არაფერი ისე არ დაგვეხმარება ფიქრსა და აზროვნებაში, როგორც წიგნი

687

მთავარი ის კი არ არის, თუ კონკრეტულად რაზე უნდა დაფიქრდნენ ადამიანები, არამედ მთავარია, რომ დაფიქრდნენ საერთოდ, ზოგადად და მერე, აუცილებლად დაფიქრდებიან იმაზე, რაც სინამდვილეში მთავარია.

ალბერტ აინშტაინმა ერთხელ იხუმრა, რომ ადამიანების უმრავლესობა საერთოდ არ ფიქრობს და კაცობრიობის მთავარი პრობლემაც ეს არისო. ქართველებმა ხომ მაინც ვიცით, რომ ნებისმიერ ხუმრობაში არის სიმართლის რაღაც დოზა და ამ შემთხვევაში კი ალბათ უბრალოდ დოზაზე მეტია.

ქართველებმა ისიც იციან, რომ ზოგი ჭირი მარგებელია და ამ ჭირს კი ნამდვილად აღმოაჩნდა ერთი პოზიტიური თვისება – გვაიძულა, რომ გვქონდეს ბევრი დრო წიგნებისთვის და ახლა შეგვიძლია ვიკითხოთ და ვიფიქროთ. ახლა ვერ ვიტყვით იმას, რასაც ხშირად ვამბობთ, რომ კითხვისთვის დრო არ გვრჩება და არაფერი ისე არ დაგვეხმარება ფიქრსა და აზროვნებაში, როგორც წიგნი.

ასე რომ ვიკითხოთ და აუცილებლად უკეთესები გავხდებით.

დათო ტურაშვილი

დატოვეთ კომენტარი