623

სა­ხალ­ხო დამ­ც­ველ­მა სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სფე­რო­ში არას­რულ­წ­ლო­ვან ბრალ­დე­ბულ­თა, მოწ­მე­თა და და­ზა­რა­ლე­ბულ­თა საპ­რო­ცე­სო უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი ან­გა­რი­ში გა­მოაქ­ვეყ­ნა.

„კვლე­ვის მი­ზა­ნი იყო სა­სა­მარ­თ­ლო სხდო­მებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის გზით, შე­ფა­სე­ბუ­ლი­ყო სა­სა­მარ­თ­ლო გან­ხილ­ვის პრო­ცეს­ში კა­ნონ­თან კონ­ფ­ლიქ­ტ­ში მყოფ და მოწ­მე/და­ზა­რა­ლე­ბულ ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ხა­რის­ხი.“ – აცხა­დებს ნი­ნო ლომ­ჯა­რია.

სა­სა­მარ­თ­ლო გან­ხილ­ვე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი, 2019 წლის ივ­ლი­სი­დან დე­კემ­ბ­რის ჩათ­ვ­ლით, სამ დიდ ქა­ლაქ­ში ჩა­ტარ­და – თბი­ლი­სის, ქუ­თა­ი­სი­სა და რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თ­ლო­ებ­ში. ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, კვლე­ვის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას გა­მოვ­ლინ­და რო­გორც პო­ზი­ტი­უ­რი, ისე ნე­გა­ტი­უ­რი ას­პექ­ტე­ბი.

„და­დე­ბით კონ­ტექ­ს­ტ­ში  უნ­და შე­ფას­დეს ის, რომ რო­გორც წე­სი, ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე სუ­ბი­ექ­ტი არას­რულ­წ­ლო­ვან ბრალ­დე­ბულ­თან, და­ზა­რა­ლე­ბულ­თან და მოწ­მეს­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში არის სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი. მათ აქვთ სპე­ცი­ფი­კუ­რი ცოდ­ნა, რაც სა­ჭი­როა ბავ­შ­ვ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით და­დე­ბი­თად გა­მო­ავ­ლი­ნა თა­ვი რამ­დე­ნი­მე მო­სა­მარ­თ­ლემ, პრო­კუ­რორ­მა და ად­ვო­კატ­მა, რომ­ლე­ბიც მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობ­დ­ნენ ესა­უბ­რათ ბავ­შ­ვ­თან მის­თ­ვის გა­სა­გე­ბი ფორ­მით და ენით, პრო­ცე­სის მთა­ვარ სუ­ბი­ექ­ტად წარ­მო­ე­ჩი­ნათ არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი და ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ მი­სი სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სის დაც­ვა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ­ნი.“ – ვკითხუ­ლობთ ან­გა­რიშ­ში.

თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, კვლე­ვამ ნე­გა­ტი­უ­რი მხა­რე­ე­ბიც აღ­მო­ა­ჩი­ნა და ისიც დად­გინ­და, რომ მუ­ხე­და­ვად არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი­სა და მიდ­გო­მე­ბი­სა, პრაქ­ტი­კა მა­ინც არა­ერ­თი ხარ­ვე­ზით ვი­თარ­დე­ბა.

ნე­გა­ტი­ურ კონ­ტექ­ს­ტ­ში, ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, შე­ფა­სე­ბუ­ლია კა­ნო­ნი­ე­რი/საპ­რო­ცე­სო წარ­მო­მად­გენ­ლის ნო­მი­ნა­ლუ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­სა­მარ­თ­ლო გან­ხილ­ვის ეტაპ­ზე, ასე­ვე ფსი­ქო­ლო­გე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის ძა­ლი­ან და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. „არ არ­სე­ბობს უწყე­ბაც, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ფსი­ქო­ლო­გე­ბი­სა და საპ­რო­ცე­სო წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის (რო­გორც წე­სი, სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბის) გა­დამ­ზა­დე­ბა­ზე (სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში). ხში­რი იყო სა­სა­მარ­თ­ლო სხდო­მე­ბის გა­და­დე­ბი­სა თუ დაგ­ვი­ა­ნე­ბის ფაქ­ტე­ბი. რიგ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, გა­მოვ­ლინ­და პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლე სუ­ბი­ექ­ტე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ი­სა თუ სა­თა­ნა­დო უნარ-ჩვე­ვე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბის მა­გა­ლი­თე­ბი. ასე­ვე, პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის მხრი­დან არ არის და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრინ­ცი­პე­ბის ცოდ­ნი­სა თუ გა­მო­ყე­ნე­ბის, ასე­ვე სა­თა­ნა­დოდ და­სა­ბუ­თე­ბის ხა­რის­ხი.“ – ვკითხუ­ლობთ ან­გა­რიშ­ში.

სა­სა­მარ­თ­ლო მო­ნი­ტო­რინ­გის ერთ-ერ­თი აქ­ცენ­ტი­ ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა­ზე გა­კეთ­და, რა­მაც არც თუ სა­ხარ­ბი­ე­ლო სუ­რა­თი გა­მო­ავ­ლი­ნა – „სა­სა­მარ­თ­ლო შე­ნო­ბებ­ში არ იყო ყო­ველ­თ­ვის და­ცუ­ლი ბავ­შ­ვის პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია/კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის პრინ­ცი­პი. პი­რო­ბე­ბი და გა­რე­მო არ არის ყო­ველ­თ­ვის ბავ­შ­ვ­ზე მორ­გე­ბუ­ლი და იგი, რო­გორც წე­სი, დამ­თ­რ­გუნ­ვე­ლია (რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თ­ლო­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ცი­ლე­ბით პო­ზი­ტი­უ­რი ვი­თა­რე­ბაა და ამა­ზეც ხაზ­გას­მაა ან­გა­რიშ­ში). სამ­წუ­ხა­როდ, სა­სა­მარ­თ­ლოს ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა შშმ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის არ არის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი და ასე­ვე აღ­კ­ვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით – პა­ტიმ­რო­ბა­შე­ფარ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წ­ლო­ვა­ნე­ბი არ თავ­ს­დე­ბი­ან სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვით მოწყო­ბილ ოთა­ხებ­ში.“

წარ­მოდ­გე­ნილ­მა ან­გა­რიშ­მა ცხა­დად აჩ­ვე­ნა, რომ:

⇒  სა­სა­მარ­თ­ლო­ე­ბის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა უმე­ტეს­წი­ლად არ არის მზად არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სრულ­ყო­ფი­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თ­ვის. სა­სა­მარ­თ­ლო­ებ­ში არ არის და­ცუ­ლი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის პრინ­ცი­პი, არ არის შექ­მ­ნი­ლი გა­რე­მო,  რო­მელ­შიც ბავშვს მაქ­სი­მა­ლუ­რად კომ­ფორ­ტუ­ლად, არა­დათ­რ­გუ­ნუ­ლად და და­ცუ­ლად აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნებ­და თავს.

⇒ ხში­რია სა­სა­მარ­თ­ლო გან­ხილ­ვე­ბის სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზით გა­და­დე­ბი­სა თუ სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცე­სის დაგ­ვი­ა­ნე­ბით დაწყე­ბის შემ­თხ­ვე­ვე­ბი. პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცია და უნა­რე­ბი ხში­რად არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა დად­გე­ნილ სტან­დარ­ტებ­სა და არ არის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ბავ­შ­ვის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სის დაც­ვა­ზე.

⇒  კა­ნონ­თან კონ­ფ­ლიქ­ტ­ში მყოფ არას­რულ­წ­ლოვ­ნებ­თან ყო­ველ­თ­ვის გა­სა­გე­ბი ფორ­მი­თა და ენით არ ხდე­ბო­და კო­მუ­ნი­კა­ცია. მა­თი კა­ნო­ნი­ე­რი უფ­ლე­ბე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი დაც­ვის მიზ­ნით არ ხდე­ბო­და ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის, უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბის მარ­ტი­ვად, გა­სა­გე­ბად და დე­ტა­ლუ­რად გან­მარ­ტე­ბა. თარ­ჯიმ­ნე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცია თუ გუ­ლის­ხ­მი­ე­რე­ბა, რიგ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, სა­ეჭ­ვო იყო.

⇒ დამ­კითხა­ვი პი­რის მხრი­დან არ არის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი არას­რულ­წ­ლოვ­ნის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა და მის­თ­ვის უსაფ­რ­თხო გა­რე­მოს შექ­მ­ნა, რა­თა სა­სა­მარ­თ­ლო­ზე ბავ­შ­ვის­გან ინ­ფორ­მა­ცი­ის/ჩვე­ნე­ბის მი­ღე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს მის­თ­ვის ნაკ­ლე­ბი ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბის ფონ­ზე, არ მოხ­დეს მი­სი რეტ­რავ­მა­ტი­ზა­ცია, რაც შე­დე­გად სან­დო და მდი­და­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს. სა­პი­რის­პი­როდ, ხში­რად არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა ბავ­შ­ვ­თან ახ­ლო, ნდო­ბი­თი ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბა, ასე­ვე მი­სი აღელ­ვე­ბი­სა თუ გა­დაღ­ლი­ლო­ბის დროს არ ხდე­ბო­და შეს­ვე­ნე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, იმ შემ­თხ­ვე­ვებ­შიც კი, რო­დე­საც სა­ხე­ზე იყო ცრემ­ლე­ბი, შფოთ­ვა და სხვ.

ან­გა­რიშ­ში სა­უ­ბა­რია იმა­ზეც, რომ სა­სა­მარ­თ­ლო­ზე სტრე­სუ­ლი იყო „და­კითხ­ვის პრო­ცე­სი, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, რო­დე­საც პრო­კუ­რო­რი, მო­სა­მარ­თ­ლე და ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი ახ­დენ­დნენ გარ­კ­ვე­ულ ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლას ბავ­შ­ვის მხრი­დან სა­სურ­ვე­ლი პა­სუ­ხე­ბის მი­სა­ღე­ბად, იყე­ნებ­და რა მი­მარ­თუ­ლე­ბის მიმ­ცემ/ჩა­მა­გო­ნე­ბელ შე­კითხ­ვებს. ხში­რი იყო ბავ­შ­ვე­ბის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა და მა­თი ტრავ­მა­ტი­ზა­ცი­ის მცდე­ლო­ბა. ნა­ხე­ვარ­ზე მეტ შემ­თხ­ვე­ვა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და მოწ­მე/და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არას­რულ­წ­ლოვ­ნის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა, თუ რა­ტომ არ მი­მარ­თა დახ­მა­რე­ბის­თ­ვის შე­სა­ბა­მის პირს/უწყე­ბას და რომ მათ წი­ნა­აღ­მ­დეგ ჩა­დე­ნი­ლ ქმე­დე­ბა­ში თა­ვად ისი­ნი არი­ან დამ­ნა­შა­ვე­ნი.“

„აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტე­ბი მეტყ­ვე­ლებს იმა­ზე, რომ სა­ჭი­როა აქ­ტი­უ­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გ­მა და­კითხ­ვის პრო­ცე­სის ხა­რის­ხის კონ­ტ­რო­ლის/მო­ნი­ტო­რინ­გის მი­მარ­თუ­ლე­ბით და სა­ჭი­როა და­კითხ­ვის მწარ­მო­ე­ბე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის მუდ­მი­ვი გა­დამ­ზა­დე­ბა“ — აცხა­დებს ნი­ნო ლომ­ჯა­რია.

სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლი, პრაქ­ტი­კუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მოფხ­ვ­რის აუცი­ლებ­ლო­ბას­თან ერ­თად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბას აძ­ლევს რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბაც, მი­სი­ვე აზ­რით, ნამ­დ­ვი­ლად უზ­რუნ­ველ­ყოფს ბავ­შ­ვის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სის დაც­ვას და ისე­თი არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მას, რო­მე­ლიც უპა­სუ­ხებს  სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს. სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის რე­კო­მენ­და­ცი­ებს შო­რის მოხ­ვ­და პრო­კუ­რორ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის (არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბა­ში – სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცია) და ხა­რის­ხის კონ­ტ­რო­ლის ეფექ­ტი­ა­ნი მე­ქა­ნიზ­მის შე­მუ­შა­ვე­ბა, ად­ვო­კატ­თა გა­დამ­ზა­დე­ბის გან­გ­რ­ძო­ბა­დი სის­ტე­მის შექ­მ­ნა და საპ­რო­ცე­სო წარ­მო­მად­გენ­ლის სტა­ტუ­სით მო­სარ­გებ­ლე სო­ცი­ა­ლურ მუ­შაკ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ზე ზრუნ­ვა.

ომ­ბუდ­ს­მე­ნის აპა­რატ­ში გა­ნაცხა­დეს, რომ პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის აპა­რატ­სა და ა(ა)იპ „ინი­ცი­ა­ტი­ვა მოწყ­ვ­ლა­დი ჯგუ­ფე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თ­ვის“ ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მის სა­ფუძ­ველ­ზე, ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფოს სა­ელ­ჩოს ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით.

მოამზადა ლალი ჯელაძემ 

დატოვეთ კომენტარი