ­და­ჭე­რა და გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა სის­ტე­მუ­რად და სის­ტე­მა­ტუ­რად. სხვა­დას­ხ­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი მხარს უჭე­რენ პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას, ასე­ვე, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას. მუდ­მი­ვად მზარდ და ცვა­ლე­ბად შრო­მის ბა­ზარ­ზე მუდ­მი­ვად ჩნდე­ბა ტექ­ნი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი და ახა­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი, რა­საც მას­წავ­ლე­ბელ­მა ფე­ხი უნ­და აუწყოს. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მას­წავ­ლე­ბელს ასე­ვე უწევს ამ სი­ახ­ლე­ე­ბის გაც­ნო­ბა, გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა და პრაქ­ტი­კა­ში და­ნერ­გ­ვა. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლო­ბა დღეს ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­ნა­მი­უ­რი პრო­ფე­სიაა, რაც გა­ნათ­ლე­ბა­ში სა­ერ­თოდ არ­სე­ბობს.

მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა დი­დი გა­მოწ­ვე­ვაა სა­ხელ­მ­წი­ფოს­თ­ვის, თუმ­ცა ეს არ არის სრუ­ლი სუ­რა­თი და არ ფა­რავს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სრულ სა­ჭი­რო­ე­ბას, რად­გან, რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნე, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ასე­ვე სა­წარ­მო­ში, რაც პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში მას­წავ­ლებ­ლის ახალ ტიპს — სა­წარ­მოს ინ­ს­ტ­რუქ­ტორს აჩენს.

— ვინ არის კომ­პა­ნი­ის ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რი და რა მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი აკის­რია მას?

— კომ­პა­ნი­ის ტრე­ნე­რი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი კა­ტე­გო­რიაა, რო­მელ­საც აქვს, ერ­თი მხრივ, პრო­ფე­სი­ის/საგ­ნის ფუნ­და­მენ­ტუ­რი ცოდ­ნა, მე­ო­რე მხრივ კი, პე­და­გო­გი­უ­რი უნა­რე­ბი, რა­თა სტუ­დენტს პრო­ფე­სი­ის­თ­ვის სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში და­ეხ­მა­როს. კომ­პა­ნი­ის ტრე­ნერს ხან­და­ხან კომ­პა­ნი­ის ინ­ს­ტ­რუქ­ტორ­საც უწო­დე­ბენ. ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ვერ ვიტყ­ვით, რომ ის მას­წავ­ლე­ბე­ლია, რად­გან კომ­პა­ნი­ის ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რის ძი­რი­თა­დი სა­მუ­შაო ად­გი­ლი თა­ვად კომ­პა­ნიაა, თუმ­ცა, მე­ო­რე მხრივ, ის მუ­შა­ობს სტუ­დენ­ტ­თან და ეხ­მა­რე­ბა მას პრაქ­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ისე­ვე, რო­გორც ამას აკე­თებს მას­წავ­ლე­ბე­ლი პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში, თე­ო­რი­უ­ლი სწავ­ლე­ბის დროს. გერ­მა­ნი­ის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში კომ­პა­ნი­ის ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რი პრეს­ტი­ჟუ­ლი პრო­ფე­სიაა. ის მა­ღა­ლა­ნაზღა­უ­რე­ბა­დია, ამ პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი ხელს უწყო­ბენ რო­გორც ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას, ისე თა­ვად ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ან კომ­პა­ნი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­საც. კომ­პა­ნი­ის ტრე­ნე­რის ინ­ს­ტი­ტუ­ტი გერ­მა­ნი­ა­ში და­ი­ბა­და და სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტი ხნის ის­ტო­რია აქვს. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ინ­ს­ტი­ტუტ­მა მრა­ვა­ლი სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბა გა­ნი­ცა­და და, თა­ვის მხრივ, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი რო­ლი შე­ას­რუ­ლა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა მის მო­ვა­ლე­ო­ბებს: გერ­მა­ნი­ა­ში არ­სე­ბობს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტი და კა­ნონ­ქ­ვემ­დე­ბა­რე დო­კუ­მენ­ტი, სა­დაც გა­წე­რი­ლია კომ­პა­ნი­ის ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რის უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი. იქ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა კა­ნო­ნით გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად არის რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი, ვიდ­რე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ჩვენ­თან, ჯერ­ჯე­რო­ბით, ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ არის გა­წე­რი­ლი კო­მპა­ნი­ის ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბი, ამა­ზე მუ­შა­ო­ბა ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს. თუმ­ცა კომ­პა­ნი­ის ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რე­ბი მუ­შა­ო­ბენ პრო­ფე­სი­ულ სტუ­დენ­ტებ­თან რო­გორც პრო­ფე­სი­უ­ლი პრაქ­ტი­კის ფარ­გ­ლებ­ში, ასე­ვე დუ­ა­ლუ­რი და სა­მუ­შა­ო­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის ფორ­მატ­ში. კომ­პა­ნი­ის ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რის ძი­რი­თა­დი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბია: სტუ­დენ­ტის პრაქ­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის სა­მუ­შაო გა­რე­მოს მოწყო­ბა, სწავ­ლე­ბის ფორ­მე­ბის ცოდ­ნა და გა­მო­ყე­ნე­ბა ამ პრო­ცეს­ში; სტუ­დენ­ტის­თ­ვის ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბის მი­ცე­მა და სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში ეტა­პობ­რი­ვად ჩარ­თ­ვა, მი­სი შე­ფა­სე­ბა და სხვა. ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ფუნ­ქ­ცია, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ის ინ­ს­ტ­რუქ­ტორს აქვს, გახ­ლავთ მი­სი, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის რო­ლი და პრო­ფე­სი­უ­ლი შრო­მი­თი ორი­ენ­ტა­ცი­ის მი­ცე­მა სტუ­დენ­ტის­თ­ვის. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ინ­ს­ტ­რუქ­ტორ­მა მი­ი­ღოს პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტი, რო­გორც „მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა“ და არა რო­გორც მო­მა­ვა­ლი კონ­კუ­რენ­ტი. სწო­რი და კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია პრო­ფე­სი­ულ სტუ­დენ­ტ­სა და კომ­პა­ნი­ის ინ­ს­ტ­რუქ­ტორს შო­რის წარ­მა­ტე­ბუ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მთა­ვა­რი გა­სა­ღე­ბია.

— რამ­დე­ნად სა­ჭი­როა ამ პრო­ცეს­ში პრო­ფე­სი­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლი­სა და კომ­პა­ნი­ის ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა?

— სა­ჭი­რო არა, მე ვიტყო­დი, რომ ეს აუცი­ლე­ბე­ლია. მას­წავ­ლე­ბელ­სა და ინ­ს­ტ­რუქ­ტორს შო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას ერ­თი სა­ერ­თო მი­ზა­ნი აქვს: ეს არის პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტის წარ­მა­ტე­ბა. თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა, რო­მელ­საც სტუ­დენ­ტი იღებს სას­წავ­ლე­ბელ­ში, არა­საკ­მა­რი­სია, თუ ის პრაქ­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბით არ იქ­ნა გამ­ყა­რე­ბუ­ლი და ასე­ვე, მხო­ლოდ პრაქ­ტი­კუ­ლი სწავ­ლე­ბა, თე­ო­რი­ის გა­რე­შე, ვერ ქმნის სრულ კომ­პე­ტენ­ცი­ას. პრო­ფე­სი­უ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი და კომ­პა­ნი­ის ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ორი მთა­ვა­რი აქ­ტო­რია, რო­მელ­თა თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს. ამ პრო­ცეს­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სას­წავ­ლებ­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ი­სა და კომ­პა­ნი­ის მე­ნეჯ­მენ­ტის კე­თი­ლი ნე­ბა და ხელ­შეწყო­ბა. ამ­ჟა­მად, გერ­მა­ნი­ის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­შეწყო­ბით, მიმ­დი­ნა­რე­ობს პრო­ფე­სი­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლი­სა და კომ­პა­ნი­ის ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ტრე­ნინ­გი. ამ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ში ორი­ვე მხა­რეს დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა, მკა­ფი­ოდ უნ­და გა­ი­მიჯ­ნოს და ასე­ვე შე­თან­ხ­მ­დეს, სწავ­ლის შე­დე­გე­ბის რა ნა­წი­ლი ის­წავ­ლე­ბა სას­წავ­ლე­ბელ­ში და რო­მე­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა მოხ­დე­ბა სა­წარ­მო­ში. რო­დე­საც მას­წავ­ლე­ბე­ლი და ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბენ, სიმ­ბო­ლუ­რად, ეს შე­იძ­ლე­ბა და­ვი­ნა­ხოთ, რო­გორც სა­ხელ­მ­წი­ფო­სა და კერ­ძო სექ­ტო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი­სათ­ვის. ეს ინ­ტე­რე­სი გახ­ლავთ სწო­რედ პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტი და მი­სი წარ­მა­ტე­ბა.

ესა­უბ­რა ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

დატოვეთ კომენტარი