და­ი­ცა­ვი შე­ნი შვი­ლი — აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში

1958

 

აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დი­დი ნა­წი­ლის უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ეს ბიზ­ნე­სი საკ­მა­ოდ კარ­გა­დაა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. არა­ერ­თი სა­თა­მა­შო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა — ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რი, სა­მო­რი­ნე, პო­კერ-კლუ­ბი, სლოტ-კლუ­ბი და სხვ. — ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს და ეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი მომ­ხ­მა­რე­ბელ­თა სიმ­ცი­რეს არ გა­ნიც­დი­ან. უფ­რო მე­ტიც, ხში­რად, სლოტ-კლუ­ბე­ბი თუ ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რე­ბი სავ­სეა მო­ზარ­დე­ბით. ონ­ლა­ინ-თა­მა­შე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბამ კი­დევ უფ­რო გა­ა­ად­ვი­ლა არას­რულ­წ­ლო­ვან­თა წვდო­მა აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით არას­რულ­წ­ლო­ვანს ეკ­რ­ძა­ლე­ბა აზარ­ტულ თა­მა­შებ­ში ჩარ­თ­ვა, მო­ზარ­დე­ბი ამას მა­ინც მარ­ტი­ვად ახერ­ხე­ბენ, რად­გან ამ გზა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი წი­ნა­ღო­ბა არ არ­სე­ბობს, არა­და მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე წვდო­მის შეზღუდ­ვა ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბის ერთ-ერ­თი პრი­ო­რი­ტე­ტია.

რა ვი­თა­რე­ბაა ამ მხრივ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, რო­გორ რე­გუ­ლირ­დე­ბა კა­ნო­ნით სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის საქ­მი­ა­ნო­ბა? რა­ტომ თა­მა­შო­ბენ მო­ზარ­დე­ბი ასე აქ­ტი­უ­რად აზარ­ტულ თა­მა­შებს? რო­გო­რია კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი ასა­კობ­რი­ვი ცენ­ზი და რა შეზღუდ­ვა არ­სე­ბობს აზარ­ტულ თა­მა­შებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში? რა­ტომ ვერ სრულ­დე­ბა კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც მო­ზარ­დებს აზარ­ტულ თა­მა­შებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას უკ­რ­ძა­ლავს და რა გვიჩ­ვე­ნა 2019 წელს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ? — ამ სა­კითხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გვე­სა­უბ­რე­ბა აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის კვლე­ვი­სა და ლუ­დო­მა­ნი­ის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტ­რის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გუ­გა ბე­სე­ლია.

— რო­დის და­არ­ს­და აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის კვლე­ვი­სა და ლუ­დო­მა­ნი­ის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტ­რი და რა არის თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის მი­ზა­ნი?

— ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია 1 წლის წინ და­არ­ს­და. მა­ნამ­დე აზარ­ტულ თა­მა­შებს ვიკ­ვ­ლევ­დით, ვმუ­შა­ობ­დით ლუ­დო­მა­ნი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც, ვსწავ­ლობ­დით სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბას. აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყო­ველ მე-5 ადა­მი­ანს შე­ხე­ბა აქვს სა­მო­რი­ნე­ებ­თან. 2017 წელს, მხო­ლოდ ონ­ლა­ინ სა­მო­რი­ნე­ე­ბის ბრუნ­ვამ 5.65 მი­ლი­არ­დი ლა­რი შე­ად­გი­ნა, ხო­ლო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლია 500 000 ე.წ. ექა­უნ­თი. ეს მო­ნა­ცე­მი, ლუ­დო­მა­ნი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ძა­ლი­ან მძი­მე სო­ცი­ა­ლურ ფონ­ზე მეტყ­ვე­ლებს. 2017 წელ­ს­ვე, მარ­კე­ტე­ბი­სა და მა­ღა­ზი­ე­ბის ბრუნ­ვა 4 მი­ლი­არდ ლარს შე­ად­გენ­და, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კვე­ბა ყვე­ლა ადა­მი­ანს (3.7 მი­ლი­ო­ნი მო­სახ­ლეა) სჭირ­დე­ბა. ონ­ლა­ინ სა­მო­რი­ნე­ში, მაქ­სი­მუმ, 500 000 მო­ქა­ლა­ქე თა­მა­შობს, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ ონ­ლა­ინ სა­მო­რი­ნეს კა­პი­ტალ­ბ­რუნ­ვა ბევ­რად აღე­მა­ტე­ბა მარ­კე­ტე­ბის და მა­ღა­ზი­ე­ბის ბრუნ­ვას. დას­კ­ვ­ნა ერ­თია, ქარ­თ­ვე­ლი „გე­ი­მე­რე­ბი“ უფ­რო მეტ ფულს ხარ­ჯა­ვენ ონ­ლა­ინ სა­მო­რი­ნე­ში, ვიდ­რე სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა — კვე­ბა­ში.

— აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის კვლე­ვი­სა და ლუ­დო­მა­ნი­ის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, რა სა­ხის მუ­შა­ო­ბა ტარ­დე­ბა სკო­ლებ­ში და რას გვიჩ­ვე­ნებს კვლე­ვა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით?

— თბი­ლი­სის მე­რი­ის მხარ­და­ჭე­რით, ლუ­დო­მა­ნი­ის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, თბი­ლი­სის სკო­ლებ­ში ჩა­ვა­ტა­რეთ ლექ­ცია-სე­მი­ნა­რე­ბი, სა­დაც გან­ხი­ლუ­ლი იყო ის მძი­მე შე­დე­გე­ბი, რაც აზარ­ტულ თა­მა­შებ­თან შე­ხე­ბას მოჰ­ყ­ვე­ბა. თბი­ლის­ში, თით­ქ­მის ყვე­ლა უბ­ნის სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­მოვ­კითხეთ, სულ 500 მო­ზარ­დი (14-18 წლი­სა­ნი). ისი­ნი ანო­ნი­მურ კითხ­ვა­რებს ავ­სებ­დ­ნენ, შე­სა­ბა­მი­სად, პა­სუ­ხე­ბი იყო გულ­წ­რ­ფე­ლი და მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბიც რე­ა­ლო­ბას­თან მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი.

— სა­ი­დან აქვთ ინ­ფორ­მა­ცია ონ­ლა­ინ თა­მა­შე­ბის შე­სა­ხებ და თუ აქვთ წარ­მოდ­გე­ნა აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის უარ­ყო­ფით შე­დე­გებ­ზე?

— რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბას ონ­ლა­ინ სა­მო­რი­ნე­ე­ბის და მათ მი­ერ და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი აქ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ, მო­ზარ­დებს იმა­ზე მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია აქვთ, ვიდ­რე თვი­თონ ონ­ლა­ინ სა­მო­რი­ნე­ებს ერ­თ­მა­ნე­თის შე­სა­ხებ. რაც შე­ე­ხე­ბა ცნო­ბი­ე­რე­ბის სა­კითხს, ანუ რამ­დე­ნად იცი­ან, რომ ონ­ლა­ინ სა­მო­რი­ნე მხო­ლოდ გარ­თო­ბის კი არა, სე­რი­ო­ზუ­ლი ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი­ცაა რო­გორც ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის, ისე ცნო­ბი­ე­რე­ბის და­მა­ხინ­ჯე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ამ სა­კითხ­ში მეტ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბას სა­ჭი­რო­ე­ბენ. სწო­რედ ამი­ტომ გა­მო­ვე­დით ინი­ცი­ა­ტი­ვით, ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა ლექ­ცია-სე­მი­ნა­რე­ბი სკო­ლებ­ში. მო­ზარ­დებს მა­თე­მა­ტი­კუ­რი გათ­ვ­ლე­ბით ვუმ­ტ­კი­ცებთ, რომ ყვე­ლა აზარ­ტუ­ლი თა­მა­ში, რო­მე­ლიც ონ­ლა­ინ სა­მო­რი­ნე­ებ­შია, ისეა მოწყო­ბი­ლი, რომ დრო­ის გარ­კ­ვე­ულ პე­რი­ოდ­ში, აუცი­ლებ­ლად გაგ­ვიყ­ვანს წა­გე­ბა­ზე. ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით, კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ლი­დე­რობს ინ­ტერ­ნეტ­რეკ­ლა­მა — 75 %, ბილ­ბორ­დი — 47%, SMS შეტყობინება — 54%, სა­ტე­ლე­ვი­ზიო რეკ­ლა­მა — 37%, სა­მე­გობ­რო წრე — 41%.

— აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის რო­მე­ლი სა­ხე­ო­ბაა ახალ­გაზ­რ­დებ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად პო­პუ­ლა­რუ­ლი?

— კვლე­ვამ გვიჩ­ვე­ნა, რომ მო­ზარ­დე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, სხვა­დას­ხ­ვა კა­ტე­გო­რი­ის აზარ­ტული თა­მა­შე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. სტა­ტის­ტი­კა ასე­თია: პო­კე­რი — 37% (მამ­რო­ბი­თი — 24%, მდედ­რო­ბი­თი — 13%); სლო­ტე­ბი — 43% (მამ­რო­ბი­თი — 25%, მდედ­რო­ბი­თი — 18%); ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რი — 34% (მამ­რო­ბი­თი — 24%, მდედ­რო­ბი­თი — 10%) რუ­ლე­ტი — 35% (მამ­რო­ბი­თი — 19%, მდედ­რო­ბი­თი — 16%); სა­მა­გი­დო თა­მა­შე­ბი (ნარ­დი, ბუ­რა, დო­მი­ნო) — 52% (მამ­რო­ბი­თი — 20%, მდედ­რო­ბი­თი — 32%).

— რა სა­ხის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი უნ­და ამოქ­მედ­დეს სა­თა­მა­შო ბიზ­ნეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ვი­თა­რე­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­დეს?

— ამ ეტაპ­ზე, ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია მუ­შა­ობს კა­ნონ­პ­რო­ექ­ტ­ზე, რო­მე­ლიც ორი სა­კითხის რე­გუ­ლა­ცი­ას გუ­ლის­ხ­მობს: პირ­ვე­ლი, უნ­და გამ­კაც­რ­დეს ონ­ლა­ინ სა­მო­რი­ნე­ში რე­გის­ტ­რა­ცია. მი­მაჩ­ნია, რომ გა­მო­სავ­ლი სა­ჯა­რო რე­ეს­ტ­რ­თან წვდო­მა­შია — სა­ხელ­მ­წი­ფომ უნ­და მოს­თხო­ვოს ონ­ლა­ინ სა­მო­რი­ნეს სა­ჯა­რო რე­ეს­ტ­რ­თან წვდო­მა, რაც თა­ვის­თა­ვად გა­მო­რიცხავს არას­რულ­წ­ლო­ვან­თა რე­გის­ტ­რა­ცი­ას, ასე­ვე, უნ­და შე­იქ­მ­ნას მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც გა­ა­კონ­ტ­რო­ლებს არ­სე­ბულ და ახალ­შექ­მ­ნილ ექა­უნ­თებს და დარ­წ­მუნ­დე­ბა, რომ დამ­რე­გის­ტ­რი­რე­ბე­ლი პი­რი სრულ­წ­ლო­ვა­ნია.

მე­ო­რე, რე­გუ­ლა­ცია უნ­და შე­ე­ხოს ონ­ლა­ინ სა­მო­რი­ნე­ე­ბის აგ­რე­სი­ულ მარ­კე­ტინ­გულ კამ­პა­ნი­ას. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, აზარ­ტუ­ლი და მომ­გე­ბი­ა­ნი თა­მა­შე­ბის რეკ­ლა­მის გავ­რ­ცე­ლე­ბა იკ­რ­ძა­ლე­ბა რე­ლი­გი­ურ, სა­ბავ­შ­ვო, სას­წავ­ლო და სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში (მათ­გან 100 მეტ­რის რა­დი­უს­შიც). ასე­ვე იკ­რ­ძა­ლე­ბა აზარ­ტუ­ლი და მომ­გე­ბი­ა­ნი თა­მა­შე­ბის რეკ­ლა­მი­რე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ით, რა­დი­ო­თი, ინ­ტერ­ნე­ტი­თა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, გარ­და სპონ­სო­რო­ბი­სა. არა­ვი­თარ ჩარ­ჩო­ებ­ში არ ჯდე­ბა ის ფაქ­ტი, რომ სკო­ლე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და მო­ზარ­დე­ბის თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში გვხდე­ბა უზარ­მა­ზა­რი და ძვი­რადღი­რე­ბუ­ლი სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ტე­ლე­ვი­ზიო და ინ­ტერ­ნეტ­სივ­რ­ცე­ში არ­სე­ბუ­ლი რეკ­ლა­მე­ბი არა­ნა­ირ კონ­ტ­როლს არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

— ვინ უნ­და და­ეხ­მა­როს ლუ­დო­მანს?

— ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ჭი­როა სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტ­რის შექ­მ­ნა. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ამ პრობ­ლე­მა­ზე არა­ვინ მუ­შა­ობს ან, თუ მუ­შა­ობს, დი­დად ამ სა­კითხ­ზე ფო­კუ­სი­რე­ბა არ ხდე­ბა. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ცენ­ტ­რე­ბი მრავ­ლა­დაა საზღ­ვარ­გა­რეთ. ყვე­ლა­ზე აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დია ჯგუ­ფუ­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თე­რა­პია. რა თქმა უნ­და, ცენ­ტ­რ­ში მკურ­ნა­ლო­ბას სა­ხელ­მ­წი­ფო უნ­და აფი­ნან­სებ­დეს. შე­საძ­ლოა, ასე­ვე, გა­მო­ვი­ყე­ნოთ შვე­დუ­რი მო­დე­ლი, სა­დაც თვი­თონ სა­მო­რი­ნე­ე­ბი აფი­ნან­სე­ბენ სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტ­რებს.

— ფი­ნან­ს­თა სა­მი­ნის­ტ­როს ინი­ცი­ა­ტი­ვით, პარ­ლა­მენ­ტ­ში წარ­დ­გე­ნი­ლი იყო პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბულ პირ­თა ერ­თი­ა­ნი სა­ინ­ფორ­მა­ციო ბა­ზის შექ­მ­ნას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა ასე­თი ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კის არ­სე­ბო­ბა?

— თუ ბა­ზის შექ­მ­ნა მხო­ლოდ სტა­ტის­ტი­კის­თ­ვის გვჭირ­დე­ბა, ამის მოგ­ვა­რე­ბა კვლე­ვი­თაც შე­იძ­ლე­ბა. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ანო­ნი­მუ­რი კვლე­ვით უფ­რო სწორ მო­ნა­ცე­მებს მი­ვი­ღებთ.

 

— რა ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას გეგ­მავთ მო­მა­ვალ­ში?

— რაც შე­ე­ხე­ბა მო­მა­ვალ გეგ­მებს, მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ გაგ­რ­ძელ­დე­ბა ლექ­ცია-სე­მი­ნა­რე­ბი სკო­ლებ­ში და ვა­პი­რებთ მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო მო­ვიც­ვათ. ასე­ვე, ამ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, ჩა­ვა­ტა­რებთ კვლე­ვას, უკ­ვე სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით. გვინ­და, პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბის შე­სა­ხებ ვე­სა­უბ­როთ მო­ზარ­დებს და აუცი­ლებ­ლად მათ მშობ­ლებს, რა­თა უკეთ შეძ­ლონ სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი კონ­ტ­რო­ლი. ასე­ვე, მშო­ბელ­თა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის გაზ­რ­დის მიზ­ნით, „აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის კვლე­ვი­სა და ლუ­დო­მა­ნი­ის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტ­რი“ გეგ­მავს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ის — „და­ი­ცა­ვი შე­ნი შვი­ლი“ — დაწყე­ბას და, რო­გორც გითხა­რით, ვამ­ზა­დებთ სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვას, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს რე­გუ­ლა­ცი­ის ორ ძი­რი­თად სა­კითხს — აგ­რე­სი­უ­ლი მარ­კე­ტინ­გუ­ლი კამ­პა­ნი­ის რე­გუ­ლა­ცი­ას და რე­გის­ტ­რა­ცი­ის გამ­კაც­რე­ბას ონ­ლა­ინ სა­მო­რი­ნე­ებ­ში.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

დატოვეთ კომენტარი