ისტორიოგრაფია დროსთან თამაშია და ეს ძალიან მომწონს

407

რუბ­რი­კის „ქართველი სტუდენტები უცხოეთში” სტუ­მა­რია ბრის­ტო­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი გრი­გოლ გე­გე­ლია

🔹 გრი­გოლ, მი­ამ­ბე, რო­გორ ჩა­ი­რიცხე ბრის­ტო­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში?

პირ­ველ რიგ­ში, გმად­ლობთ ინ­ტე­რე­სი­სათ­ვის. დი­ახ, ბრი­ტა­ნეთ­ში გა­მომ­გ­ზავ­რე­ბამ­დე, ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვსწავ­ლობ­დი თბი­ლი­სის მე­ო­რე გიმ­ნა­ზი­ა­ში (ამ­ჟა­მინ­დე­ლი 195-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა). რო­დის და­იწყო ყვე­ლა­ფე­რი? ზუს­ტად არ მახ­სოვს.
ინ­გ­ლის­ში სწავ­ლა ჩე­მი უდი­დე­სი ოც­ნე­ბა იყო — ინ­გ­ლი­სი ბავ­შ­ვო­ბი­დან უზო­მოდ მიყ­ვარ­და. უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად, ყვე­ლა­ფე­რი ალ­ბათ მა­შინ და­იწყო, რო­დე­საც კერ­ძო გა­რე­მო­ე­ბებ­მა სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცეს, უფ­რო რე­ა­ლუ­რად მე­ფიქ­რა ინ­გ­ლის­ში სწავ­ლის შე­სა­ხებ.
ამის შემ­დეგ, თით­ქ­მის მთე­ლი წე­ლი გა­ვა­ტა­რე კო­ლე­ჯე­ბის პრო­ფი­ლე­ბის შეს­წავ­ლა­ში: ვსტუმ­რობ­დი ათას­გ­ვარ ვებ­გ­ვერდს, რე­ი­ტინ­გებს და ა.შ. სა­ბო­ლო­ოდ, 2006 წელს, ლონ­დო­ნის ათამ­დე კო­ლეჯ­ში გა­ვი­ა­რე ინ­ტერ­ვიუ. ათი­ვემ მი­მი­ღო, თუმ­ცა აქე­დან ათი­ვე უფა­სო კო­ლე­ჯი იყო, ბრი­ტა­ნე­თის სა­ელ­ჩომ კი მკა­ფი­ოდ გან­მი­მარ­ტა, რომ არა­ევ­რო­კავ­ში­რელ სტუ­დენ­ტ­ზე სტუ­დენ­ტურ ვი­ზას მხო­ლოდ მა­შინ გას­ცემ­და, თუ სტუ­დენ­ტი სწავ­ლის გარ­კ­ვე­ულ სა­ფა­სურს იხ­დის. სა­ბო­ლო­ოდ, შე­და­რე­ბით იაფი­ან კო­ლეჯ­ზე შე­ვა­ჩე­რე ყუ­რადღე­ბა და იქ მო­ვეწყ­ვე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კო­ლეჯ­ში ქარ­თუ­ლი სკო­ლის შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­სა­უბ­რე­ბი­სა და ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად მოვ­ხ­ვ­დი. გა­სა­ხა­რია, რომ ქარ­თუ­ლი სა­შუ­ა­ლო სკო­ლის შე­ფა­სე­ბას ბრი­ტა­ნუ­ლი კო­ლე­ჯე­ბი აღი­ა­რე­ბენ.
უნი­ვერ­სი­ტეტს რაც შე­ე­ხე­ბა, ბრი­ტა­ნეთ­ში სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო აპ­ლი­კა­ცი­ის სის­ტე­მა საკ­მა­ოდ სწორ­ხა­ზო­ვა­ნი და მოქ­ნი­ლია. აპ­ლი­კა­ცია ხდე­ბა UCAS-ის მეშ­ვე­ო­ბით (უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­სა და კო­ლე­ჯე­ბის მი­სა­ღე­ბი სის­ტე­მა). სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო აპ­ლი­კან­ტის მი­ღე­ბა პერ­სო­ნა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბის, რამ­დე­ნი­მე და­ხა­სი­ა­თე­ბი­სა და კო­ლე­ჯის ნიშ­ნე­ბის შე­ფა­სე­ბის შე­დე­გად ხდე­ბა. რიგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა კან­დი­დატს გა­სა­უბ­რე­ბაც და­უ­ნიშ­ნოს, თუმ­ცა, ჩემ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეს ასე არ ყო­ფი­ლა. ჩვე­უ­ლებ­რივ, ტო­პო­ცე­ულ­ში შე­მა­ვა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი სტუ­დენ­ტი­სა­გან, მი­ნი­მუმ, ორ A და ერთ B ქუ­ლას (AAB) ელი­ან, თუმ­ცა, ამის შე­სა­ხებ არა­ნა­ი­რი სტა­ტი­კუ­რი „კა­ნო­ნი“ არ არ­სე­ბობს — გა­აჩ­ნია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ აპ­ლი­კა­ცი­ას, უნი­ვერ­სი­ტეტს და კურსს, ანუ ქუ­ლა შე­ფა­სე­ბის არა ერ­თა­დერ­თი, არა­მედ ერთ-ერ­თი ფაქ­ტო­რია.

🔹 მი­ამ­ბე ბრის­ტო­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რია.

ბრის­ტო­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ბრი­ტა­ნე­თის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტია, თი­თო ად­გილ­ზე აპ­ლი­კან­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით კი — ბრი­ტა­ნე­თის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტიც. ზო­გა­დად, ბრი­ტა­ნეთ­ში არ­სე­ბობს ე.წ. „რა­სე­ლის ჯგუ­ფი“, რო­მე­ლიც, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ამე­რი­კის აივი ლი­გის ბრი­ტა­ნუ­ლი ეკ­ვი­ვა­ლენ­ტია და ოც წამ­ყ­ვან (და შე­სა­ბა­მი­სად ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ) კვლე­ვით უნი­ვერ­სი­ტეტს აერ­თი­ა­ნებს. ბრის­ტო­ლი ამ ჯგუ­ფის ერთ-ერ­თი და­მა­არ­სე­ბე­ლი წევ­რი გახ­ლავთ.
ბრის­ტო­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი კვლე­ვი­თი ცენ­ტ­რია, თით­ქ­მის ყო­ველ წელს შე­დის ბრი­ტა­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ტოპ­ათე­ულ­ში, მსოფ­ლი­ო­ში კი თით­ქ­მის ყო­ველ­თ­ვის მი­ე­კუთ­ვე­ნე­ბა ტო­პორ­მოც­და­ა­თე­ულს. თუმ­ცა, პი­რა­დად მე რე­ი­ტინ­გებს, რი­გი მი­ზე­ზე­ბის გა­მო, ყუ­რადღე­ბას არ ვაქ­ცევ. პირ­ველ რიგ­ში იმი­ტომ, რომ რე­ი­ტინ­გე­ბი ხე­ლოვ­ნუ­რია და ამა თუ იმ ნიშ­ნით ყო­ველ­თ­ვის მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი. ამას­თა­ნა­ვე, ჩე­მი აზ­რით, ნე­ბის­მი­ერ რე­ი­ტინ­გ­ზე უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ის, თუ რო­გორ აკ­მა­ყო­ფი­ლებს მო­ცე­მუ­ლი ფა­კულ­ტე­ტი ადა­მი­ა­ნის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ მოთხოვ­ნი­ლე­ბებ­სა და მო­ლო­დინს. მა­გა­ლი­თად, ჩემ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბრის­ტო­ლის ის­ტო­რი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტი (ოქ­ს­ფორ­დ­თან და კემ­ბ­რიჯ­თან ერ­თად) ყვე­ლა­ზე კარ­გი ის­ტო­რი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტი იყო, სა­დაც კი შე­იძ­ლე­ბო­და მოვ­ხ­ვედ­რი­ლი­ყა­ვი იმი­ტომ, რომ ჩვენს დე­პარ­ტა­მენტს საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ის­ტო­რი­ის სკო­ლა აქვს, მე კი სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვიკ­ვ­ლევ და ვინ­ტე­რეს­დე­ბი.
ბრის­ტო­ლის ის­ტო­რი­ას რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, უნი­ვერ­სი­ტეტ­მა სა­მე­ფო სი­გე­ლი 1909 წელს მი­ი­ღო. 2009 წელს 100 წლის იუბი­ლე სა­ზე­ი­მოდ აღი­ნიშ­ნა რი­გი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით, მათ შო­რის გა­მო­ჩე­ნი­ლი ექს-ბრის­ტო­ლე­ლე­ბის ლექ­ცი­ა­თა ციკ­ლით. ასე­თი კი, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბევ­რია. ბრის­ტო­ლი, სა­ერ­თო ჯამ­ში, 11 ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ატ­თან ასო­ცირ­დე­ბა, რო­მელ­თა­გან ზო­გი აქ თა­ვად სწავ­ლობ­და, ზო­გი კი — ას­წავ­ლი­და. ბრის­ტოლ­ში სხვა­დას­ხ­ვა დროს სწავ­ლობ­დ­ნენ თა­ნა­მედ­რო­ვე ბრი­ტა­ნუ­ლი დრა­მის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ფი­გუ­რე­ბი: ჰა­როლდ პინ­ტე­რი, სა­რა კე­ი­ნი, მარკ რა­ვენ­ჰი­ლი, დე­ი­ვიდ გრე­გი, ისე­ვე რო­გორც ფრან­გი რო­მა­ნის­ტი და ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი ლი­ტე­რა­ტუ­რის დარ­გ­ში — ჟან მა­რი გუს­ტავ ლე კლე­ზიო, რო­მა­ნის­ტი დე­ი­ვიდ მი­ჩე­ლი და სხვა­ნი. პოლ დი­რა­კი, ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი ფი­ზი­კა­ში, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ფაქ­ტობ­რი­ვად კვან­ტუ­რი მე­ქა­ნი­კის და­სა­ბა­მი გა­ნა­პი­რო­ბა, ფი­ზი­კას ბრის­ტოლ­ში ეუფ­ლე­ბო­და, მსგავ­სად სერ უილი­ამ რამ­ზი­სა, რო­მელ­მაც 1904 წელს მი­ი­ღო ნო­ბე­ლის პრე­მია ქი­მი­ა­ში. ექს-ბრის­ტო­ლე­ლე­ბი საკ­მაო წარ­მა­ტე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­შიც; ამ სფე­რო­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ორს გა­მოვ­ყოფ­დი: ბი­ბი­სის რი­გით მე­ო­რე პო­ლი­ტი­კურ რე­დაქ­ტორს — ჯე­იმზ ლან­დე­ილს და The Daily Telegraph-ის რე­დაქ­ტორს — უილი­ამ ლუ­ისს. ბრის­ტოლ­ში სწავ­ლობ­და მო­ნა­კოს პრინ­ცი, ალ­ბერ მე­ო­რე. ბრის­ტოლ­ში, ასე­ვე, სწავ­ლობ­და ბრი­ტა­ნე­თის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის — MI5-ის ამ­ჟა­მინ­დე­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ბა­ტო­ნი ჯო­ნა­თან ევან­სი. რა­ო­დენ პა­რა­დოქ­სუ­ლა­დაც უნ­და ჟღერ­დეს, რამ­დე­ნი­მე თა­ო­ბით ად­რე, ასე­ვე ბრის­ტოლ­ში სწავ­ლობ­და ცნო­ბი­ლი ფი­ზი­კო­სი კლა­უს ფუქ­სი, რო­მე­ლიც რუ­სე­თი­სათ­ვის ჯა­შუ­შობ­და.

🔹 უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რა პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბი?

მე გახ­ლა­ვართ ხე­ლოვ­ნე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის ის­ტო­რი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის სტუ­დენ­ტი. ის­ტო­რი­ის კურ­სის ფარ­გ­ლებ­ში, ვსწავ­ლობ სხვა­დას­ხ­ვა პე­რი­ო­დი­სა და ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ას, თუმ­ცა, ჩე­მი ინ­ტე­რე­სის უმ­თავ­რეს სფე­როს წარ­მო­ად­გენს შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­სა და ად­რინ­დე­ლი მო­დერ­ნის (მე­თოთხ­მე­ტე-მეჩ­ვიდ­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ე­ბი) ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ის­ტო­რია, ანუ — იდე­ე­ბის ის­ტო­რია, ისე­ვე რო­გორც ად­რინ­დე­ლი მო­დერ­ნის კულ­ტუ­რუ­ლი და თე­ო­ლო­გი­უ­რი ის­ტო­რი­ის რი­გი ას­პექ­ტე­ბი.
ის­ტო­რია დრო­ში ხე­ტი­ა­ლია — უბ­რა­ლოდ სა­ო­ცა­რია, რას არ წა­აწყ­დე­ბი ქრო­ნო­სის ხაზ­ზე: ბე­ბერ ბერს, იდუ­მალ მკვლე­ლო­ბას, მო­ხე­ტი­ა­ლე ებ­რა­ელს, ერე­ტი­კოსს, ერო­ტი­კას, „მფრი­ნავ ჰო­ლან­დი­ელს“, მით­სა და სი­ნამ­დ­ვი­ლეს, სიზ­მარ­სა და რე­ა­ლო­ბას, დრა­მას, დროს… რაც მთა­ვა­რია, დროს. დი­ახ, ის­ტო­რი­კო­სე­ბი მო­ხე­ტი­ა­ლე­ე­ბი ვართ. აი, ფა­რა­ჯა­ნო­ვის „აშიქ ქე­რიბ­ში“ ან ფა­მუ­ქის რო­მე­ლი­მე რო­მან­ში რომ პო­ეტ-მუ­სი­კოს-მო­ხე­ტი­ა­ლეა, და­ახ­ლო­ე­ბით ასე ვართ. სამ­წუ­ხა­როდ, ოდ­ნავ უფ­რო მეც­ნი­ე­რუ­ლე­ბი და სის­ტე­მა­ტურ­ნი. ის­ტო­რი­ოგ­რა­ფია დროს­თან თა­მა­შია და მე ეს ძა­ლი­ან მომ­წონს.

🔹 ზო­გა­დად, რა შე­გიძ­ლია მი­ამ­ბო ბრის­ტო­ლის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ზე, სას­წავ­ლო პროგ­რა­მი­სა და ლექ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ. რამ­დე­ნა­დაც ვი­ცი, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლექ­ცი­ე­ბის წა­სა­კითხად ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს იწ­ვე­ვენ, ვინ არი­ან ისი­ნი?

მსგავ­სად სხვა ბრი­ტა­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­სა, ბრის­ტოლ­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კურ­სე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სამ­წ­ლი­ა­ნია, ტექ­ნი­კუ­რი ხა­სი­ა­თის კურ­სე­ბი­სა კი — ოთხ­წ­ლი­ა­ნი. სას­წავ­ლო პროგ­რა­მა და ლექ­ცი­ე­ბის კურ­სი დე­პარ­ტა­მენ­ტ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა, შე­მიძ­ლია გითხ­რათ ის­ტო­რი­ის პროგ­რა­მის სტრუქ­ტუ­რის შე­სა­ხებ. ლექ­ცი­ე­ბის კურ­ს­თან ერ­თად, სტუ­დენტს ყო­ველ­თ­ვის უტარ­დე­ბა 50-წუ­თი­ა­ნი სე­მი­ნა­რე­ბის ციკ­ლი (კვი­რა­ში ორი ან სა­მი), რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს დე­ტა­ლურ დის­კუ­სი­ას 10-15-კა­ცი­ან ჯგუფ­ში, წი­ნას­წარ მო­ცე­მულ თე­მა­ზე, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც სტუ­დენ­ტ­მა საკ­მა­ოდ ფარ­თო რან­გის ლი­ტე­რა­ტუ­რა — პირ­ვე­ლა­დი და მე­ო­რა­დი წყა­რო­ე­ბი — უნ­და წა­ი­კითხოს.
სტუმ­რებს რაც შე­ე­ხე­ბა, ბრის­ტოლს ხში­რად სტუმ­რო­ბენ მეც­ნი­ე­რე­ბი და მო­აზ­როვ­ნე­ე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნე­ბი­დან, ისე­ვე რო­გორც ბრი­ტა­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­დან. მა­გა­ლი­თად, ის­ტო­რი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის წი­ნა წლის სტუმ­რებს შო­რის იყ­ვ­ნენ: თე­ო­ლო­გი­ის ოქ­ს­ფორ­დე­ლი პრო­ფე­სო­რი და მსოფ­ლი­ოს ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი ავ­ტო­რი­ტე­ტი ქრის­ტი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ — დი­არ­მედ მაკ­კა­ლო­ხი და პრო­ფე­სო­რი მი­რი რუ­ბი­ნი, საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი კულ­ტუ­რის ის­ტო­რი­კო­სი.
გა­სულ წელს, ბრის­ტოლ­ში, ახა­ლი და ძა­ლი­ან მი­სა­სალ­მე­ბე­ლი ტრა­დი­ცია დამ­კ­ვიდ­რ­და — „ბრის­ტო­ლის სა­უ­კე­თე­სო­ნი“ — ლექ­ცი­ა­თა კურ­სი, რო­მელ­საც სრუ­ლი­ად უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის მი­ერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი სა­უ­კე­თე­სო პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი კითხუ­ლო­ბენ. ამ კურ­სის ერთ-ერ­თი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მე გახ­ლა­ვართ. ჩვე­ნი მი­ზა­ნი ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი ინ­ტე­რე­სის გაღ­ვი­ძე­ბა იყო, რაც საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბით მო­ვა­ხერ­ხეთ. ამ­გ­ვა­რად, ახ­ლა ბრის­ტო­ლელ ფი­ზი­კოსს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ბრის­ტო­ლის თე­ო­ლო­გი­ის ან ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი მე­დი­ცი­ნის პრო­ფე­სორს უს­მი­ნოს, ის­ტო­რი­კოსს კი შე­უძ­ლია, სურ­ვი­ლი­სა­მებრ, ინ­ჟი­ნე­რი­ის დოქ­ტო­რის ან სუ­ლაც დრა­მა­ტურ­გის მი­ერ წა­კითხულ ლექ­ცი­ას და­ეს­წ­როს, რაც სხვა მხრივ შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, ლექ­ცი­ა­ზე დაშ­ვე­ბის საკ­მა­ოდ მკაც­რი სის­ტე­მის გა­მო.

🔹 გრი­გოლ, რო­გო­რი ქა­ლა­ქია ბრის­ტო­ლი, რო­გორია იქ სტუდენტური ცხოვრება?

ბრის­ტო­ლი დი­დი ქა­ლა­ქია (ერთ-ერ­თი ბრი­ტა­ნუ­ლი City), რო­მე­ლიც და­ხუნ­ძ­ლუ­ლია კლუ­ბე­ბით, პა­ბე­ბით და კა­ფე-ბა­რე­ბით, რაც მშვე­ნი­ე­რია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კლუ­ბებ­ში სი­ა­რუ­ლი ჩე­მი სი­სუს­ტე არ გახ­ლავთ. აი, კა­ფე-ბა­რებ­სა და პა­ბებ­ში კი ხში­რად მომ­კ­რავს ადა­მი­ა­ნი თვალს.

🔹 სად და რო­გორ ატა­რებ თა­ვი­სუ­ფალ დროს? 
დი­ახ, ვცდი­ლობ, დავ­კავ­დე სპორ­ტით, ხან გა­მომ­დის, ხან — არა. რო­ცა საკ­მა­რი­სი დრო და გან­წყო­ბა მაქვს, ვცუ­რავ. თა­ვი­სუ­ფალ დროს, უმე­ტეს­წი­ლად, ან მე­გობ­რებ­თან ვა­ტა­რებ, ან ინ­ტერ­ნეტ­ში „თა­რეშს“ ვუთ­მობ.

🔹 ეწყო­ბა თუ არა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­მოგ­ზა­უ­რო ტუ­რე­ბი, რო­მელ ქვეყ­ნებ­ში გი­წევთ წას­ვ­ლა და რა მიზნით?

ეს კონ­კ­რე­ტულ დე­პარ­ტა­მენ­ტ­ზე და დარ­გ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, გე­ოგ­რა­ფე­ბი ან თუნ­დაც არ­ქე­ო­ლო­გე­ბი გა­ცი­ლე­ბით უფ­რო აქ­ტი­უ­რად მოგ­ზა­უ­რო­ბენ, ვიდ­რე ქი­მი­კო­სე­ბი (რო­მელ­ნიც არას­დ­როს მოგ­ზა­უ­რო­ბენ). ის­ტო­რი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი ყო­ველ­წ­ლი­უ­რად აწყობს ტურ­ნე­ებს ევ­რო­პის სხვა­დას­ხ­ვა ქა­ლაქ­ში, მა­გა­ლი­თად, ბო­ლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ეწყო ტურ­ნე­ე­ბი პა­რიზ­სა და ამ­ს­ტერ­დამ­ში. მე, სამ­წუ­ხა­როდ, არ­ცერ­თ­ში არ მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, იმ­დე­ნად რამ­დე­ნა­დაც, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ქარ­თუ­ლი პას­პორ­ტის, ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თა­დერ­თი ფუნ­ქ­ცია წი­ნა­ღო­ბე­ბის შექ­მ­ნაა. თუმ­ცა, იმედს ვი­ტო­ვებ, წელს მა­ინც შევ­ძ­ლებ რო­მე­ლი­მე ტურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

🔹 მო­მა­ვა­ლი რო­გორ გე­სა­ხე­ბა, სად აპი­რებ დამ­კ­ვიდ­რე­ბას? ხომ არ აპი­რებ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მოს­ვ­ლას?

სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, სად ვა­პი­რებ დამ­კ­ვიდ­რე­ბას. ჩემ­თ­ვის მთა­ვა­რია, ვა­კე­თებ­დე საყ­ვა­რელ, სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მეს. ამის გა­კე­თე­ბა კი, იმე­დი მაქვს, მეტ­ნაკ­ლე­ბად ყველ­გან შე­იძ­ლე­ბა.

🔹 სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, გაქვს თუ არა მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა?

სტუ­დენ­ტუ­რი ვი­ზით მყოფ პი­როვ­ნე­ბას კვი­რა­ში მხო­ლოდ ოცი სა­ა­თი მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა აქვს. თუმ­ცა, ეს საკ­მა­რის­ზე მე­ტია, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ბრი­ტა­ნე­თის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო უწყე­ბე­ბის მი­ერ, სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, მხო­ლოდ 14 სა­ა­თი მუ­შა­ო­ბაა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი.

🔹 გრი­გოლ, facebook-ში შენს კე­დელ­ზე ასე­თი ფრა­ზა ამო­ვი­კითხე: „ავად ვარ. რა ბედ­ნი­ე­რე­ბაა, შე­მიძ­ლია მთე­ლი დღე ვი­კითხო“ ვი­ცი, რომ ბევრს კითხუ­ლობ, რო­მე­ლია შე­ნი საყ­ვა­რე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ჟან­რი და საყ­ვა­რე­ლი მწე­რა­ლი?

რთუ­ლი შე­კითხ­ვაა. თუ დრო მყოფ­ნის, ვკითხუ­ლობ ყვე­ლა­ფერს, რაც ოდ­ნავ მა­ინც მა­ინ­ტე­რე­სებს. ად­რე რა­ტომ­ღაც მი­მაჩ­ნ­და, რომ „უნ­და“ მე­კითხა ესა და ეს და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ — ისა და ის. ახ­ლა მგო­ნია, ვცდე­ბო­დი. ყვე­ლა­ზე კარ­გი თა­ვი­სუ­ფა­ლი კითხ­ვა: ბევ­რი ავ­ტო­რი, ბევ­რი ჟან­რი, ის­ტო­რი­ე­ბი ავ­ტო­რე­ბი­სა და ტექ­ს­ტე­ბის შე­სა­ხებ (რომ­ლე­ბიც არაფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა თა­ვად ადა­მი­ა­ნებ­სა და ტექ­ს­ტებს), თე­ო­რია… ყვე­ლა­ზე დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას კი, მა­ინც პა­რა­ლე­ლებ­ში ვი­ჭერ, პა­რა­ლე­ლებ­ში ტექ­ს­ტებს, იდე­ებს და ავ­ტო­რებს შო­რის, რომ­ლე­ბიც გარ­კ­ვე­ულ ეტაპ­ზე ჩემს გო­ნე­ბა­ში პე­რი­ო­დე­ბად, ჟან­რე­ბად, ოჯა­ხე­ბად იყო­ფა. ეს „პა­რა­ლე­ლო­ბა­ნა“ ნარ­კო­ტი­კუ­ლად მძლავ­რი სურ­ვი­ლია

ძა­ლი­ან რთუ­ლია თა­ვის და­ნე­ბე­ბა. საყ­ვა­რე­ლი მწერ­ლის და­სა­ხე­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი მგო­ნია. ყვე­ლა მწე­რალ­თან სხვა­დას­ხ­ვა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს. ყვე­ლა სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რად მიყ­ვარს.

🔹 ცოტა ფილ­მ­ზეც ვი­სა­უბ­როთ, რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტე,  ფილ­მის — „ჩვენ გვყავს პა­პი“ რე­ვიუ და­გე­წე­რა? ფილ­მი ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, მელ­ვი­ლი ჩემ­თ­ვის ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნია. ყვე­ლას რო­დი შე­უძ­ლია აღი­ა­როს თა­ვი­სი სი­სუს­ტე და უარი თქვას დიდ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა­ზე, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ეს გან­სა­კუთ­რე­ბით იგ­რ­ძ­ნო­ბა, გე­თან­ხ­მე­ბი: „გან­კა­ცე­ბუ­ლი პა­პი უპ­რე­ცე­დენ­ტოა — გა­პა­პე­ბუ­ლი კა­ცი მრა­ვა­ლი ყო­ფი­ლა“. მარ­თ­ლაც კარ­გი იქ­ნე­ბო­და, „გა­პა­პე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი“ „ფე­ხით რომ და­დი­ოდ­ნენ ქუ­ჩა­ში…”

მო­რე­ტის „ჩვენ გვყავს პა­პი“ უზო­მოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფილ­მია. არც მე­ტი და არც ნაკ­ლე­ბი, ფილ­მი თა­ვად რო­მის პა­პის პერ­სო­ნის დე­კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ას ახ­დენს. პაპს ეში­ნია, გარ­ბის. ნუ­თუ ესეც შე­საძ­ლე­ბე­ლია? — გვიჩ­ნ­დე­ბა კითხ­ვა. დი­ახ, რო­გორც ჩანს, ასეა. მარ­ტი­ვი საქ­მე რო­დია, კარ­გად ცნო­ბი­ლის და აზ­როვ­ნე­ბა­ში გამ­ჯ­და­რის დე­კონ­ს­ტ­რუქ­ცია — მო­რე­ტი კი ამას საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლად ახერ­ხებს.
სწო­რედ ამ­გ­ვა­რი დე­კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას ვხე­დავ თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი მი­თია, რე­ა­ლუ­რი კი — ძა­ლი­ან ცო­ტა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­რე­ტის­ნა­ი­რი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლე­ბი აკ­ლია — ხალ­ხი, ვინც სტე­რე­ო­ტი­პე­ბის, მი­თე­ბი­სა და წარ­სუ­ლის მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი და იდე­ა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი ხედ­ვის წი­ნა­აღ­მ­დეგ გა­ი­ლაშ­ქ­რებს. ეს დე­ფი­ცი­ტი არა მხო­ლოდ კი­ნო­სა და ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, არა­მედ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში და სრუ­ლი­ად სა­ჯა­რო ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლიზ­მ­შიც იგ­რ­ძ­ნო­ბა.
ვფიქ­რობ, ჩვე­ნი აწ­მ­ყო მო­დე­ლი­რე­ბულ ფუნ­და­მენ­ტ­ზე დგას, რაც ძა­ლი­ან სა­ში­შია, ისე­ვე რო­გორც წარ­სუ­ლის (და არა მარ­ტო წარ­სუ­ლის) მო­დე­ლი­რე­ბის სხვა­დას­ხ­ვა მცდე­ლო­ბა. მა­გა­ლი­თად, უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბო­და, საბ­ჭო­თა სიმ­ბო­ლო­ებ­თან ბრძო­ლის ნაც­ვ­ლად, მე­ტი ყუ­რადღე­ბა დაგ­ვეთ­მო ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის, წარ­სუ­ლის შე­ლა­მა­ზე­ბის ნაც­ვ­ლად კი, დრო­უ­ლად გაგ­ვე­აზ­რე­ბი­ნა მი­სი კულ­ტუ­რუ­ლი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა.
სწო­რედ მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი ფუნ­და­მენ­ტია წარ­სუ­ლის ჩვენ­ში გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ხედ­ვა. ის­ტო­რი­ოგ­რა­ფია დღემ­დე უგე­მოვ­ნო­დაა გა­ძეძ­გი­ლი წმინ­და­ნე­ბით და უწ­მინ­დუ­რე­ბით, ან­ტა­გო­ნის­ტე­ბი­თა და პრო­ტა­გო­ნის­ტე­ბით, რაც ყო­ველ­გ­ვარ მეც­ნი­ე­რულ ანა­ლიზს მოკ­ლე­ბუ­ლი და პრი­მი­ტი­უ­ლია.
ვფიქ­რობ, ეს სას­წ­რა­ფოდ უნ­და შე­იც­ვა­ლოს. ამა­ში კი, დი­დი რო­ლი ქარ­თულ­მა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მამ უნ­და ითა­მა­შოს, რო­მე­ლიც, ჩე­მი აზ­რით, დღემ­დე ვერ ახერ­ხებს მოს­წავ­ლე­ში საკ­მა­რი­სად კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. მა­გა­ლი­თად, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას მოს­წავ­ლე გა­ი­აზ­რებს, რომ და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი ჯერ მე­ფე იყო და შემ­დეგ — წმინ­და­ნი, რომ „ვეფხის­ტყა­ო­სანი“ არა საკ­რა­ლუ­რი, არა­მედ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­ს­ტია, რომ „ყუ­რა­ნის“ წა­კითხ­ვა ისე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო შე­იძ­ლე­ბა იყოს, რო­გორც „ბიბ­ლი­ის“. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ რე­ლი­გი­ის ის­ტო­რია სა­ბო­ლო­ოდ გა­ა­მარ­თ­ლებს გან­გე­ბის მი­ერ მის­თ­ვის მი­ნი­ჭე­ბულ სა­თა­ურს და მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ი­დან რე­ლი­გი­ე­ბის ის­ტო­რი­ად იქ­ცე­ვა.
დრო არ იც­დის. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ზედ­მე­ტად ბევ­რი მი­თი თა­ნა­არ­სე­ბობს. აუცი­ლებ­ლად მი­მაჩ­ნია მა­თი სწავ­ლი­სა და კრი­ტი­კი­სათ­ვის შე­ფარ­დე­ბა, თუ, რა­ღა თქმა უნ­და, არ გვსურს, რომ ის მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი და ხავ­ს­მო­დე­ბუ­ლი ფუნ­და­მენ­ტი, რო­მელ­ზეც ყვე­ლა­ნი ერ­თად ვდგა­ვართ, ჩა­ინ­გ­რეს და ჩვენც თან ჩაგ­ვი­ყო­ლოს.

🔹 სა­მო­მავ­ლოდ, რას უნ­და ვე­ლო­დოთ შე­ნი „შე­მოქ­მე­დე­ბი­დან”?
არა­ფერს. და ყვე­ლა­ფერს.

ესაუბრა მაკა ყიფიანი

დატოვეთ კომენტარი