კერ­ძო სექ­ტო­რი — პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­უც­ვ­ლე­ლი აქ­ტო­რი

366
პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა გა­ნათ­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი სა­ფე­ხუ­რია, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა აქვს კერ­ძო სექ­ტორ­თან. უფ­რო მე­ტიც, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა კერ­ძო სექ­ტო­რის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს.
გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ში, 2016 წელს, და­იწყო სა­მუ­შა­ო­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მით პი­ლო­ტი­რე­ბა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცია ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ციაა, რომ­ლის დახ­მა­რე­ბი­თაც აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­ლო­ტი­რე­ბა წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და.
ნი­კო­ლოზ მეს­ხიშ­ვი­ლი,
ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ოფი­ცე­რი 

 

— ბა­ტო­ნო ნი­კო­ლოზ, რა არის სა­მუ­შა­ო­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი და რა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა იმ სტუ­დენ­ტებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რომ­ლე­ბიც დუ­ა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ში არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი, რა სარ­გე­ბე­ლი აქვთ მათ?

— სა­მუ­შა­ო­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა რო­გორც პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის, ასე­ვე შრო­მის ბაზ­რის მოთხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­სა და პრო­ფე­სი­ულ სტუ­დენ­ტ­თა კა­რი­ე­რუ­ლი პერ­ს­პექ­ტი­ვი­სათ­ვის. თუმ­ცა უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნოთ, რომ სა­მუ­შა­ო­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის მიდ­გო­მით შე­საძ­ლე­ბე­ლია სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, მათ შო­რი­საა დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლის შე­დე­გე­ბი რე­ა­ლურ სა­მუ­შაო გა­რე­მო­ში შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­იღ­წე­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბა დუ­ა­ლუ­რი სწავ­ლე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბებს, სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის გა­მოვ­ყოფ ძი­რი­თად სარ­გე­ბელს, რაც შე­საძ­ლე­ბე­ლია გან­ს­ხ­ვავ­დე­ბო­დეს პროგ­რა­მის, რე­გი­ო­ნის, სას­წავ­ლებ­ლის თუ კერ­ძო სექ­ტო­რის სპე­ცი­ფი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტის სარ­გე­ბე­ლია:

სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა: იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ დუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მის დარ­გობ­რი­ვი მო­დუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სწავ­ლის შე­დე­გე­ბის 50%-ზე მე­ტის მიღ­წე­ვა სა­წარ­მო­ში ხდე­ბა, პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტი პროგ­რა­მის უმე­ტეს ნა­წილს კერ­ძო სექ­ტორ­თან ატა­რებს და შე­სა­ბა­მი­სად, სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, უგ­როვ­დე­ბა სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ულ სტუ­დენ­ტ­სა და კომ­პა­ნი­ას შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბი­თაა გამ­ყა­რე­ბუ­ლი.

ანაზღა­უ­რე­ბა: სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბის დროს, პრო­ფე­სი­ულ სტუ­დენტს ანაზღა­უ­რე­ბა ეძ­ლე­ვა. ანაზღა­უ­რე­ბის ფორ­მა და გა­დახ­დის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბი კი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია, აგ­რა­რუ­ლი სექ­ტო­რი­სა და სე­ზო­ნუ­რო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

⇒კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­მუ­შაო და პრაქ­ტი­კუ­ლი საქ­მე: პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის პა­რა­ლე­ლუ­რად, პრაქ­ტი­კულ უნა­რებს ეუფ­ლე­ბი­ან და აგ­რა­რუ­ლი კუთხით, კვა­ლი­ფი­ცი­ურ სა­მუ­შა­ოს ას­რუ­ლე­ბენ რე­ა­ლურ სა­მუ­შაო გა­რე­მო­ში;

სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის წა­მოწყე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა: კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებს, კერ­ძო სექ­ტო­რის სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აქვთ შან­სი, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ავ­ლი­ნონ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რა­თა და­საქ­მ­დ­ნენ იქ, სა­დაც ანაზღა­უ­რე­ბა­დი პრაქ­ტი­კა გა­ი­ა­რეს. მათ ასე­ვე შე­უძ­ლი­ათ მო­ი­ძი­ონ მსგავ­სი პრო­ფი­ლის კომ­პა­ნია/ფერ­მე­რუ­ლი მე­ურ­ნე­ო­ბა ან გა­ნა­ვი­თა­რონ სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი, რი­სი პრე­ცე­დენ­ტიც გვაქვს, თუნ­დაც მე­ფუტ­კ­რე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

⇒ტრან­ს­პორ­ტი­რე­ბა: გარ­კ­ვე­ულ რე­გი­ო­ნებ­ში, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან სა­წარ­მომ­დე, სტუ­დენტს შე­უძ­ლია ისარ­გებ­ლოს უფა­სო ტრან­ს­პორ­ტი­რე­ბით.

⇒შემ­დ­გომ სა­ფე­ხურ­ზე სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა: ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, დღეს­დღე­ო­ბით, სა­ბა­ზო გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე სტუ­დენ­ტებს, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, სრუ­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც სთა­ვა­ზობს.

სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ აღი­ა­რე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტი: პროგ­რა­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულს გა­და­ე­ცე­მა სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ აღი­ა­რე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი.

და­მა­ტე­ბი­თი სერ­ვი­სე­ბი: დუ­ა­ლუ­რი სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში სტუ­დენ­ტე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ დაზღ­ვე­ვით და კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­მუ­შა­ოს შე­სას­რუ­ლებ­ლად გა­და­ე­ცე­მათ შე­სა­ბა­მი­სი უნი­ფორ­მე­ბი.

— ვინ არის კომ­პა­ნი­ის ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რი და რა ფუნ­ქ­ცია-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი აქვს მას?

— ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რი დუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ფი­გუ­რაა, ფაქ­ტობ­რი­ვად, მას პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის თა­ნა­ბა­რი პო­ზი­ცია უჭი­რავს სას­წავ­ლო სა­წარ­მო­ში.

დუ­ა­ლუ­რი სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის სა­მუ­შაო პრო­ცესს ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას სწო­რედ კომ­პა­ნი­ის ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რი უწევს, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­მუ­შაო ად­გილ­ზე სტუ­დენ­ტე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, ჟურ­ნალ­ში ჩა­ნა­წე­რე­ბის მარ­თე­ბუ­ლო­ბას, სტუ­დენ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბას და ზო­გა­დად, პრაქ­ტი­კუ­ლი კომ­პო­ნენ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ას. შე­სა­ბა­მი­სად, ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რის, ისე­ვე რო­გორც პრო­ფე­სი­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლის, ფუნ­ქ­ცია-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის სა­თა­ნა­დოდ შეს­რუ­ლე­ბა დუ­ა­ლუ­რი სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ეფექ­ტი­ა­ნად წარ­მარ­თ­ვა­ზე აისა­ხე­ბა.

— რო­მელ პრო­ფე­სი­ებ­ში ახორ­ცი­ე­ლებს ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცია სა­მუ­შა­ო­ზე და­ფუძ­ნე­ბულ სწავ­ლე­ბას და რო­გორ ჩა­ერ­თონ მსურ­ვე­ლე­ბი პროგ­რა­მა­ში?

— სა­მუ­შა­ო­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი დუ­ა­ლუ­რი სწავ­ლე­ბა, ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის კო­ორ­დი­ნა­ცი­ით, შემ­დე­გი მი­მარ­თუ­ლე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა: მე­ხი­ლე­ო­ბა, მე­ფუტ­კ­რე­ო­ბა, მე­ბა­ღე­ო­ბა, ვე­ტე­რი­ნა­რია, ხორც-პრო­დუქ­ტე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბა, ხი­ლი­სა და ბოს­ტ­ნე­უ­ლის გა­და­მუ­შა­ვე­ბა, მე­თევ­ზე­ო­ბა და რძის პრო­დუქ­ტე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბა. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა აქვს ყვე­ლას, ვი­საც ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის ან კონ­კ­რე­ტულ პროგ­რა­მა­ზე მი­სა­ღე­ბად და­წე­სე­ბუ­ლი წი­ნა­პი­რო­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს. სა­ჯა­რო პრო­ფე­სი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში რე­გის­ტ­რა­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლია წე­ლი­წად­ში ერ­თხელ, გა­ზაფხუ­ლი­დან ზაფხუ­ლის ჩათ­ვ­ლით. რე­გის­ტ­რა­ცი­ის­თ­ვის სა­ჭი­როა მხო­ლოდ პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა. რე­გის­ტ­რა­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რებ­ში, დუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ან ვებ­გ­ვერ­დის www.vet.emis.ge (სა­სურ­ველ პროგ­რა­მა­ზე რე­გის­ტ­რა­ცია ფუნ­ქ­ცი­უ­რია მხო­ლოდ მი­ღე­ბის პე­რი­ოდ­ში) სა­შუ­ა­ლე­ბით. რე­გის­ტ­რა­ცი­ის გავ­ლის შემ­დეგ, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რი სპე­ცი­ა­ლურ გა­სა­უბ­რე­ბას გა­ივ­ლის და წარ­მა­ტე­ბუ­ლი კან­დი­და­ტე­ბი, ყო­ველ­გ­ვა­რი ტეს­ტი­რე­ბის გვერ­დის ავ­ლით, მო­ი­პო­ვე­ბენ პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტის სტა­ტუსს.

— რო­მელ წარ­მა­ტე­ბულ მო­დე­ლებს ეყ­რ­დ­ნო­ბით ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას?

— პრო­ექ­ტი ეფუძ­ნე­ბა ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი­სა და შვე­ი­ცა­რი­ის სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კას, სა­დაც პო­პუ­ლა­რუ­ლია დუ­ა­ლუ­რი სწავ­ლე­ბა. თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვი კონ­ტექ­ს­ტი­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­რე­მო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მო­დე­ლე­ბის და­ნერ­გ­ვი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ეტაპ­ზე, პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლია.

პრო­ექ­ტი „სა­მუ­შა­ო­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა“ ხორ­ცი­ელ­დე­ბა გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის (UNDP), შვე­ი­ცა­რი­ის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის სა­ა­გენ­ტოს (SDC) მხარ­და­ჭე­რით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­როს, დარ­გობ­რი­ვი უნა­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის „აგ­რო დუო“ ჩარ­თუ­ლო­ბი­თა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის (GFA) კო­ორ­დი­ნა­ცი­ით.

ნი­ნო ელ­ბა­ქი­ძე,
გა­ე­როს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის ექ­ს­პერ­ტი

 

— ქალ­ბა­ტო­ნო ნი­ნო, ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით და თქვე­ნი კო­ორ­დი­ნა­ცი­ით, ჩა­ტარ­და პი­ლო­ტი­რე­ბის ფა­ზა­ში მო­ნა­წი­ლე კომ­პა­ნი­ე­ბის ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რე­ბის კვლე­ვა. რა აჩ­ვე­ნა კვლე­ვამ, რო­გო­რია მთა­ვა­რი შე­დე­გე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი?

— პირ­ველ რიგ­ში, უნ­და ვი­სა­უბ­როთ იმა­ზე, თუ რა­ტომ გახ­და სა­ჭი­რო კომ­პა­ნი­ის ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რე­ბის კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა. კვლე­ვის ინი­ცი­რე­ბა იმან გა­ნა­პი­რო­ბა, რომ კომ­პა­ნი­ის ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რებს, რომ­ლე­ბიც ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ სა­მუ­შა­ო­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის პი­ლო­ტი­რე­ბა­ში, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მო­ციდ­ლე­ბა და­უგ­როვ­დათ და ეს გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­გორც და­დე­ბი­თი, ასე­ვე გა­სა­უმ­ჯო­ბე­სე­ბე­ლი მხა­რე­ე­ბით, გა­დამ­წყ­ვე­ტი რე­სურ­სია იმი­სათ­ვის, რომ მომ­დევ­ნო ფა­ზა­ში სა­მუ­შა­ო­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბით გაგ­რ­ძელ­დეს.

ნე­ბის­მი­ე­რი რე­ფორ­მა, რო­მე­ლიც იგეგ­მე­ბა, კონ­კ­რე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მხრებ­ზე გა­და­დის. სხვაგ­ვა­რად რომ ვთქვათ, რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სია ის მთა­ვა­რი ძა­ლა, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბის შე­დე­გებს აჩ­ვე­ნებს. ამ შემ­თხ­ვე­ვა­შიც ასეა. ფუნ­და­მენ­ტუ­რად ახალ მი­მარ­თუ­ლე­ბას­თან გვაქვს საქ­მე, კერ­ძო სექ­ტო­რი და კომ­პა­ნი­ის ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რი, აქამ­დე, არა­სო­დეს ყო­ფი­ლა ჩარ­თუ­ლი პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, მათ მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა გულ­დას­მი­თაა შე­სას­წავ­ლი და გა­სა­ა­ნა­ლი­ზე­ბე­ლი. ზე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლილ­მა ფაქ­ტო­რებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა, თავ­და­პირ­ვე­ლად, კვლე­ვის ინი­ცი­რე­ბა.

კვლე­ვა­ში ჩარ­თუ­ლი იყო 27 კომ­პა­ნი­ის ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რი, ისი­ნი პი­ლო­ტი­რე­ბის ფა­ზა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ. კვლე­ვა მო­ი­ცავს კომ­პა­ნი­ის ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რე­ბის შე­სა­ხებ სხვა­დას­ხ­ვა მო­ნა­ცე­მის შეგ­რო­ვე­ბას, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, მა­თი პრო­ფე­სია, ასა­კი, სა­მუ­შაო გა­მო­ცდი­ლე­ბა, სტუ­დენ­ტ­თა რა­ო­დე­ნო­ბა და სხვა. ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რე­ბი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გა­ცე­მა სტუ­დენ­ტ­თა შერ­ჩე­ვი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ, ასე­ვე სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში წარ­მოქ­მ­ნილ სიძ­ნე­ლე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და სხვა.

კვლე­ვის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, შე­მუ­შავ­და 18 რე­კო­მენ­და­ცია და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, სა­მუ­შა­ო­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად.

გა­გაც­ნობთ რამ­დე­ნი­მე მათ­განს:

⇒ შე­იქ­მ­ნას კომ­პა­ნი­ის ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რე­ბის ქსე­ლი, მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა. მო­ეწყოს პე­რი­ო­დუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი/კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი/ვორ­კ­შო­პე­ბი კომ­პა­ნი­ის ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რე­ბის ქსე­ლის გა­ფარ­თო­ე­ბი­სა და მა­თი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით.

⇒ აუცი­ლე­ბე­ლია, არ­სე­ბობ­დეს კომ­პა­ნი­ის ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის, აგ­რეთ­ვე ქო­უ­ჩინ­გის სის­ტე­მა. შე­საძ­ლე­ბე­ლია, ეს და­ვა­ლე­ბა შე­ი­თავ­სოს სა­მუ­შა­ო­ზე და­ფუძ­ნე­ბულ სწავ­ლე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბელ­მა რო­მე­ლი­მე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ (გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო/მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლი/სა­ვაჭ­რო სამ­რეწ­ვე­ლო პა­ლა­ტა, დარ­გობ­რი­ვი უნა­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია/სხვა).

⇒ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და კომ­პა­ნი­ის ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბის, ასე­ვე, სა­მუ­შა­ო­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გაზ­რ­დის მიზ­ნით, აუცი­ლე­ბე­ლია, და­ი­გეგ­მოს მას­წავ­ლე­ბელ­თა და ინ­ს­ტ­რუქ­ტორ­თა ერ­თობ­ლი­ვი ტრე­ნინ­გე­ბი.

⇒ ხე­ლი შე­ეწყოს ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ინი­ცი­ა­ტი­ვას, პრო­ფე­სი­ულ მას­წავ­ლე­ბელ­თან და/ან პრო­ფე­სი­ულ სტუ­დენ­ტ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის კუთხით, მა­გა­ლი­თად: პრო­ფე­სი­უ­ლი ქსე­ლე­ბის შექ­მ­ნა, სტუ­დენ­ტე­ბის გაც­ვ­ლა სხვა­დას­ხ­ვა კომ­პა­ნი­ა­ში, სხვა ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რებ­თან გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა და სხვა.

⇒ სტუ­დენ­ტ­თა შერ­ჩე­ვის პრო­ცე­დუ­რებ­ში ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რის ჩარ­თ­ვა აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა. ამ­გ­ვა­რი მიდ­გო­მა ამაღ­ლებს ნდო­ბას ინ­ს­ტ­რუქ­ტორ­სა და პრო­ფე­სი­ულ სტუ­დენტს შო­რის, რაც, თა­ვის მხრივ, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე და­დე­ბი­თად აისა­ხე­ბა. სა­მო­მავ­ლოდ, პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტის შერ­ჩე­ვა ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რის გა­რე­შე არ უნ­და მოხ­დეს.

⇒ პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის შერ­ჩე­ვის პრო­ცესს და­ე­მა­ტოს პრო­ფე­სი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რა. პრო­ფე­სი­ულ სტუ­დენ­ტებს, სა­ნამ ისი­ნი აირ­ჩე­ვი­ან სა­ბო­ლოო სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩა­სარ­თა­ვად, აუცი­ლე­ბე­ლია, ჩა­უ­ტარ­დეთ ინ­ს­ტ­რუქ­ტა­ჟი პრო­ფე­სი­ა­ში, მათ შო­რის სა­ვე­ლე პრაქ­ტი­კა. ამ­გ­ვა­რი მიდ­გო­მით სწავ­ლე­ბის­თ­ვის შე­ვარ­ჩევთ ისეთ სტუ­დენ­ტებს, რომ­ლე­ბიც საკ­მა­რი­სად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი­ან პრო­ფე­სი­ის და­სა­უფ­ლებ­ლად.

⇒ აუცი­ლე­ბე­ლია, დად­გეს ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რე­ბის ანაზღა­უ­რე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბის სა­კითხი, შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ერ. პრო­ცე­სის მდგრა­დო­ბი­სა და სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბი­სათ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია, რომ კომ­პა­ნი­ის ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რე­ბის სა­მუ­შაო იყოს ანაზღა­უ­რე­ბუ­ლი.

⇒ კომ­პა­ნი­ის ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რე­ბი მო­აზ­რე­ბუ­ლი უნ­და იყ­ვ­ნენ, რო­გორც პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის ერთ-ერ­თი ტი­პი. ისი­ნი ითხო­ვენ, რომ მა­თი საქ­მი­ა­ნო­ბა ისე­ვე იქ­ნეს აღი­ა­რე­ბუ­ლი პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბად, რო­გორც პრო­ფე­სი­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლის მუ­შა­ო­ბა პრო­ფე­სი­ულ სტუ­დენ­ტ­თან.

იმი­სათ­ვის, რომ ქვე­ყა­ნა­ში სა­მუ­შა­ო­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის იმ­პ­ლე­მენ­ტა­ცია წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დეს, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კვლე­ვა კი­დევ გაგ­რ­ძელ­დე­ბა. მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე, ვიკ­ვ­ლევთ პრო­ფე­სი­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის კმა­ყო­ფი­ლე­ბას დუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვით, ასე­ვე, იმ სტუ­დენ­ტე­ბის წარ­მა­ტე­ბებს, რო­მელ­თაც ან შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შაო და­იწყეს, ან სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი და­ა­ფუძ­ნეს. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის მთა­ვა­რი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძა­ლაა, რო­მე­ლიც შრო­მის ბა­ზარს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბით უზ­რუნ­ველ­ყოფს. ამი­ტომ, პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას, ფაქ­ტობ­რი­ვად, ეკო­ნო­მი­კის პულ­ს­ზე უდევს ხე­ლი, რაც, კო­ვი­დის პი­რო­ბებ­ში და მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბით შე­ფე­რე­ხე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კის ფონ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

ესა­უბ­რა ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

დატოვეთ კომენტარი