ინტეგრირებული მოდულები

795

ცხრაკ­ლას­დამ­თავ­რე­ბულ მოს­წავ­ლე­ებს, აპ­რი­ლი­დან, შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ, რომ და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კლა­სე­ბის პროგ­რა­მა პრო­ფე­სი­ულ კო­ლე­ჯებ­ში გა­ი­ა­რონ და პრო­ფე­სი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ დიპ­ლომ­თან ერ­თად, სკო­ლის ატეს­ტა­ტიც აიღონ. ეს სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე პრო­ფე­სი­ულ კო­ლე­ჯებ­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბის მსურ­ველ ახალ­გაზ­რ­დებს, მო­მა­ვალ­ში, უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში ჩა­ბა­რე­ბის შანსს მის­ცემს.

სი­ახ­ლე იქ­ნე­ბა სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კა­შიც, რის­თ­ვი­საც მას­წავ­ლებ­ლებს კონ­კურ­სის წე­სით შე­არ­ჩე­ვენ. რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე თა­მარ ქი­ტი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, ფაქ­ტობ­რი­ვად, პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში მას­წავ­ლებ­ლის ახა­ლი ტი­პი გაჩ­ნ­და — ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი მო­დუ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი. რამ­დე­ნი­მე თვე­ში, ეს ახა­ლი ტი­პის მას­წავ­ლებ­ლე­ბი კო­ლე­ჯებ­ში გა­მოჩ­ნ­დე­ბი­ან და პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯე­ბი ცხრაკ­ლას­დამ­თავ­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის სწავ­ლე­ბას ახა­ლი მე­თო­დით და­იწყე­ბენ. „მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და შეძ­ლოს, კონ­კ­რე­ტუ­ლი პრო­ფე­სი­ის­თ­ვის რე­ლე­ვან­ტუ­რი თე­მა­ტი­კის შე­თა­ვა­ზე­ბით სტუ­დენ­ტის სწავ­ლის შე­დე­გებ­ზე გაყ­ვა­ნა. ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შაოა მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, ვი­ნა­ი­დან ყვე­ლა დარ­გ­ში და ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, კონ­კ­რე­ტულ პრო­ფე­სი­ას­თან მო­უ­წევთ თე­მა­ტი­კის მი­სა­და­გე­ბა.“

მარ­თა­ლია, კო­ლე­ჯებს სრუ­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის კომ­პო­ნენ­ტი ემა­ტე­ბათ, თუმ­ცა, საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბის ფორ­მა, ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლა­ში სწავ­ლე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. პირ­ვე­ლი სხვა­ო­ბა — ის თოთხ­მე­ტი სა­გა­ნი, რო­მე­ლიც X-XII კლა­სებ­ში ის­წავ­ლე­ბა, შე­ი­კუმ­შა და ექვს მო­დულ­ში გა­ერ­თი­ან­და. მა­გა­ლი­თად, ქი­მია, ფი­ზი­კა, ბი­ო­ლო­გია და გე­ოგ­რა­ფი­ის ნა­წი­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის მო­დულ­ში ინ­ტეგ­რირ­და და ერთ საგ­ნად ის­წავ­ლე­ბა, ის­ტო­რია და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა მე­ო­რე საგ­ნად. ამას­თა­ნა­ვე, მოს­წავ­ლე, მა­გა­ლი­თად, ქი­მი­ა­ში, თე­ო­რი­უ­ლი სწავ­ლე­ბის შემ­დეგ, გა­მოც­დებს პრაქ­ტი­კუ­ლი ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რებს.

სა­მი­ნის­ტ­როს სკო­ლამ­დე­ლი და ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის კუ­რი­კუ­ლუ­მის გან­ვი­თა­რე­ბის ექ­ს­პერ­ტი ნი­კო სი­ლა­გა­ძე ამ პრო­ცესს ასე ხსნის: „ყო­ვე­ლი ახა­ლი სა­კითხის შეს­წავ­ლის შემ­დეგ, ახალ­გაზ­რ­და ქმნის გარ­კ­ვე­ულ პრო­ექტს, შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­დუქტს, რი­თაც ადას­ტუ­რებს, რომ გა­ი­გო ის, რის შე­სა­ხე­ბაც მას­წავ­ლე­ბე­ლი აწ­ვ­დი­და ინ­ფორ­მა­ცი­ას. მა­გა­ლი­თად, ქი­მი­ის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ქი­მი­უ­რი ელე­მენ­ტე­ბის შეს­წავ­ლის პრო­ცეს­ში, მას შე­იძ­ლე­ბა პრო­ექ­ტულ და­ვა­ლე­ბად ჰქონ­დეს, შე­ის­წავ­ლოს ნი­ა­და­გის შემ­ც­ვე­ლო­ბა და რე­კო­მენ­და­ცია მი­ა­წო­დოს ნაკ­ვე­თის მფლო­ბელს, რო­გორ მო­იქ­ცეს იმის­თ­ვის, რომ არ გა­და­იწ­ვას ნი­ა­და­გი და უფ­რო მო­სავ­ლი­ა­ნი იყოს შემ­დ­გომ წლებ­ში.“

სწო­რედ ასე­თი, სას­კო­ლო და პრო­ფე­სი­უ­ლი სწავ­ლე­ბის, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი მე­თო­დია სი­ახ­ლე. სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის ეს იმ­დე­ნად ახა­ლია, რომ შე­იძ­ლე­ბა ექ­ს­პე­რი­მენ­ტუ­ლი სწავ­ლე­ბაც კი ეწო­დოს. შე­სა­ბა­მი­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად, კონ­კურ­სი გა­მოცხად­და.

პრო­ფე­სი­ულ კო­ლე­ჯებ­ში სას­კო­ლო საგ­ნე­ბის და­მა­ტე­ბა ცხრაკ­ლას­დამ­თავ­რე­ბულ­თათ­ვის სრუ­ლი­ად ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ხსნის. აქამ­დე მათ­თ­ვის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად არ არ­სე­ბობ­და. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას 2020 წელს, სა­გა­ზაფხუ­ლო მი­ღე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, და­იწყებს და სტუ­დენ­ტებს, პრო­ფე­სი­ის შეს­წავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, ზო­გად გა­ნათ­ლე­ბას პირ­ვე­ლად შეს­თა­ვა­ზებს. ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის­თ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა შე­იქ­მ­ნა და და­იწყო ტრე­ნინ­გე­ბის ციკ­ლი, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კომ­პო­ნენ­ტის ინ­ტეგ­რი­რე­ბის სა­კითხებს შე­ე­ხე­ბა. ტრე­ნინგს ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი კა­ხა­ბერ ერა­ძე კერ­ძო და სა­ჯა­რო კო­ლე­ჯე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თ­ვის ატა­რებ­და. ტრე­ნინ­გის მო­ნა­წი­ლე­ებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე თა­მარ ქი­ტი­აშ­ვი­ლიც შეხ­ვ­და და ინი­ცი­ა­ტი­ვის და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში სა­მი­ნის­ტ­როს მხარ­და­ჭე­რა­ზე ესა­უბ­რა.

კა­ხა ერა­ძე უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სად მი­იჩ­ნევს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბას პრო­ფე­სი­ულ სწავ­ლე­ბა­ში, რა­მაც უნ­და აღ­მოფხ­ვ­რას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ჩი­ხი. „ამ სა­კითხის ირ­გ­ვ­ლივ შეხ­ვედ­რე­ბი, ტრე­ნინ­გე­ბი და ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბი სის­ტე­მა­ში, წლის ბო­ლომ­დე, ინ­ტენ­სი­უ­რად გაგ­რ­ძელ­დე­ბა. ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის მი­სიაა, ხე­ლი შე­უწყოს ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბას. ამ­გ­ვა­რად, ჩვენ კო­ლე­ჯებს არ ვტო­ვებთ იმ გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე, რაც მათ ახალ­მა დე­ბუ­ლე­ბამ და­უ­ყე­ნა.“

ზუ­რაბ ოშ­ხ­ნე­ლი, თსუ-ს მე­დი­ი­სა და ტე­ლე­ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­ლე­ჯის დი­რექ­ტო­რი: „ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა სი­ახ­ლე არ არის, უფ­რო კარ­გად და­ვიწყე­ბუ­ლი ძვე­ლია, მხო­ლოდ სხვა სა­ხე­ლი ერ­ქ­ვა და სხვა ფორ­მით ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და. სი­კე­თე ის არის, რომ ეს სის­ტე­მა ბრუნ­დე­ბა უფ­რო მე­ტად გა­აზ­რე­ბუ­ლი, გა­ფილ­ტ­რუ­ლი, უკეთ მო­ფიქ­რე­ბუ­ლი, უფ­რო თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა­ზე მორგებუ­ლი და ამა­ში ძა­ლი­ან დი­დი წვლი­ლი აქვს რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, ისე გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენტრს, რო­მელ­თა დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვით და­იწყო, თა­ვის დრო­ზე, ამის პი­ლო­ტი­რე­ბა.“

ზო­გა­დი და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხუ­რებ­ზე საკ­ვან­ძო კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხებს შე­ე­ხე­ბო­და, ასე­ვე, ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბის გან­ხილ­ვა, რო­მელ­შიც თა­მარ ქი­ტი­აშ­ვილ­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. გან­ხილ­ვას გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტე­ბი, სფე­როს სა­კითხებ­ზე მო­მუ­შა­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი ეს­წ­რე­ბოდ­ნენ.

ევ­რო­კავ­ში­რის კვლე­ვის შე­დე­გე­ბის გან­ხილ­ვის დროს მხა­რე­ებ­მა, საკ­ვან­ძო კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის ევ­რო­პულ ჩარ­ჩოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რეს.

თა­მარ ქი­ტი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ კვლე­ვამ ცხა­დად აჩ­ვე­ნა, სტან­დარ­ტე­ბი­სა და ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის დო­ნე­ზე, საკ­ვან­ძო კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი სა­თა­ნა­დოდ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი, თუმ­ცა არ­სე­ბობს გარ­კ­ვე­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში. ევ­რო­პის გა­ნათ­ლე­ბის ფონ­დის მხრი­დან გა­ი­ცა შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სწო­რედ ზო­გა­დი და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხუ­რებ­ზე საკ­ვან­ძო კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა იქ­ნე­ბა ევ­რო­კავ­შირ­სა და სა­მი­ნის­ტ­როს შო­რის მო­მა­ვა­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრი­ო­რი­ტე­ტი.

გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­სა და გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მას შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბის და­ნერ­გ­ვის მხარ­და­ჭე­რის მას­შ­ტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის დი­დი ნა­წი­ლი.

ზო­გა­დი და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხუ­რებ­ზე საკ­ვან­ძო კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით ევ­რო­კავ­შირ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა გაგ­რ­ძელ­დე­ბა.

ლა­ლი თვალაბეიშვილი

დატოვეთ კომენტარი