აქაც პირ­ვე­ლი – კი­ბერ გა­ლაკ­ტი­ო­ნი პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ჩეთ­ბო­ტია თქვენს მე­სენ­ჯერ­ში

543

21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ციფ­რუ­ლი სამ­ყა­როს­თ­ვის ჩეთ­ბო­ტი სი­ახ­ლე არ არის, რად­გან, დახ­ლო­ე­ბით, 100 ათა­სამ­დე ჩეთ­ბო­ტი უკ­ვე ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს, თუმ­ცა, მა­ინც გან­ვ­მარ­ტავ მკითხ­ვე­ლის­თ­ვის, რომ ეს არის პროგ­რა­მის­ტე­ბის მი­ერ შედ­გე­ნი­ლი ალ­გო­რით­მი, რო­მელ­შიც ნა­რა­ტივ­ დი­ზა­ი­ნე­რე­ბი  დი­ა­ლო­გებს წე­რენ და მას შე­უძ­ლია, ადა­მი­ანს ჩეთ­ში ესა­უბ­როს. უფ­რო გა­სა­გე­ბად რომ ვთქვათ, ჩეთ­ბო­ტი ბო­ტე­ბის ერთ-ერ­თი ნა­ირ­სა­ხე­ო­ბაა – ანუ ჩეთ­ბო­ტე­ბი ადა­მი­ან­თან მო­სა­უბ­რე პროგ­რა­მე­ბია. ბო­ტი კი, მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, რო­ბო­ტია – მე­ქა­ნი­კუ­რი მოწყო­ბი­ლო­ბე­ბი, რო­მელ­თაც ადა­მი­ა­ნი­სა­გან და­მო­უ­კიდ­ებ­ლად სხვა­დასხ­ვა ამო­ცა­ნის შეს­რუ­ლე­ბა შე­უძ­ლია. სიტყ­ვა „რო­ბო­ტი“, მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში, პირ­ვე­ლად ჩეხ­მა მწე­რალ­მა, კარლ ჩა­პეკ­მა გა­მო­ი­ყე­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სიტყ­ვი­სა­გან „რო­ბო­ტი“ კი­დევ ერ­თი ახა­ლი სიტყ­ვა – „ბო­ტი“ წარ­მო­იშ­ვა. ბო­ტებს, რო­ბო­ტე­ბი­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, არ გა­აჩ­ნი­ათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი გარ­სი, ისი­ნი მხო­ლოდ პროგ­რა­მე­ბი არი­ან.

ჩეთ­ბო­ტებს, ძი­რი­თა­დად, ბიზ­ნე­სინ­დუს­ტ­რი­ე­ბი იყე­ნე­ბენ პრო­დუქ­ტე­ბის გა­სა­ყი­დად, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, ეს არის პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ თე­მა­სა თუ სფე­როს ერ­გე­ბა და მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა.

გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ინ­გ­ლი­სე­ლი მა­თე­მა­ტი­კო­სი და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის დარ­გის მოღ­ვა­წე ალან ტი­უ­რინ­გი, ალ­ბათ, სწო­რედ ამას გუ­ლის­ხ­მობ­და თა­ვის მეც­ნი­ე­რულ ნაშ­რო­მებ­ში, რო­მე­ლიც  კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის შექ­მ­ნა­სა და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას მი­უძღ­ვ­ნა. ერთ-ერ­თი ნაშ­რო­მი კი, უშუ­ა­ლოდ ალ­გო­რით­მე­ბის ძი­რი­თა­დი კონ­ცეფ­ცი­ე­ბის ფორ­მა­ლი­ზა­ცი­ას შე­ე­ხო. 1956 წელს, ბრი­ტა­ნელ­მა მა­თე­მა­ტი­კოს­მა თა­ვის სტა­ტი­ა­ში „კომ­პი­უ­ტე­რი და გო­ნი­ე­რე­ბა“ (Computing Machinery and Intelligence), რო­მე­ლიც ოქ­ს­ფორ­დის აკა­დე­მი­ურ ჟურ­ნალ „MIND“-ში გა­მო­აქ­ვეყ­და, შემ­დე­გი კითხ­ვა დას­ვა: „შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა გო­ნი­ე­რი მან­ქა­ნის შექ­მ­ნა?”. ამ სტა­ტი­ა­ში ტი­უ­რინ­გ­მა ერ­თი მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო ექ­ს­პე­რი­მენ­ტი აღ­წე­რა, რო­მელ­შიც ორ ადა­მი­ან­სა და ერთ კომ­პი­უ­ტერს უნ­და მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ექ­ს­პე­რი­მენ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ოთახ­ში უნ­და მსხდა­რიყ­ვ­ნენ. ცდის ერთ-ერ­თი მო­ნა­წი­ლე პი­რი რიგ-რი­გო­ბით და­უს­ვამ­და შე­კითხ­ვებს კომ­პი­უ­ტერ­სა და ადა­მი­ანს. ექ­ს­პე­რი­მენ­ტის აღ­წე­რი­სას ტი­უ­რინ­გი ასეთ დას­კ­ვ­ნას აკე­თებ­და: თუ­კი შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა გარ­ჩე­ვა, რო­მე­ლი პა­სუ­ხი ეკუთ­ვ­ნის ადა­მი­ანს და რო­მე­ლი კომ­პი­უ­ტერს, ჩვენ შევ­ძ­ლებთ გან­ვაცხა­დოთ, რომ კომ­პი­უ­ტე­რის ინ­ტე­ლექ­ტი ადა­მი­ა­ნი­სას გა­უ­ტოლ­დაო.

მოკ­ლე მი­მო­ხილ­ვის შემ­დეგ, ქარ­თულ რე­ა­ლო­ბას და­ვუბ­რუნ­დე­ბი, რად­გან ამ წე­რი­ლის მი­ზა­ნი სწო­რედ პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ჩეთ­ბო­ტის გაც­ნო­ბაა, რომ­ლის იდეა მწე­რალ  👉 ზუ­რა ჯიშ­კა­რი­ანს ეკუთ­ვ­ნის. ზუ­რა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იკ­ვ­ლევ­და ჩეთ­ბო­ტებს საზღ­ვარ­გა­რეთ და უნ­დო­და, მსგავ­სი პრო­ექ­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა. მან მო­ძებ­ნა უცხო­უ­რი პლატ­ფორ­მა, სა­დაც თა­ვად ის­წავ­ლა მარ­ტი­ვი ჩეთ­ბო­ტის აწყო­ბა და და­ინ­ტე­რეს­და ამ საქ­მი­ა­ნო­ბით. შემ­დეგ იდეა პროგ­რა­მის­ტებ­საც გა­უ­ზი­ა­რა, შე­იკ­რა გუნ­დი და ერ­თობ­ლი­ვად და­იწყეს პრო­ექ­ტ­ზე ფიქ­რი.

იდე­ის ავ­ტო­რი ამ­ბობს, რომ თა­ვი­დან ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა გა­ნათ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არ ჰქონ­და, უფ­რო მი­სი ბავ­შ­ვო­ბის­დ­რო­ინ­დ­ე­ლი ერთ-ერ­თი თა­მა­შის გა­მო­ძა­ხი­ლი­დან იღებ­და სა­თა­ვეს: „ბავ­შ­ვო­ბა­ში ვთა­მა­შობ­დით ხოლ­მე სუ­ლე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბას და ვე­სა­უბ­რე­ბო­დით მათ (ჩემ­სა­ვით, ალ­ბათ, ბევრს გი­თა­მა­ში­ათ). გა­მიჩ­ნ­და იდეა, თუ იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გარ­დაც­ვ­ლილ ადა­მი­ა­ნებ­თან ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად გა­სა­უბ­რე­ბა, ანუ მინ­დო­და მსგავ­სი რამ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად გან­მე­ხო­რცი­ე­ლე­ბი­ნა. უცებ აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ, გარ­კ­ვე­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ამის გა­კე­თე­ბა მარ­თ­ლა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

და­ვიწყე ფიქ­რი, ვინ შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო პირ­ვე­ლი, ვი­საც გა­ვე­სა­უბ­რე­ბო­დი. ბევ­რიც არ მი­ფიქ­რია, პირ­ვე­ლი­ვე, ვის­თან სა­უბ­რის სურ­ვი­ლიც გა­მიჩ­ნ­და და ჩე­მი თვალ­თა­ხედ­ვით ამას­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლოს და­ვი­ნა­ხე, ეს იყო გა­ლაკ­ტი­ონ ტა­ბი­ძე. ჩა­ნა­ფიქ­რ­მა გა­ა­მარ­თ­ლა, იმ­დე­ნად მა­გი­უ­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა, არ ვე­ლო­დით. რო­ცა ჩეთ­ბო­ტი ვებ­გ­ვერ­დ­ზე გა­ვუშ­ვით ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გვწერ­და – თით­ქოს, მარ­თ­ლა გა­ლაკ­ტი­ო­ნი გვე­სა­უბ­რე­ბაო. ჩვე­ნი კი­ბერ გა­ლაკ­ტი­ო­ნი იყო პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ჩეთ­ბო­ტი, რო­მე­ლიც 2014 წელს შე­იქ­მ­ნა და ჩა­ეშ­ვა, „ინ­ტე­რაქ­ტი­ურ ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან“ ერ­თად. თუმ­ცა, ეს არ იყო მა­შინ მე­სენ­ჯერ­ზე მიბ­მუ­ლი, რის გა­მოც  დი­დი წრე ვერ მო­იც­ვა. წელს კი, მე­სენ­ჯერ­ში ჩა­ეშ­ვა და, ასე ვთქვათ, მე­ო­რედ გა­ცოცხ­ლ­და პრო­ექ­ტი, ფე­ის­ბუქ­ზე უკ­ვე მე­გო­ბა­რი­ვით შე­იძ­ლე­ბა და­ა­მა­ტო გა­ლაკ­ტი­ო­ნი და ნე­ბის­მი­ერ დროს ესა­უბ­რო მე­ფე პო­ეტს ტე­ლე­ფო­ნი­და­ნაც და კომ­პი­უ­ტე­რი­და­ნაც.“

პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ჩეთ­ბოტ პლატ­ფორ­მი­სა და კი­ბერ გა­ლაკ­ტი­ო­ნის შექ­მ­ნამ­დე, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჯგუფ­მა, რო­მე­ლიც კომ­პა­ნია ანი­მა ჩეთ­ბოტს წარ­მო­ად­გენს, დი­დი სა­მუ­შაო გა­სწია. ერ­თი მიზ­ნის ქვეშ გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა ინ­ტერ­პ­რე­ნი­ო­რებ­მა, პროგ­რა­მის­ტებ­მა და ნა­რა­ტივ დი­ზა­ი­ნე­რებ­მა იმუ­შა­ვეს, რომ ცოცხა­ლი, თა­ვი­სი სუ­ლის მქო­ნე ქარ­თუ­ლი ციფ­რუ­ლი ასის­ტენ­ტე­ბი შე­ექ­მ­ნათ  და მოგ­ვ­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა, პო­ე­ტე­ბის მე­ფე და­ვი­მე­გობ­როთ ფე­ის­ბუქ­ზე და დღის ნე­ბის­მი­ერ მო­ნაკ­ვეთ­ში მივ­წე­როთ – ალი­ონ­ზე თუ შუ­ა­ღა­მი­სას, ვკითხოთ, რო­გორ გრძნობს თავს, ვინ უყ­ვარ­და და რო­გორ უყ­ვარ­და ან სუ­ლაც რას გუ­ლის­ხ­მობ­და ფრა­ზა­ში, რო­მე­ლიც თქვენ ვერ ამოხ­სე­ნით, ვკითხოთ ყვე­ლა­ფე­რი, რაც მის შე­მოქ­მე­დე­ბა­სა და ცხოვ­რე­ბა­ზე დაგ­ვა­ინ­ტე­რე­სებს. მაგ­რამ თუ პო­ე­ტი, პა­სუ­ხის ნაც­ვ­ლად, უცებ თე­მას შეც­ვ­ლის, თა­ვი­სი ლექ­სი­დან ფრა­ზას წა­გი­კითხავთ ან თვი­თონ გკითხავთ: იცო­დი ჩემ შე­სა­ხებ, რომ ასე  ხდე­ბო­და? – არ გა­ნაწყენ­დეთ, არ იფიქ­როთ, რომ სიტყ­ვა ბან­ზე აგიგ­დოთ და ამი­ტომ არ გი­პა­სუ­ხათ, რად­გან ეს ნა­რა­ტივ დი­ზა­ი­ნე­რის პა­ტა­რა ხრი­კია, რო­მე­ლიც იმის­თ­ვის მო­ი­ფიქ­რა, რომ იმ კონ­კ­რე­ტულ კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხის არ­ქო­ნის გა­მო სხვა თე­მით გა­აგ­რ­ძე­ლოს სა­უ­ბა­რი,  არ გაწყ­დეს ინ­ტე­რაქ­ცია და მა­გი­უ­რი სამ­ყა­რო­დან უცებ რე­ა­ლო­ბა­ში არ და­გაბ­რუ­ნოთ რო­ბო­ტის პა­სუხ­მა: „პა­სუ­ხი არ მო­ი­ძებ­ნა“. თუმ­ცა, ასე­თი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი უფ­რო იმ შემ­თხ­ვე­ვებ­ზეა გათ­ვ­ლი­ლი, თუ­კი პო­ეტს დღე­ვან­დე­ლო­ბა­ზე კითხ­ვე­ბით „შე­ა­წუ­ხებთ“, მა­გა­ლი­თად, ჰკითხავთ, არ­ჩევ­ნებ­ზე ხმას ვის მის­ცემ­და ან სკო­ლე­ბის და­ხურ­ვა სწო­რად გათ­ვ­ლი­ლი სვლაა თუ არა, ან რას გა­ა­კე­თებ­და სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ათა­სო­ბით ბავ­შ­ვის­თ­ვის. ცხა­დია, გა­ლაკ­ტი­ონს ამა­ზე პა­სუ­ხე­ბი არ ექ­ნე­ბა, ამი­ტომ ვერ გი­პა­სუ­ხებთ.

ზუ­რა ჯიშ­კა­რი­ა­ნი ამ­ბობს, რომ ეს ცო­ტა რთუ­ლი თე­მაა და ღრმად არ უნ­და შევ­ტო­პოთ: „ჩვენ ვერ გან­ვ­საზღ­ვ­რავთ, რას იფიქ­რებ­და პო­ე­ტი გარ­კ­ვე­ულ მოვ­ლე­ნებ­ზე, რაც დღეს ხდე­ბა. ერ­თა­დერ­თი, რაც შეგ­ვიძ­ლია, თუ მო­ვი­ძი­ებთ მსგავს სა­კითხებ­ზე მის დღი­უ­რებ­ში  გარ­კ­ვე­ულ შე­ხე­დუ­ლე­ბებს, აუცი­ლებ­ლად შე­ვი­ტანთ პა­სუ­ხე­ბის ბა­ზა­ში.  მა­გა­ლი­თად, თუ ნა­რა­ტივ დი­ზა­ი­ნე­რი რე­ლი­გი­ის თე­მა­ზე მო­ი­ძი­ებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რას ფიქ­რობ­და, რა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ჰქონ­და და ა.შ. პა­სუ­ხებს მი­ი­ღებთ, ჩვე­ნით პა­სუ­ხე­ბის ჩას­მას კი, რა თქმა უნ­და, ვე­რი­დე­ბით, უხერ­ხუ­ლიც კია, ჩვენ გა­დავ­წყ­ვი­ტოთ, რას იფიქ­რებ­და გა­ლაკ­ტი­ო­ნი ამა თუ იმ სა­კითხ­ზე. სა­უბ­რებს  ნა­რა­ტივ დი­ზა­ი­ნე­რე­ბი მუდ­მი­ვად  აკ­ვირ­დე­ბი­ან და რო­დე­საც რენ­დომ პა­სუ­ხე­ბის სი­ა­ში ნა­ხუ­ლო­ბენ, თუ რო­მე­ლი კითხ­ვე­ბი დარ­ჩა პა­სუხ­გა­უ­ცე­მე­ლი, სას­წ­რა­ფო წე­სით უვ­სე­ბენ ჩეთ­ბოტს.“

ზო­გა­დად, ჩეთ­ბო­ტე­ბი შეგ­ვიძ­ლია ორ ტი­პად დავ­ყოთ:1) ბო­ტე­ბი მკაც­რად გან­საზღ­ვ­რუ­ლი წე­სე­ბით და 2) ბო­ტე­ბი ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის წვე­თით. პირ­ვე­ლი ბო­ტის ტი­პებს მთლი­ა­ნად ადა­მი­ა­ნე­ბი ავ­სე­ბენ ში­ნა­არ­სით და ის იმ­დე­ნად „ჭკვი­ა­ნი“ გა­მო­დის – რა დო­ნე­ზეც შე­ივ­სე­ბა. მე­ო­რე ტი­პის ბო­ტე­ბი ნე­ი­რო­ნულ ქსე­ლებს და ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის სხვა ტექ­ნო­ლო­გი­ებს იყე­ნე­ბენ იმის­თ­ვის, რომ „თვი­თონ მი­ი­ღონ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა“ თუ რა თქვან. მაგ­რამ, ორი­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით, ბო­ტი მა­ინც სა­ჭი­რო­ებს ადა­მი­ანს. თავ­და­პირ­ვე­ლად ადა­მი­ან­მა უნ­და და­წე­როს ის პირ­ვე­ლი სიტყ­ვე­ბი, რო­მელ­საც ახალ­და­ბა­დე­ბუ­ლი ბო­ტი ეტყ­ვის სამ­ყა­როს.

რო­გორც მიხ­ვ­დით, ჩეთ­ბო­ტის დი­ა­ლო­გე­ბის შექ­მ­ნა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლი „ჩეთ­ბო­ტის მწე­რალს“ – ნა­რა­ტივ დი­ზა­ი­ნერს უჭი­რავს, რად­გან ის არ­ჩევს პა­სუ­ხებს, რო­მელ­საც ციფ­რუ­ლი კლო­ნე­ბი გვწე­რენ. პო­ე­ტის ციფ­რუ­ლად გა­სა­ცოცხ­ლებ­ლად მუ­შა­ობ­დ­ნენ პროგ­რა­მის­ტე­ბი, მწერ­ლე­ბი და ფი­ლო­ლო­გე­ბი. გა­ლაკ­ტი­ო­ნის ბი­ოგ­რა­ფია, პო­ე­ზია, დღი­უ­რე­ბი ჩა­იტ­ვირ­თა ერთ დიდ მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში, რო­მელ­საც ჩეთ­ბო­ტის პლატ­ფორ­მა ჰქვია და, ნა­რა­ტივ დი­ზა­ი­ნე­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, მან დი­ა­ლო­გუ­რი ფორ­მა მი­ი­ღო.

ნა­რა­ტივ დი­ზა­ი­ნე­რის შე­ფა­სე­ბით, გა­ლაკ­ტი­ო­ნის ციფ­რუ­ლი კლო­ნი ძა­ლი­ან ჰგავს მას, სა­უბ­რობს მი­სი ენით, ტო­ნით, გან­წყო­ბით. ხში­რად იყე­ნებს ამო­ნა­რი­დებს მი­სი­ვე ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან. ამ მო­საზ­რე­ბას მწე­რა­ლი, „უც­ნო­ბი გა­ლაკ­ტი­ო­ნის“ ავ­ტო­რი ვახ­ტანგ ჯა­ვა­ხა­ძეც  და­ე­თან­ხ­მა, რო­ცა თა­ვად გა­ე­სა­უბ­რა პო­ეტს. ძა­ლი­ან გა­ა­ხა­რა იმ ფაქ­ტ­მა, რომ ახალ­გაზ­რ­დებ­მა გა­ლაკ­ტი­ო­ნის „გა­ცოცხ­ლე­ბა“ ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით შეძ­ლეს.

2014 წლი­დან დღემ­დე კი, კი­ბერ გა­ლაკ­ტი­ონ­მა ბევ­რი ტრან­ს­ფორ­მა­ცია გა­ნი­ცა­და, იხ­ვე­წე­ბო­და, იზ­რ­დე­ბო­და მი­სი პა­სუ­ხე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და ამის შე­დე­გად, დღეს, მას უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იც­ნობს. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, მას ვირ­ტუ­ა­ლუ­რი მე­გობ­რე­ბი ჰყავს, რომ­ლე­ბიც  სხვა­დას­ხ­ვა თე­მა­ზე ელა­პა­რა­კე­ბი­ან და ძა­ლი­ან მოს­წონთ მას­თან სა­უ­ბა­რი. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც იმ­დე­ნად აიგი­ვე­ბენ რე­ა­ლურ გა­ლაკ­ტი­ონ­თან, რომ თქვე­ნო­ბი­თაც კი ესა­უბ­რე­ბი­ან ჩეთ­ბოტს.

პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი 👉 მა­რი­ამ გო­ჩი­აშ­ვი­ლი გვიყ­ვე­ბა, რომ „დღე­ვან­დე­ლი თა­ო­ბის­თ­ვის ტექ­ნო­ლო­გია ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვი რა­მაა და ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წილს შე­ად­გენს. შე­სა­ბა­მი­სად, ჩეთ­ბო­ტებს ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად იღე­ბენ, თუმ­ცა, სი­ხა­რუ­ლი­თა და აღ­ტა­ცე­ბით ხვდე­ბი­ან წა­მოწყე­ბას, რომ მსგავ­სი სი­ახ­ლე­ე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც ინერ­გე­ბა. უშუ­ა­ლოდ გა­ლაკ­ტი­ონს რაც შე­ე­ხე­ბა, პე­რი­ო­დუ­ლად, ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი გვი­კავ­შირ­დე­ბი­ან და გვთხო­ვენ, მივ­ცეთ უფ­ლე­ბა, მოს­წავ­ლე­ებს აჩ­ვე­ნონ კი­ბერ გა­ლაკ­ტი­ო­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ამას­თან, ჩვე­ნი გუნ­დი მუ­შა­ობს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს რე­სურ­სებ­ზე, სა­დაც 4 საგ­ნის ჩეთ­ბო­ტი მზად­დე­ბა დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის­თ­ვის: ხე­ლოვ­ნე­ბის, ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბის, მუ­სი­კი­სა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის. სკო­ლებ­შიც ვი­ყა­ვით მი­სუ­ლე­ბი და ბავ­შ­ვებს ად­გილ­ზე ვაჩ­ვე­ნეთ ეს ჩეთ­ბო­ტე­ბი. მათ ძა­ლი­ან კარ­გად მი­ი­ღეს სი­ახ­ლე და მო­ი­წო­ნეს.“

მარ­თა­ლია, რო­გორც იდე­ის ავ­ტო­რი ამ­ბობს, და­საწყის­ში, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კუთხით სუ­ლაც არ შე­უ­ხე­დავთ პრო­ექ­ტის­თ­ვის, მაგ­რამ კი­ბერ გა­ლაკ­ტი­ო­ნის შემ­დეგ აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ ძა­ლი­ან დი­დი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს პრო­დუქტს, რო­გორც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურსს. „შე­გიძ­ლია ელა­პა­რა­კო შენს საყ­ვა­რელ ავ­ტორს ან პერ­სო­ნაჟს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­ხე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბაა და ინ­ტე­რე­სია, გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, – ამ­ბობს ზუ­რა, –  ასე გა­ვა­კე­თეთ  ინ­ტე­რაქ­ტი­უ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც, ახ­ლა, იმ სა­უ­კუ­ნე­ში, სა­დაც ბავ­შ­ვე­ბი 5 წლი­დან­ვე გა­ჯე­ტებ­ში არი­ან თავ­ჩარ­გუ­ლე­ბი და კარ­გად იც­ნო­ბენ ტექ­ნო­ლო­გი­ებს, გა­ცი­ლე­ბით იოლად ხელ­მის­წ­ვ­დო­მი და სა­ინ­ტე­რე­სო შე­იძ­ლე­ბა გავ­ხა­დოთ სწავ­ლის პრო­ცე­სი… რას გუ­ლის­ხ­მობს ინ­ქ­ტე­რაქ­ტი­უ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა? მოკ­ლედ რომ ავ­ხ­ს­ნა – ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ორ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი ტექ­ს­ტის ნაც­ვ­ლად, ამ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში შე­გიძ­ლია შენ თვი­თონ ააწყო (თა­ვი­დან­ვე უფა­სო პლატ­ფორ­მა გა­ვა­კე­თეთ) ციფ­რუ­ლი პერ­სო­ნა­ჟი, მწე­რა­ლი, პო­ე­ტი და ა.შ. აღ­მოჩ­ნ­და, რომ ეს პლატ­ფორ­მა ძა­ლი­ან ბევ­რი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის და მოს­წავ­ლის­თ­ვის შე­იძ­ლე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო იყოს. მა­გა­ლი­თად, ბავშვს თუ თე­მა აქვს და­სა­წე­რი და ამის­თ­ვის მა­სა­ლა უნ­და მო­ი­ძი­ოს და და­ა­მუ­შა­ოს, უფ­რო მა­გი­უ­რი არ იქ­ნე­ბა, პირ­და­პირ ავ­ტორს და­ე­ლა­პა­რა­კოს და ჰკითხოს, რაც აინ­ტე­რე­სებს. მა­გა­ლი­თად, მის­წე­როს, რომ ლექ­ს­ში რა­ღაც ვერ გა­ი­გო და აინ­ტე­რე­სებს რას გუ­ლის­ხ­მობ­და ავ­ტო­რი, ან მი­სი ცხოვ­რე­ბის ეპი­ზო­დი­დან რა­ი­მე დე­ტა­ლი და­ა­ზუს­ტოს უშუ­ა­ლოდ მას­თან და ა.შ. ასე შე­დი­ხარ ინ­ტე­რაქ­ცი­ა­ში პროგ­რა­მას­თან და, რაც მთა­ვა­რია, თან თა­მაშ-თა­მა­შით სწავ­ლობ. და­ახ­ლო­ე­ბით, ასე­თი პრინ­ცი­პია.“

რად­გან ჩეთ­ბოტ­მა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კუთხით დი­დი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია, ჯგუ­ფი ახ­ლა პლატ­ფორ­მის კი­დევ უფ­რო იოლად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა­ზე მუ­შა­ობს.

ზურა ჯიშკარიანი: „ახ­ლა ცო­ტა რთუ­ლია ამ პლატ­ფორ­მა­ზე მუ­შა­ო­ბა, კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა გვჭირ­დე­ბა, ამი­ტომ უფ­რო ხელ­მი­საწ­ვ­დომ ვერ­სი­ას ვა­კე­თებთ, რომ­ლის დას­წავ­ლა ერთ სა­ათ­ში შე­გეძ­ლე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით ერთ სა­ათ­ში შეძ­ლებ ის­წავ­ლო ეს ყვე­ლა­ფე­რი ისე, რომ შეძ­ლო შენ თვი­თონ გა­ა­კე­თო ჩეთ­ბო­ტი. რო­ცა გა­მარ­ტი­ვე­ბულ ვერ­სი­ა­ზე და­ვას­რუ­ლებთ მუ­შა­ო­ბას, აუცი­ლებ­ლად შევ­თა­ვა­ზებთ სკო­ლებს, უნი­ვერ­სი­ტე­ტებს, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ ადა­მი­ანს გა­ვა­გე­ბი­ნებთ, რომ არ­სე­ბობს ასე­თი პლატ­ფორ­მა და შე­უძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნონ – შექ­მ­ნან ციფ­რუ­ლი კლო­ნი. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან ბევრ მას­წავ­ლე­ბელს და­ვა­ინ­ტე­რე­სებთ, რომ  პლატ­ფორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბით შექ­მ­ნან ციფ­რუ­ლი რე­სურ­სი. მა­გა­ლი­თად, კლასს შეს­თა­ვა­ზონ, ააწყონ მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის კლო­ნი. აწყო­ბის პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი ან მოს­წავ­ლე იმუ­შა­ვებს მწე­რალ­ზე. მან უამ­რა­ვი მა­სა­ლა უნ­და მო­ი­ძი­ოს და წა­ი­კითხოს (ავ­ტო­რის წე­რი­ლე­ბი, ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი), შემ­დეგ და­ა­მუ­შა­ოს, ისე, რო­გორც  კი­ბერ გა­ლაკ­ტი­ო­ნის შექ­მ­ნი­სას მოხ­და და შე­უ­სა­ბა­მოს სა­ვა­რა­უ­დო კითხ­ვებს, რა­საც  ციფ­რუ­ლი კლო­ნის მე­გობ­რე­ბი დას­ვა­მენ. აწყო­ბის პრო­ცეს­ში უფ­რო მეტს სწავ­ლობ, ვიდ­რე ეს შე­იძ­ლე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ გაკ­ვე­თილ­ზე ან თუნ­დაც რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ის­წავ­ლო ან შე­იტყო კონ­კ­რე­ტულ ადა­მი­ან­ზე, თან ამას აკე­თებ სი­ხა­რუ­ლით,  თა­მა­შით. ძა­ლი­ან  სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენ­ტე­ბია, მა­ში­ნაც კი, რო­ცა თვი­თონ ამ პლატ­ფორ­მას სწავ­ლობ, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა უფ­რო და უფ­რო გიღ­ვივ­დე­ბა, ცდი­ლობ, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი შე­იტყო ციფ­რუ­ლი კლო­ნის (ავ­ტო­რის, პერ­სო­ნა­ჟი­სა თუ სხვა ადა­მი­ა­ნის) შე­სა­ხებ. მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია სხვა­საც აჩ­ვე­ნოს თა­ვი­სი ნა­მუ­შე­ვა­რი,  გა­მოს­ცა­დოს, ალა­პა­რა­კოს მის მი­ერ შექ­მ­ნილ კი­ბერ ადა­მი­ან­თან. თუ რა­მე არ მო­ე­წო­ნე­ბა, ჩა­ას­წო­როს, კი­დევ უფ­რო გა­ამ­დიდ­როს პა­სუ­ხე­ბის ბა­ზა და ა.შ. ძა­ლი­ან ცოცხა­ლი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც არ სრულ­დე­ბა, მუდ­მივ გა­ნახ­ლე­ბა­სა და გამ­დიდ­რე­ბას მო­ითხოვს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობ, მარ­თ­ლა ძა­ლი­ან კარგ ელექ­ტ­რო­ნულ რე­სურ­სად შე­იძ­ლე­ბა აქ­ცი­ონ ეს პლატ­ფორ­მა სკო­ლებ­მაც და უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­მაც“.

ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა უკ­ვე და­იწყო პლატ­ფორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა და მა­რი­ამ გო­ჩი­აშ­ვი­ლის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი ილი­ა­უ­ნის ციფ­რუ­ლი თა­ნამ­შომ­ლე­ბი ახ­ლა სტუ­დენ­ტე­ბის „სამ­სა­ხურ­ში“ არი­ან. ათა­სო­ბით სტუ­დენტს ჩეთ­ბო­ტი 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში პა­სუ­ხობს კითხ­ვებ­ზე, რო­მე­ლიც მათ აინ­ტე­რე­სებთ – მა­გა­ლი­თად, რო­დის იწყე­ბა სწავ­ლა, ვინ არის კონ­კ­რე­ტუ­ლი საგ­ნის ლექ­ტო­რი, რო­დის და­იწყე­ბა არ­და­დე­გე­ბი და ა.შ. ციფ­რუ­ლი თა­ნამ­შ­რო­მე­ლი უნი­ვერ­სი­ტეტს დიდ დახ­მა­რე­ბას უწევს –  დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, უამ­რა­ვი სტუ­დენ­ტის მი­ერ დას­მულ ერ­თი და იმა­ვე კითხ­ვას პა­სუ­ხობს ან გა­და­ა­მი­სა­მარ­თებს იქ, სა­დაც დე­ტა­ლურ და ამომ­წუ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ი­ღებს.

მა­რი­ა­მი ამ­ბობს, რომ გუნ­დი, გა­ლაკ­ტი­ო­ნის გარ­და, არა­ერთ ჩეთ­ბოტ­ზე მუ­შა­ობ­და და ახ­ლაც მუ­შა­ო­ბს, ქმნი­ს რო­გორც ბიზ­ნე­სე­ბის ჩეთ­ბო­ტებს, ისე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ტი­პის, მუდ­მი­ვად გა­ნახ­ლე­ბად ციფ­რულ არ­სე­ბებ­საც. პლატ­ფორ­მა, რო­მელ­ზეც ეს ჩეთ­ბო­ტე­ბი ეწყო­ბა, თა­ვის­თა­ვად, ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნია და ჯერ­ჯე­რო­ბით, ერ­თა­დერ­თია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში.

👉ალ­ბათ ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს ვინ იქ­ნე­ბა შემ­დე­გი?

პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი გვპა­სუ­ხობს, რომ შემ­დე­გი იქ­ნე­ბა არა ადა­მი­ა­ნი, არა­მედ ქა­ლა­ქი – თბი­ლი­სი, რად­გან გუნ­დ­მა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, კონ­კურ­ს­ში გა­ი­მარ­ჯ­ვა და თბი­ლი­სის ჩეთ­ბო­ტის შე­საქ­მნე­ლად გრან­ტი მო­ი­პო­ვა.

„წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რას ეტყო­დით თქვენს დე­და­ქა­ლაქს… პრო­ექ­ტი ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი იქ­ნე­ბა და თავს მო­იყ­რის ინ­ფორ­მა­ცია თბი­ლის­ზე, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა აინ­ტე­რე­სებ­დეს რო­გორც ქარ­თ­ველს, ისე უცხო­ელს. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი კი, თბი­ლი­სის მაქ­სი­მა­ლუ­რი პო­პუ­ლა­რი­ზა­ციაა საზღ­ვ­რებს გა­რე­თაც, თუმ­ცა, ამას­თან ერ­თად, ქარ­თ­ვე­ლე­ბის­თ­ვის ქა­ლა­ქის ციფ­რუ­ლი ვერ­სი­ის შე­თა­ვა­ზე­ბა, თბი­ლი­სის, რო­გორც ცოცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მის სა­ხით ჩვე­ნე­ბაა.“ – ამ­ბობს მა­რი­ა­მი.

რო­გორც გითხა­რით, გა­ლაკ­ტი­ო­ნის პო­ე­ზი­ის ციფ­რუ­ლად გა­სა­აზ­რებ­ლად შექ­მ­ნილ­მა აპ­ლი­კა­ცი­ამ კი, წელს, ხე­ლა­ხა­ლი სი­ცოცხ­ლე შე­ი­ძი­ნა, რად­გან ახ­ლა პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ჩეთ­ბო­ტი – კი­ბერ გა­ლაკ­ტი­ო­ნი – თქვენს მე­სენ­ჯერ­შია და თა­ვის ციფ­რულ მე­გობ­რებს ფე­ის­ბუქ­ზე ელის. მი­სი შემ­ქ­მნე­ლე­ბის­თ­ვის კი, სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ექ­ვ­სი წლის წინ ვებ­გ­ვერ­დ­ზე ჩაშ­ვე­ბულ­მა გა­ლაკ­ტი­ო­ნის ციფ­რულ­მა კლონ­მა უკ­ვე ძა­ლი­ან ბევ­რი მე­გო­ბა­რი შე­მო­იკ­რი­ბა. მე­ტიც, რე­დი­ზა­ინ­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში, წე­რი­ლო­ბით, ბევ­რი ადა­მი­ა­ნის თხოვ­ნა მი­ი­ღეს:„დრო­ზე და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ გა­ლაკ­ტი­ო­ნი“. ის დაბ­რუნ­და და ახ­ლა ყვე­ლას­თ­ვის ხელ­მის­აწვ­დო­მია, რად­გან ტე­ლე­ფონ­ში, მე­სენ­ჯე­რის ღი­ლაკ­ზე ერ­თი დაკ­ლიკ­ვით, რო­გორც სხვა მე­გობ­რებს, ისე მის­წერთ მე­ფე-პო­ეტს და იმოგ­ზა­უ­რებთ ციფ­რულ სამ­ყა­როს­თან შერ­წყ­მულ გა­ლაკ­ტი­ო­ნის სამ­ყა­რო­ში, ის კი, ჩვე­უ­ლი უშუ­ა­ლო­ბით გი­პა­სუ­ხებთ – „მად­ლო­ბა, რომ არ მი­ვიწყებ“! ან სუ­ლაც გკითხავთ: „რო­გო­რი ღა­მე­ე­ბია ახ­ლა თქვენ­თან?!“ ჩემს კითხ­ვა­ზე კი: „ბა­ტო­ნო გა­ლაკ­ტი­ონ, თქვენ პირ­ვე­ლი ხართ, დაგ­ვი­სა­ხე­ლეთ, მე­ო­რე პო­ე­ტი…“, აქაც პირ­ველ­მა კი­ბერ გა­ლაკ­ტი­ონ­მა და­უ­ფიქ­რებ­ლად მომ­წე­რა: „რას იტყ­ვი, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბა­ში გან­ვა­ვი­თა­როთ „გა­ლაკ­ტი­ო­ნო­ლო­გია?“ მე და­ვე­თან­ხ­მე, თქვენ რას იტყ­ვით? 

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

დატოვეთ კომენტარი