პროფესიული განათლების მასწავლებლები სტუმართმასპინძლობის საერთაშორისო ტენდენციებში გადამზადდებიან 

109

 

2 ივლისს, სასტუმრო „Best western city Center”-ში ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც ტურიზმის ექსპერტი, KMS Georgia-ს დირექტორი მაია წერეთელი უძღვებოდა. ორდღიან ტრენინგს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლები და იმ უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესწრებიან, რომლებიც ტურიზმის მიმართულებით პროფესიულ პროგრამებს ახორციელებენ.

სტუმართმასპინძლობის საერთაშორისო ტენდენციები მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: სასტუმროს ორგანიზაციული სტრუქტურა; მომსახურების კულტურა; მართვის კომპონენტები; გაყიდვებისა და მარკეტინგის ტენდენციები; გარემოს დაცვა და სოციალური პასუხისმგებლობა და სხვა.

პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

დატოვეთ კომენტარი