მარიამ ჯაში პირველკლასელთა ასაკის გაზრდის წინააღმდეგია, რადგან, მისი აზრით, ეს გარკვეულ პრობლემებს წარმოქნის, სისტემა კი ამისთვის მზად არ არის

131

 

მარიამ ჯაში პირველკლასელთა ასაკის გაზრდის წინააღმდეგია, რადგან, მისი აზრით, ეს გარკვეულ პრობლემებს წარმოქნის, სისტემა კი ამისთვის მზად არ არის. თავის დროზე სკოლაში შესვლის ასაკთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ხისტს უწოდებს და ამბობს, რომ ეს აუცილებელი არ იყო. „მოძიებული მაქვს საერთაშორისო გამოცდილება, რომელიც დამატებითი მოქნილობის საშუალებას იძლევა. თუმცა, დღეს ჩვენ აღნიშნული ცვლილებების მისაღებად მზადაც რომ ვიყოთ, ორი საკითხი უნდა გავითვალისწინოთ:

  1. ქვეყნებში, რომლებშიც მიღებს სავალდებულო ასაკის გვერდის ავლით, ანუ საგამონაკლისო წესის გათვალისწინებით ხდება, არსებობს სასკოლო მზაობის შეფასების ინსტრუმენტები. ბავშვის მზაობას აფასებს ან საბავშვო ბაღი, ან მუნიციპალური რესურსცენტრი, ან თავად სკოლა, რათა ეს არ იყოს მხოლოდ მშობლის გადაწყვეტილებაზე დაფუძნებული.

  2. დღეს მზადაც რომ ვიყოთ ასაკის ცვლილებისთვის, განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურული რესურსი შეიძლება სერიოზული პრობლემა გახდეს, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში. თუ ჩვენ 31 დეკემბრის ჩათვლით გავახანგრძლივებთ სასკოლო ასაკს, დაახლოებით, 15-დან 20 ათასამდე ბავშვის დამატება მოგვიწევს პირველ კლასში, რაც სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს.

 

დატოვეთ კომენტარი