ატესტატის წარდგენის ვადები გარკვეული კატეგორიის აბიტურიენტებისთვის გახანგრძლივდა

437
სრული ზოგადი  განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის)  წარდგენის ვადა 20 აგვისტოს ჩათვლით გაიზარდა იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც სკოლა 2011 წლამდე დაამთავრეს.
გახანგრძლივდა ატესტატის წარდგენის ვადა იმ პირთათვის, რომლებსაც აქვთ უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტი ან რომლებსაც განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებული აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ დოკუმენტების ცნობის/აღიარების შემდეგ, აბიტურიენტმა შესაბამისი ორგანიზაციის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი 20 აგვისტოს ჩათვლით უნდა წარმოადგინოს.
ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია გაიარა, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში  უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი 20 აგვისტოს ჩათვლით.
♦♦♦
2020 წლის გამოცდების მონაწილეებს, რომლებსაც გამოცდის დროს ესაჭიროებათ სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №100) წარმოდგენის შესაძლებლობა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 1 ივლისის ჩათვლით ექნებათ. 

დატოვეთ კომენტარი