ლადო აფხაზავას განათლების მინისტრმა მასწავლებლის უმაღლესი რანგი – მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიანიჭა

1218

 

მასწავლებლის გლობალური კონკურსის ფინალისტს, ლადო აფხაზავას, განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა წარმატება მიულოცა და მასწავლებლის უმაღლესი რანგი – მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიანიჭა. მინისტრმა ეს გადაწყვეტილება  ჩიბათის საჯარო სკოლაში თავად გააცნო პედაგოგებს.

„ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი მიღწევა და უზარმაზარი გამარჯვებაა არა მხოლოდ ლადოსთვის, მთელი საქართველოსთვის. ლადო აფხაზავას გამოცდილება და სასწავლო მიდგომები საუკეთესო ნიმუშია იმისათვის, რომ რეფორმის ფარგლებში, კლასებში რაც შეიძლება მეტი აქტივობა, მეტი სააზროვნო უნარები და შემოქმედებითობა დავნერგოთ. სწორედ ეს არის ყველაზე სწორი გზა, რომელიც ჩვენი ბავშვების განვითარებას ეხმარება. ჩვენ დღეს ლადო აფხაზავას გამარჯვება მივულოცეთ, პედაგოგის ყველაზე მაღალი – მენტორის სტატუსი მივანიჭეთ, მაგრამ ეს მინიმუმია რაც ჩვენ ასეთი წარმატებული პედაგოგისთვის შეიძლება გავაკეთოთ “- განაცხადა მინისტრმა.

„ყველაფერს გავაკეთებ, რომ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას შევუწყო ხელი, მინისტრის დღევანდელი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ამ მიმართულებით. მინდა, მთელ საქართველოს მივულოცო ჩემი წარმატება. ეს არ არის მარტო ჩემი წარმატება, ის ეკუთვნის საქართველოს“, – განაცხადა ლადო აფხაზავამ.

დატოვეთ კომენტარი